
იაპონიაში რიტუალურ თვითმკვლელობას მუცლის გაფატვრას – ჰარაკირი ეწოდება. ”ჰარა” სიტყვასიტყვით ნიშნავს მუცელს, გადატანითი მნიშვენლობით კი აღნიშნავს სულს, გონებას, ხასიათს, მიზანს, დაფარულ აზრებს – ყოველივე იმას რაც დასავლეთში უკავშირდება ”გულს”.
იგი განმტკიცდა ჰეიანის ეპოქაში (VII – XII სს) თავიდან მას მხოლოდ სამურაები ახორციელებდნენ. სიტყვა ჰარაკირის უცხოელები ირონიის ელფერით ხმარობენ, თვითონ იაპონელები კი უფრო სიტყვებს – ”სეპუკუს” და ”კაპუკუს” იყენებენ. სეპუკუ პირდაპირ აღნიშნავს მუცლის გაფატვრას. თუ სეპუკუ ინიშნებოდა , როგორც სასჯელი, მაშინ ამბობდნენ, რომ დამნაშავემ შეიგნო დანაშაული. ეს გამოიხატება სიტყვებით ”ცუდად მოვიქეცი, მრცხვენია სინდისის წინაშე და საკუტარი ხელით ვისჯი თავს”. ხანდახან უდანაშაულო ადამიანიც აკეთებდა სეპუკუს, რაც ნიშნავდა: ”უდანაშაულო ვარ, მაგრამ მინდა გიჩვენოთ ჩემი სული, რათა თვითონ განმსაჯოთ”. მუცლით გაფატვრით გამოწვეული ტკივილი მეტად ძნელი ასატანია; სამურაის თვალში ბრძოლაში დაცემა და ჰარაკირით სიკვდილი ერთნაირი გმირობა იყო.
ჰარაკირის პროცედურა მდიდრულად ტარდებოდა. ბატონის ეზოში, მზის ჩასვლის შემდეგ. აქტის ადგილზე ყრიდნენ ხრეშს, ზემოდან ჭილოფს , მასზე თეთრ ტილოს აფარებდნენ და თხელ კიმონოში ჩაცმული მსჯავრდებული მასზე ჯდებოდა იაპონურ პოზაში. თვითონ ჰარაკირის აქტი სხვადასხვა ხერხებით ხორციელდებოდა. აი ერთი მათგანი: ხანჯალს მარჯვენა ხელით იღებდნენ, ირჭობდნენ მარცხენა ფერდში და ჰორიზონტალურად ატარებდნენ ჭიპის ქვემოთ მარჯვენა ფერდამდე; შემდეგ ვერტიკალურად დაისვამდნენ ჰორიზონტალურ კვეთამდე; თუ არ კვდებოდნენ, მაშინ ხანჯალს ყელში დაისვამდნენ.
ჰარაკირი , როგორც თვითმკვლელობის აქტი, დროთა განმავლობაში გადაშენდა იაპონიაში, მაგრამ ამ სისხლიანი პროცედურის სულიერმა საფუძველმა ერის ფსიქოლოგიაში ღრმა კვალი დატოვა.
მადლობა საინტერესო ინფოსთვის
saintereso infoa, magram samurai-ebzec daceret rame plz
vaime ra sashineli ragacaa :-s
და მერე ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი
ასეთი ფსიქოლოგიული მზადყოფნა სიკვდილისათვის საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, და მით უფრო საკუთარი დანაშაულის გამოსასყიდად… მდაა
AU RA MAZUXISTOBAA
I choose death before dishonour , hara kiki saikooo , samurai’s da best >…< true warriors and men in theri hearts !
Haha, magas 9mm-iani ar jobda sapetqelshi?!
(mxedvelobashi maqvs cecxlsasroli iaragi)
nu ra vici, iaponelebma tavianti uket ician
შემზარავია… ისედაც ასე მოკლეა სიცოცხლე და… რა ვიცი რა ვიცი…