ორიგამი – ქაღალდის ხელოვნება


ორიგამი - ქაღალდის ხელოვნება

ორიგამი  ეს არის ქაღალდის ხელოვნება რომლიც დაიბადა იაპონიაში. მიუხედავად იმისა , რომ ქაღალდი ჩინეთიდან წარმოიშვა , სწორედ იაპონელებმა მისცეს მას ხელოვნების დატვირთვა ანუ  ქაღალდისგან სხვადასხვა ფიგურების გაკეთება.

ორიგამის ისტორია იწყება ჰეიანის ეპოქიდან (794 – 1185 წ.წ) ამ პერიოდში ქაღალდი საკმაოდ ძვირ ფუფუნებას წარმოადგენდა რადგან  ხელით მზადდებოდა , ამიტომ ის გამოიყენებოდა განსაკურთებულ ვითარებაში , უფრო მეტად ორიგამი - ყვავილები რელიგიურ  დღეებში . ქაღალდისგან გაკეთებულ ფიგურებს იაპონელები რიტუალურად   აკავშირებდნენ ღმერთებთან,  მაგალითად ერთ ერთი რიტუალით ქაღალდისგან  აკეთებდნენ პატარა კოლოფს (სანბო), რომელშიც დებდნენ  თევზის ნაჭრებს და ბოსტნეულს , ამ კოლოფით იაპონელები შინტოისტურ ტაძრებში შესაწირი მიჰქონდათ.   სწორედ ამან განაპირობა  იაპონელებში ქაღალდის ფიგურების  და  რელიგიის მისტიური კავშირი. რასაც მოჰყვა ისეთი უნიკალური და სფეციფიკური ხელოვნების ჩამოყალიბება როგორიც არის – ორიგამი.

კამაკურის პერიოდიდან (1185 – 1333 წ.წ.) ქაღალდის ნაკეთობები ადგილს იკავებს უკვე საიმპერატორო კარზე და არისტოკრატულ საზოგადოებაშიც. ორგიამის გაკეთება სავალდებულო ჟესტად ითვლებოდა, და ის ვინც კარგად დაეუფლებოდა ამ ხელოვნებას მიიჩნეოდა უაღრესად განათლებულ და დახვეწილ მანერების მქონე პიროვნებად.  ორიგამის ფიგურებს იყენებდნენ სხვადასხვა მნიშვნელობით.  მაგალითად წერდნენ წერილს და შემდეგ ამ წერილით აკეთებდნენ სხვადასხვა ფიგურებს,  მაგალითად :  პეპელას , ჩიტის და ყვავილის ფორმა მეგობრობის და სიყვარულის  ჟესტს ნიშნავდა.  ამით მათ უადვილდებოდათ გრძნობების გამოხატვა. ორიგამი - წერო

მომოიამას  (1573 – 1603 წ.წ.) და ედოს  (603 – 1867 гг.) პერიოდიდან ორიგამი რელიგიური დატვირთვიდან გამოდის და პოპულარული ხელოვნების დარგი ხდება . მის მიმართ სულ უფრო და უფრო მეტი დაინტერესებაა,  იქმნება მრავალი  სკოლები , სადაც ასწავლიან ორიგამის გაკეთებას,  ყველაზე პოპულარული ფიგურა  იაპონური “წერო” (Tsuru) ორიგამის სავიზიტო ბარათად არის ქცეული. იგი ბედნიერების და დიდხანს სიცოცხლის სიმბოლოა.  იაპონელები ამბობენ , რომ თუ გააკეთებ 100 ცალ Tsuru ორიგამს და სურვილს ჩაუთქვამ ის აუცილებლად ასრულდება.  იგი კეთდება ერთი მთლიანი ოთხკუთხედი ქაღალდისგან არავითარ შემთხვევაში დაჭრილი ქარალდისგან , სწორედ ამასშია მისი ორიგინალურობა. აქვე დავდებ ვიდეო ტუტორიალს Tsuru ორიგამის. იმედია ყველა ვისწავლით ;)

XX – საუკუნეში ორიგამით დაინტერესება ქვეყნის გარეთაც ხდება , დიდი ბრიტანეთში , ჰოლანდიაში , საფრანგეთში იხსნება ორიგამის ხელოვნების კერები , სკოლები , დაწესებულებები და კავშირები. ორიგამის ხელოვნება იმდენად რთული და შრომატევადი ხელოვნებაა , რომ მის სასწავლებლად არსებობს სპეციალური კურსები რათა სრულყოფილად დაეუფლო ამ საქმეს.  იაპონიაში დაწესებულია აგრეთვე ორიგამის  დღესასწაული. ამ დღეს ყველა იაპონელი ერთმანეთს ეჯიბრება ყველაზე ორიგინალური ორიგამის ფიგურების გაკეთებაში.

ბაყაყი ორიგამი

ბაყაყი ორიგამი

About these ads

28 comments on “ორიგამი – ქაღალდის ხელოვნება

  1. მადლობა საინტერესო პოსტისთვის და უსაინტერესოესი ბლოგისთვის : )
    დაგიმატე ბლოგ როლში

  2. მართლაც ძალიან საინტერესო ბლოგია, განსხავებული და ინფორმატიული, მეც დაგამატებ :) წეროს გაკეთება არც ისეთი ადვილი ყოფილა,ვ ცადე და ვერ გავაკეთე :|

    • ადვილია ძალიან , მთავარია ვიდეოში ის ტუტორიალი ზუსტად გააკეთო :mrgreen:

  3. ორიგამის გაგეთებას ვცდილობდი (ე.წ. სკოფილდის ჩიტის გაკეთება მინდოდა). ინსტრუქციები მოვიძიე, ქაღალდები მოვიმარაგე და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შევძელი იყო კარგად დაკუჭული ფურცელი :|

  4. ერთადერთი ორიგამი, (თუ არის ეგ ორიგამი) რაც ვიცი, არის ვარკვლავის გაკეთება ოთხკუთხედი ქაღალდებისგან. რა მაგარი ვარ :)))

    ჰო და კიდევ ბავშვობაში რომ თვითმფრინავებს და გემებს ვაკეთებდით, ის :)

  5. მაგარია ორიგამი
    წეროს გაკეთება ვცადე, მაგრამ წვრილი ფრთები და მახინჯი კუდი გამომივიდა

  6. მე ვაკეთებ და ვსწავლობ ორიგამის კეტებას ინტერნეტიდან , მაგრამ ორიგამის ისტორია არ ვიცოდი . დიდი მადლობა საინტერესოა ძაან.

    • იაპონურ გამოფენაზე მეც ვიყავი …. ჩიტებს აკეტებდნენ მაგრამ რაც შეეხება კუსუდამებს არ შერცხვათ მაგათი გამოფენა?! საშინელება იყო…. ბევრად უკეტესები გამომდის

  7. დღეს ვიყავი იაპონურ გამოფენაზე და ერთი იაპონელი წეროს და ყვავილის ორიგამის გაკეთებას ასწავლიდა დამთვარიელებელს. ვიდეოდან ნასწავლზე უკეთ მაინც ვერ ვისწავლე , მაგრამ თითქმის გამომდის. :)

  8. მოკლედ, ორიგამისაგან ვაკეთებ: ბაყაყს, ლილიას, დინოზავრს, სპილოს, კუბს… ნუ რავი. სულ მინდოდა, რომ მაგაზე პოსტი დაგეწერა და აჰა :))

  9. კარგი საიტი და კარგი ინფოა , წეროს ვაკეთებ თვალდახუჭული , პატარაობაში ვისწავლე :)

  10. sapatriarqos arxze vnaxet origamis hsemswavleli skola tu klubi ar vici . mainteresebs vin aris pedagogi da misi koordinatebi

  11. arada rogor minda am weros gaketeba viswavloo da ar gamomdiis :D ramdenjerac ar unda vuyuroo am videoos :D

  12. ძალიან საინტერესო ინფორმაციაა! მაინტერესებს ყველაფერი რაც უკავშირდება ხელოვნების დარგების მრავალფეროვნებას.

  13. მე გაკეთებული მაქ ძალიან ბევრი რაღაცა გედებიც გაკეთებული მაქვს მაიკლ სკფილდის გედიც და ასე შემდეგ. ისე ეს საიტიც ძაან მაგარია აქედანაც ვსწავლობ და სკოლაშიც მასწავლიან:D

  14. მე აშკარად ნიჭიერი გამოვდექი :) ზოგი კომენტარის კითხვისას ჩემი თავმდაბლობა სადღაც გაფრინდა :) , რადგან თითქმის ყველა ორიგამი პირველივე ცდაზე გამომივიდა და ეს ერთადერთი ხელოვნებაა, რომლის დამამშვიდებელ გავლენასაც ვგრძნობ საკუთარ თავზე :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s