ფუჯისანი


ფუჯისანი

იაპონიის მთავარი სავიზიტო ბარათი გახლავთ მთა ფუჯისანი. იგი ვულკანური წარმოშობის ყველზე დიდი მთაა , რომელიც უხსოვარი დროიდან არსებობს იაპონიაში. სეზონის ნებისმიერ დროს , ნებისმიერ ამინდში , ნებისმიერი ხედით ის შეუდარებლად ლამაზია. ფუჯისანი ყოველთვის იყო შთაგონების წყარო მხატვრებისთვის , პოეტებისთვის , მწერლებისთვის ფოტოხელოვანთათვის და საერთოდ იაპონელებისთვის. სიმეტრიულად ზუსტი აგებულების მთა მრავალი ხნის მანძილზე ითველება იაპონიის მთავარ სილამაზის სიმბოლოდ. იაპონელებს მიაჩნიათ , რომ მას მსოფლიოში არ ჰყავს შემცვლელი.

მთის ზუსტი სიმაღლე 3776 მეტრია და მთლიანად დაფარულია ვულკანური ლანდშაფტით. წლის ნებისმიერ დროს , ფუჯისანის წვერო დაფარულია თოვლით , სწორედ ეს აძლევს მას ასეთ სილამაზეს.

ფუძისანი

სახელი ფუჯისანი დაარქვა უძველესმა აბორიგენულმა ტომმა – იანებმა , რომლებიც დღესაც ცხოვრობენ კუნძულ ჰოკაიდოზე.  იანებმა დაარქვეს მთას თავიანთი მთავარი ღვთაების სახელი – ფუჯი. ამიტომ მთას რელიგიური დატვირთვაც ააქვს.

ფუჯისანი

მთის მაღლობზე დგას უძველესი შინტოისტური ტაძარი რომელიც 2000 წლის ისტორია აქვს. ბუდისტური ლეგენდის თანახმად ფუჯისანი ერთ ღამეს დაიბადა 286 წელს როდესაც მიწიდან წყალმა ამოხეთქა და წარმოიშვა იაპონიის უდეიდესი ტბა – ბავა , ხოლო დარჩენილი მიწისგან წარმოიქმნა ფუჯისანი.

ფუჯისანი

ფუჯისანი ყოველთვის იყო და არის ხელოვანი ადამიანების მუზა , ფოტოხელოვანთათვის სანატრელი პეიზაჟი , მისით მოხიბლული იყო იაპონიის თითქმის ყველა ფერმწერი მაგალითად ცნობილ იაპონელმა მხატვარმა – კაცუშიკა ჰოკუსაიმ 36 გრავიურა მიუძღვნა ფუჯისანს.

ფუჯისანი

ტურისტებისთვის და ალპინისტებისთვის ფუჯისანი ერთ – ერთი  მთავარი სანახავი ობიექტია იაპონიაში ვიზიტის დროს.  იაპონელები თვლიან , რომ ისე არ შეიძლება წახვიდე ამ ქვეყნიდან ერთხელ რომ არ ახვიდე ფუჯისანზე.

ფუჯისანი

5 comments on “ფუჯისანი

  1. ძლივს არ გავიგე ამ მთის ქართული დასახელება.. ხან ფუჯის ამბობდნენ და ხან ფუძიამას.. :D

  2. მე დღემდე ფუძიამას მასწავლიდნენ და თითქმის ყველა გეოგრაფიის წიგნში ეგრე წერია. ისე მართლა ძალიან კარგი პოსტია :-)

  3. 富士山 ეს არის მაგის იეროგლიფი და იკითხება როგორც ფუჯისანი, ასევე ფუჯი იამა, ანუ ბოლო იეროგლიფი არის მთის იეროგლიფი და აქვს ორი წაკითხვა სან და იამა, მაგრამ არასწორია ფუძი იამა :) ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s