
სევდიანი ისტორია რომელიც რეალურად მოხდა იაპონიაში , დღემდე აღრფთოვანებაში ჰყავს მთელი მსოფლიო. ყველაფერი დაიწყო 1924 წელს . ჰიდესაბურო უენო ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორს სახლში ჰყავდა 8 ძაღლი , მათ შორის ყველაზე პატარა ლეკვს სახელად დაარქვა ჰაჩი , რაც იაპონურ ენაზე ითარგმნება როგორც მერვე. ყოველ დილით ჰაჩიკო თავის პატრონს აცილებდა სამსახურში ხოლო , საღამოს ხვდებოდა სიბუიას – მატარებლის სადგურზე , 1925 წელს ჩვეულებრივ ჰაჩიკომ გააცილა პატრონი უნივერსიტეტში , მაგრამ საღამოს უენო აღარ გამოჩნდა . ძაღლი კი ელოდა , როგორც გაირკვა უენო გარდაიცვალა გულის ინფაქტით. ჰაჩიკო გააჩუქეს უენოს მეგობარ კობიაშიზე , მაგრამ ის მაინც მიდიოდა თავის ძველ სახლში. ძაღლი ხვდებოდა რომ მისი პატრონი აღარ ცხოვრობდა იქ , ამიტომ გადაწყვიტა მოეძებნა სიბუიას – სადგურზე , სადაც ბოლოს ნახა და გააცილა. ყოველ საღამოს , მატარებლის ჩამოდგომის დროს ის გულმოუთმენლად ელოდა უენოს დაბრუნებას , ამ ყველაფერმა მიიქცია მგზავრების ყურადღება , ზოგიერთ მათგანს ადრეც ენახათ ძაღლი და მისი პატრონი ერთად , ძაღლისთვის საკვებიც მოჰქონდათ . ასე გაგრძელდა 9 წელი , ჰაჩიკო სადგურზე მიდიოდა ზუსტად მატარებლის მოსვლის დროს და ელოდებოდა მის პატრონს.
1932 წელს ერთხელაც ის შეამჩნია უენოს ყოფილმა სტუდენტმა და გაჰყვა სახლში , სწორედ კობაიაშის სახლში , უენოს სტუდენტმა გაარკვია ძაღლის ისტორია და გადაწყვიტა გამოეცა რამოდენიმე სტატია ჰაჩიკოს და მისი გარდაცვლილი პატრონის ისტორიის შესახებ. სტატისს გამოსვლის შემდეგ ძაღლი მთელი იაპონიის ყურადღების ცენტრში მოექცა ჰაჩიკო გადაიქცა ეროვნულ სენსაციად. ის იქცა ერთგულების სიმბოლოდ იაპონიაში . მასწავლებლები და მშობლები ჰაჩიკოს მაგალითს აძლევდნენ ბავშვებს. ცნობილმა იაპონელმა მოქანდაკემ 1934 წელს შექმნა ჰაჩიკოს ქანდაკება , რომელიც დაიდგა სიბუიას სადგურზე , ქანდაკების დადგმიდან სულ რამოდენიმე თვეში ჰაჩიკო გარდაიცვალა.
მე 2 მსოფლიო ომის დროს ქანდაკება დაზიანდა , მაგრამ 1948 წელს მისი აღდგენა ითავა ტაკეში ანდომ რომელიც პირველი ქანდაკების ავტორის შვილი იყო. ახალი ქანდაკება აღდგენილ იქნა 1948 წლის აგვისტოს თვეში და დღემდე დგას სადგურის ტერიტორიაზე. ეს იყო ტურისტებისთვის და მთლიანად იაპონელებისთვის საყვარელი ადგილი. 1987 წელს იაპონიაში გადაიღს ფილმი Hachiko Monogatari / ჰაჩიკოს თავგადასავალი , ფილმი გახდა პოპულარული არამარტო იაპონიაში არამედ მთლ მსოფლიოში. 2009 წელს კი ჰოლივუდმაც მიუძღვნა ბიოგრაფიული ფილმი ძაღლს , რომელიც მთელი ცხოვრება პატრონის ერთგული იყო.


NANA-ს რომ ვიუყურებდი იქ შემხვდა ჰაჩიკო ნანა
აი თურმე რატო დაურქმევიათ
)
ძალიან საინტერესოა , მადლობა !
წაკითხული მქონდა ეს ისტორია სადღაც
ფილმი არ მაქვს ნანახი
2009isas vuyure da imdeni vibghavle
ehxm
რა კარგი ისტორიაა
იშვიათად ხდება ხოლმე ასე, მაგრამ გული ამიჩუყდა :”)
რა საყვარლები არიან ძაღლები
საინტერესო სტატია იყო ნამდვილად
maswavlebelma gvachvena ak da momewona, sayvareli istoriaa… tu movaxerxe tokyoshi yopnisas vnaxav…
iaponuri versia ar minaxavs, magram hollywooduri dzalian momewona…dzalian kargi filmia… yvelaze gulqva adamiansac ki auchuyebs guls, brwyinvale musikit gaformebuli. girchevt uyurot
მადლობა
საინტერესოა და საყვარელი ისტორიაა
ბარემ ხომ ვერ მეტყოდი რა ჰქვია ჰოლივუდურ ვერსიას ?
films rom vukure gavskdi tirilit
aseti situaciebi xshirad momxdara, da namdvilad arsafrtovanebelia dzaglebis ertguleba.
iseti gulis amachuyebeli iyo filmi:((((sacyali Hachiko
იქნება ჰოლივუდური ფილმის სახელი მითხრათ?!
ჰოლივუდური ვერსიას ქვია : Hachiko- A Dog’s Story
რამდენი ვიტირე ამ ფილმის ყურებისას
ძაღლები მართლა უერთგულესი ცხოველები არიან… კინაღამ ვიტირეე:-)
kargia kinoc maqvs nanaxi
აუ ფილმი რომ ვნახე ვიტირეეეეეეეე:(…არადა იშვიათად ვტირი ხოლმეეეეეე…………….ძალიან საყვარელია ჰაჩი…
hachiko aris iaponuri jishis dzagli dzalian supta,phizikurad dzlieri,sakvareli da chkviani…2 akitas sheudzliat daikavon didi datvi…
Hachiko Monogatari მაქვს ნანახი უჰ მომინელა
ჰოლივუდური ვარიანტი უფრო ლაითია იაპონური ძალიან მძიმეა.
hacchiko a dogs stori richard giri tamashobs da dzaan magari kinoa hachi dzalian sayvarelia girchevt uyurot.dzalian mdzime kinoa:((
ჰაჩიკოს ქანდაკება ერთ-ერთი ადგილია,სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან.ანუ შეხვედრის ცნობილი ადგილია შიბუია-ს სადგურთან.ბევრჯერ შევხვედრილვარ ჩემს ნაცნობ იაპონელებს ჰაჩიკოსთან,როცა ტოკიოში ვცხოვრობდი.დღესაც ბევრი ასეირნებს ჰაჩიკოს ჯიშის ძაღლებს იაპონიაში,თუმცა პატარა ჯიშის ძაღლებზე აქვთ უფრო გართულება ახალგაზრდებს.
მაგარი ფილმია ერთხელ უყურე და ეხლა სულ მაგას უყურებ გირჩევთ უყუროთ!!!
ძალიან მაგარი ფილმია. თან სევდიანი.