ახალი წელი იაპონიაში


ახალი წლის დღესასწაული  ერთ – ერთი უმთავრესი დღეა იაპონიაში . დღესასწაული აღინიშნება 31 დეკემბრის ღამეს , მანამდე 28 რიცხვიდან მთლიანად ქვეყანაში ცხადდება უქმე დღეები,  ისვენებენ ფირმები , კომპანიები , ბანკები ,  აღსანიშნავია მსხვილი სავაჭრო ცეტრებიც რომლებიც არ მუშაობენ საახალწლოდ ,მაგრამ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი , პოლიცია და სამედიცინო სტრუქტურები.   სამუშაო რეჟიმი იწყება 4-5 იანვარს  და ხოლო სავაჭრო ცენტრები 2 იანვიდან იღება. ამ პერიოდის განმავლობაში მთელი იაპონია  ისვენებს და  წინასაახალწლო მზადებაშია. საახალწლოდ მორთულია  თითქმის ყველა ქუჩა და სკვერი .  ახალი წლის ღამეს ბუდისტურ ტაძრებში 108 – ჯერ რეკავენ უზარმაზარ ზარს. ამით იაპონელები ყველაფერ ცუდს და ნეგატიურს ძველ წელს ატანენ.  ზარის ხმა ისმის მთლიანად იაპონიის ქალაქებში, ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის.
იაპონელები ახალი წლის დღეს ერთმანეთს უგზავნიან საახალწლო ღია მისალოც ბარათებს , ამ დღეს იაპონიაში 1 მილიარდზე მეტი მისალოცი ბარათი იყიდება. საახალწლო საჩუქრებიც  იაპონელებისთვის ყველაზე დიდი ტრადიციაა , ისინი სავაჭრო ცენტრებში ერთი თვით ადრე ემზადებიან , რათა სასურველი საჩუქარი იყიდონ.

ახალგაზრდები  ახალ წელს თავისებურად ხვდებიან  ჯერ ისმენენ პრემიერ მინისტრის საახალწლო მილოცვებს , სვამენ შამპანიურს და მთელი ღამე ერთობიან ბარებში და კლუბებში.   რათქმაუნდა  არსებობს ტრადიციული საახალწლო მაგიდაც  , პირველ დღეს იაპონელები ტრადიციულად არაფერს ამზადებენ , უბრალოდ ახალ წელს ისინი ზედმეტი შრომის და დაღლილობის გარეშე ხვდებიან , საახალწლო მაგიდას 1 იანვარს  ახალი წლის დადგომის შემდეგ შლიან ,  კერძი ბევრია , მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის Osechi / ოსეჩი სხვადასხვანაირად მომზადებული ნუგბარი და კერძები  ხის კოლოფებში.  არსებობს მრავალი ვარიანტის ოსეჩი : ზღვის პროდუქტების , ბოსტნეულის და მხოლოდ ტკბილეულობის ოსეჩი. ასევე ტრადიციული საახალწლო სუპი და სხვადასხვა კერძები.

2 იანვარს ტრადიციულად იაპონიის საიმპერატორი კარი ერთი დღით იღება იაპონელებისთვის , ყველა მსურველს შეეძლება დაინახოს იმპერატორი და მისი ოჯახის წევრები.

11 comments on “ახალი წელი იაპონიაში

  1. axal wels ra ubedurebaa zgvis produqtebi da bostneuli…isedac magas chamen :D :D dailocos sacivi da chveneburebi…. ara ise didi siamovnebit gavsinjavdi iaponur samzareulos kerdzebs…iaponia ert-erti chemi sayvareli qveyanaa…bolos da bolos BUCK-TICK-is qveyanaaa :) ;)

  2. ხო რაღაც მეც სხნანაირი ახალი წელი წარმომედგინა.

    იმდენად განსხვავებულები აქვთ ყველაფერი

  3. ოსეჩი რა საინტერესო რამეა : )) ადრე მხოლოდ მოხარშული ბოსტნეულისგან – ნიმონოსგან ამზადებდნენ, მაგრამ მერე გაამრავალფეროვნეს : )

  4. აი, სულ მაინტერესებდა, ეს რა ნაგებობაა გამოსახული ფეიერვერკებიან სურათზე. ეგებ მითხრა რაა :)

    • ამ ნაგებობას ქვია ტორი , იგივე კარიბჭე. უმეტესად რელიგიური დატვირთვა აქვს , ანუ თუ დაინახავ ამ ნაგებობას ე.ი მასში გავლით მივალთ რომელიმე შინტოისტურ ტაძართან. ტაძრები ყიველთვის ბუნებაში დგას , ამიტომ ამ კარიბჭით ვხვდებით მის მდებარეობას. ძალიან დიდი გრძნობაა მასში გავლა და ტაძრამდე ბილიკით ასვლა :)

      ამ სურათზე წყალში დგას ეს კარიბჭე არადა მის უკან არის ტაძარი :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s