ჩემი პირველი ანიმე

იაპონია იმითაც გამორჩეული ქვეყანაა , რომ საფუძველი ჩაუყარა ანიმაციის ისეთ მიმართულებას , როგორიცაა ანიმე. სხვა ქვეყნის ანიმაციებისგან განსხვავებით , რომელიც მხოლოდ ბავშვებზეა გათვლილი , ანიმეს უამრავი ჟანრი აქვს , რომელიც სხვადასხვა ასაკზეა გათვლილი. სხვა არცერთ ქვეყანას არ გააჩნია ანიმესავით გამორჩეული ხატვის სტილი , რომელიც აგერ უკვე საუკუნეს ითვლის.  ზოგს მოსწონს ანიმაციის ეს სტილი , ზოგს პირიქით. აი მე საშუალო პოზიციაზე ვარ , არც მომწონს და არც მეზიზღება. არის ზოგი ანიმე რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

პირველი ანიმე  ჩემთვის  რომელიც მაშინ არც ვიცოდი ანიმე თუ იყო , ალბათ თქვენც უყურებდით  90 – იან წლებში სერიალი  მფრინავი სახლი – 1982 / The Flying House , ცოტა უჩვეულო  ქრისტიანული ჟანრის ანიმე. ანიმაციის გმირები დროში მოგზაურობდნენ მფრინავი სახლით და ყოველთვის  სასურველ დროდ ირჩევდნენ ქრისტეს მოღვაწეობის პერიოდს , გმირები ჩაციკლულები იყვნენ ამ პერიოდზე , ხან უფროსის გარეშე გაიპარებოდნენ ,  ხან  პირიქით აქეთ ჩამოჰყავდათ რომელიმე ბიბლიური პერსონაჟი , შემდეგ როგორც მახსოვს შორიდან აკვირდებოდნენ იქ განვითარებულ მოვლენებს  და თუ საჭირო იყო  თავის კორექტივებსაც აკეთებდნენ.

კადრი ფილმიდან - The Flying House - 1982

საკამოდ კარგი ანიმაცია იყო , სახალისო გმირები. თუმცა ახლანდელი გადმოსახედიდან მართლა უჩვეულო იყო მსგავსი ჟანრის ანიმე.

შემდეგ იყო ფეხშიშველა გენი / Barefoot Gen – სამხედრო დრამა , ერთ-ერთი კლასიკური ანიმე, ძალიან მძიმე და სევდიანი ,  მორი მასაკის/Mori Masaki შემოქმედება.  ექვსი წლის გენის  ტრაგიკული ცხოვრება , ანიმეში აღწერილია რეალური მოვლენა – ჰიროშიმას ატომური დაბომბვა, რომელიც 6 აგვისტოს 1945 წელს მოხდა.

კადრი ფილმიდან - Barefoot Gen 1973

ანიმე ძალიან მძიმე საყურებელია , ამიტომ 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყურება არ არის რეკომენდირებული. ძალიან მძიმედ მახსოვს ახლაც ამ ფილმის ყურება , ვერ ვხვდები რატომ ვნახე ან ვინ მაყურებინა. ატომური ბომბის ჩამოგდების შედმეგ ადამიანების სიკვდილის სცენა ანიმაციაში  როგორი შემზარავი.

ამას მოჰყვა ლეგენდარული მფრინავი გემი მოჩვენება / Flying Phantom Ship – 1963  ფენზეტის ჟანრის ანიმე , რომელიც თითქმის ყველას ნანახი აქვს.

კადრი ფილმიდან - Flying Phantom Ship 1969

ფილმის შინაარსი საკმაოდ საინტერესო იმ პერიოდისთვის ,   ქალაქში სადაც ცხოვრობს პატარა Hayato თავს  დაესხნენ გიგანტური რობოტები. Hayato -ს  მშობლები დაიღუპნენ , გადარჩა მხოლოდ მისი ერთადერთ მეგობარი ძაღლი.  Hayato სურს როგორმე გაუმკლავდეს გიგანტ რობოტებს , ამისათვის ის დაუკავშირდება იდუმალ მფინავ გემის მფლობელს ბატონ Kuroshio – ს.  ანიმე რუსული ბაზრისთვის  რუსულ ენაზე ითარგმნა , გაიარა ცენზურა , ზოგი კადრი ამოიჭრა და იმ დროინდელ მთელ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში იქნა ნაჩვენები.

ამით ანიმესთან ჩემი პირველი შეხება მორჩა , შესაძლებელია კიდევ იყო რომელიმე ანიმე , მაგალითად ახლაც ძალიან კარგად მახსოვს ანიმე  თაგვზე დიდი მრგვალი ყურებით , კიდევ რობოტებზე Gundam – ის ჟანრის კეთილი და ბოროტი რობოტები თუმცა დეტალურად  ახლა არ მახსენდება , აგრეთვე გრენდაიზერი თუმცა , ეს ცოტა გვიან მახსოვს რომ იყო , თან არც ვუყურებდი ;)

7 comments on “ჩემი პირველი ანიმე

  1. Ghost in the Shell/Ghost in the Shell: Innocence <3 ეგეთი სერიოზული აზრი ფილმების უმრავლესობაშიც არაა ჩადებული.

  2. Flying Phantom Ship მახსოვს. ვაი ვაი რა კარგი პოსტია. გამახსენდა კარგი რამ

  3. mfrinavi saxlii! adre vuyurebdi amxsovs, ogond anime tu iyo, ar vicodi. Tu ar vcdebi misi chvenebis mere ragac misamartze unda gagegzavna cerili da mere biblias gamogigzavnidnen. xoda chem das gamougzavnes,ogond biblia ar iyo :/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s