
წარმოგიდგენთ იაპონურ მოკლემეტრაჟიან ანიმაციას “სახლი პატარა კუბიკებისგან / La Maison en Petits Cubes” რომელმაც 2009 წელს მოიპოვა ოსკარი.
ანიმაციის ხატვის სტილი მთლიანად განსხვავდება იაპონურ ეროვნულ ანიმაციისაგან. შინაარსი სევდიანი , ნოსტალგიური , დამაფიქრებელი.
მულტფილმის მთავარი გმირი მოხუცი კაცი ცხოვრობს წყლით დატბორილ ქალაქში , რადგან დროის გარკვეულ მანძილზე წყლის დონე იწევს , მოხუცი იძულებულია სახლს ერთი სართული დააშენოს. ერთხელაც ჯიბუხი ჩაუვარდება დატბორილ სართულში , მოხუციც ჩაყვინთავს …
თითოეული წყლით დაფარული სართული მას ახსენებს წარსულს , ოჯახს და ბედნიერ მოგონებებს. მოკლედ ჯერ ვისაც არ გაქვთ ეს შედევრი ნანახი აუცილებლად ნახეთ …
P.S თუმცა ფინალს სხვანაირად დავასრულებდი
მომეწონა! მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის არაა ცუდი. ავტორს ვეთანხმები იმაში, რომ დასასრული ცოტა სხვანაირი რომ ყოფილიყო აჯობებდა. რომ ვთქვა, რომ ძალიან კარგია და ტირილი დამაწყებინა ან რამე ამის მაგვარი, არა, ასეთი გადასარევი ნამდვილად არ არის. ოსკარის მომპოვებლისაგან ცოტა მეტს მოველოდი.