ცხრა თვე მიწისძვრიდან…

ალბათ ყველას აინტერესებს თუ რა მდგომარეობაა 11 მარტის მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში, მოგეხსენებათ 8 ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრის და შემდეგ ცუნამის 10 მეტრიანმა ტალღამ მთლიანად  დაანგრია და გადარეცხა ტოჰუკუს რეგიონი  . მიწისძვრამ უდიდესი ზარალი მიაყენა იაპონიას, მთლიანად პარალიზებული გახდა გზები, რკინიგზა,  კომუნიკაციის და წყლის გარეშე დარჩა მილიონობით ადამიანი. ოფიციალურად დაიღუპა 14,063 ადამიანი, 4 ათასამდე დაშავდა და ამდენივე უგზოუკვლოდ არის დაკარგული.

ენერგიის მრავალი გენერატორი გაითიშა, მათ შორის დადნა ორი ატომური სადგურის რეაქტორის აქტიური ზონა, რის გამოც მიახლოებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცუა განხორციელდა და გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. მიწისძვრის შედეგად, 24 საათში, აფეთქდა ფუკუშიმის ატომური სადგური,  მიუხედავად გარე შენობის დანგრევისა, რეაქტორის დამცველი სარკოფაგი არ დაზიანებულა.  ფუკუშიმას I და ფუკუშიმას II სადგურების 20 და 10 კილომეტრის რადიუსზე მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ამ დროისთვის არ არსებობს ზარალის ზუსტი შეფასება ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტო ”CNN”-მა ზარალის შეფასება 100 მილიარდამდე გაზარდა.  დღესდღეობით ქვეყანა ნელნელა დგება ჩვეულებრივი ცხოვრების კალაპოტში , თუმცა  სეისმური ბიძგები იაპონიაში დღემდე ფიქსირდება. წარმოგიდგენთ ფოტოებს 9 თვის უკან ჩრდილო-აღმოსავლეთით  დატეხილ ზედიზედ ორ სტიქიის შემდეგ იაპონიის:

2 comments on “ცხრა თვე მიწისძვრიდან…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s