ჩემი პირველი ანიმე


იაპონია იმითაც გამორჩეული ქვეყანაა , რომ საფუძველი ჩაუყარა ანიმაციის ისეთ მიმართულებას , როგორიცაა ანიმე. სხვა ქვეყნის ანიმაციებისგან განსხვავებით , რომელიც მხოლოდ ბავშვებზეა გათვლილი , ანიმეს უამრავი ჟანრი აქვს , რომელიც სხვადასხვა ასაკზეა გათვლილი. სხვა არცერთ ქვეყანას არ გააჩნია ანიმესავით გამორჩეული ხატვის სტილი , რომელიც აგერ უკვე საუკუნეს ითვლის.  ზოგს მოსწონს ანიმაციის ეს სტილი , ზოგს პირიქით. აი მე საშუალო პოზიციაზე ვარ , არც მომწონს და არც მეზიზღება. არის ზოგი ანიმე რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. Continue reading

ჰანამობა 2010


იაპონიაში გაზაფხულის დადგომასთან ერთად ალუბლის ხეების – საკურას ყვავილობასაც ზეიმობენ.  ეს ტრადიცია იაპონიაში ნარას ექოპიდან იღებს სათავეს  (710-784 წ.) თავიდან იაპონელები ქლიავის ხეების ყვავილობას აღნიშნავდნენ , თუმცა ჰეიანის ეპოქიდან საკურას მიმართ უფრო დიდი ინტერესი გაჩნდა.   საკურა იაპონელებს სილამაზის სიმბოლოდ მიაჩნიათ. საკურას ხეების ძირში იაპონელები მიირთმევენ საკეს , საუბრობენ სხვადასხვა თემებზე , წერენ ლექსებს და ატარებენ მხიარულად დროს. Continue reading

ჰაიაო მიაძაკი


თუ ანიმე არ გიყვართ ან უბრალოდ ვერ უდებთ გულს , ან  თვლით რომ თქვენი ასაკისთვის შეუფერებელია , ან არ გხიბლავთ ანიმეს დიდი თვალები და მარტივი ანიმაცია  , მაინც  თვალი შეავლეთ მიაძაკის შედევრებს. შესაძლოა თქვენ სხვა სამყარო აღმოაჩინოთ იაპონურ ანიმაციაში. მისი ანიმე  იმდენად ღრმაა , იმდენად მრავლისმთქმელი , იმდენად შინაარსიანი , რომ არარსებობს მისი მნახველი უემოციოდ დარჩეს. აბსოლიტურად მისმა  ყველა ნამუშევარმა წარმატება მოუტანა შემქმნელს იაპონიაში და მთელ მსოფლიოში , ხოლო 2002 წელს უმაღლესი კინო აკადემიიის ჯილდო – ოსკარიც  დაიმსახურა. Continue reading

იაპონური ზღაპრები


წარმოგიდგენთ იაპონურ ზღაპრებს რომელიც გამოცემულია 1978 წელს  , არის ქართულ ენაზე და კითხულობენ ქართული თეატრის მსახიობები. ამისათვის მადლობას ვუხდით : ERMONIA - ს , რომელმაც გადააციფრულა ეს განძეული. Continue reading

Hello Kitty


ეს  პერსონაჟი ცნობილია იაპონიაში და მთელ მსოფლიოში , მიკი მაუსის შემდეგ ყველაზე პოპლუარული ანიმაციური გმირი , იაპონიის პოპ კულტურის ნამდვილი სიმბოლო , დღეს უკვე ჩამოყალიბებული ბრენდი რომელიც დაბადებიდან   35 წელს ითვლის. თეთრი პატარა კნუტი – Hello Kitty ,  რომელიც ნამდვილად წარმატებული პროექტი აღმოჩნდა იაპონიისთვის. Continue reading

ჰარუკი მურაკამი


ჰარუკი მურაკამი

მისი წიგნები გამოსვლიდან რამოდენიმე თვეში ხდებიან ბესტსელები , მათ არ აჩერებენ მაღაზიის დახლებზე , მათ ყიდულობენ  და  ჩუქნიან საყვარელ ადამიანებს , არარსებობს ადამიანი რომელსაც არ წაეკითხოს მისი თუნდაც რომელიმე ნაწარმოები , მისი პროზა უთანაბრდება მუსიკას  და ფოტოკოლაჟს  იაპონური ბუნების , ამ ნაწარმოების კითხვით აჟიტირებული  მკითხველიც კი   ვერ გადმოგცემთ თუ რას გრძნობს და რა იზიდავ მას ამ მწერლის შემოქმედებასთან.   მისი სახელი ცნობილია მთელ მსოფლიოში.  ეს არის ცნობილი იაპონელი  მწერალი და ნოველისტი  – ჰარუკი მურაკამი.  Continue reading

ჰანამი


ჰანამი _იაპონური დღესასწაული, სადაც აღნიშნავენ იაპონური ალუბლის – საკურას ყვავილობას. Continue reading