
იაპონიაში ტურისტული ვიზიტისთვის საუკეთესო პერიოდად ითვლება იაპონური ალუბლის საკურას ყვავილობის სეზონი (ჰანამი - იაპ: ყვავილით ტკბობა) , სადაც მარტიდან დაწყებული დამთავრებული აპრილის ბოლომდე ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე ყვავილობას იწყებს ალუბლის ხეები , ეს დღე იაპონიაში უკვე დღესასწაულამდე არის აყვანილი. საკურას ყვავილობა დაახლოებით 7 დღემდე გრძელდება , ამ ხნის განმავლობაში იაპონელები მის ძირში ატარებენ მთელ დღეს , სვამენ საკეს და ტკბებიან ულამაზესი და სურნელოვანი ალუბლის ყვავილობით.

