საიმპერატორო კარი


საიმპერატორო კარი

იაპონიაში მსოფლიოში უძველესი მონარქიული მმართველობაა. იაპონიიის ამაჟმინდელი იმპერატორია აკიჰიტო. აკიჰიტო იაპონიის 125-ე იმპერატორია, დაიბადა 1933 წლის 23 დეკემბერს, საიმპერატორო სასახლეში, ტოკიოში. მისი სახელწოდებაა ცუგო-ნო-მია (პრინცი ცუგო). პრინცი ცუგო ფორმალურად აღიარებული იქნა როგორც გვირგვინოსანი პრინცი 1951 წლის 10 ნოემბერს. იმპერატორი შოვას გარდაცვალების შემდეგ, 1989 წლის 7 იანვარს ოფიციალურად დაიკავა საიმპერატორო ტახტი. ცერემონიალი ჩატარდა ტოკიოში 1990 წლის 12 ნოემბერს.

იმპერატორის ცოლი არის მიჩიკო. მიჩიკო შოდას ოჯახიდანაა, ის დაიბადა 1934 წლის 20 ოქტომბერს ტოკიოში. იგი დაინიშნა გვირგინოსან პრინცზე 1958 წელს, გვირგვინოსანი პრინცესა გახდა ქორწინების დღეს, 1959 წელის 10 აპრილს. პრინცი და პრინცესა პირველები იყვნენ, ვინც დაარღვიეს საუკუნეების მანძილზე არსებული საიმპერატორო ტრადიცია და მათ თავად აღზარდეს თავიანთი შვილები, იმის ნაცვლად რომ მიებარებინათ მათი აღზრდა საიმპერატორო მსახურთათვის. მიჩიკოს და აკიჰიტოს ჰყავთ სამი შვეილი: გვირგვინოსანი პრინცი ჰირო, პრინცი აკიშინო და პრინცესა ნორი.

პრინცი ნარუჰიტო და პრინცესა მასაკო

პრინცი ნარუჰიტო უფროსი ვაჟია. დაიბადა 1960 წლის 23 თებერვალს. მისი ტიტულია პრინცი ჰირო. მან მიიღო გვირგვინოსანი პრინცის ტიტული 1989 წლის თებერვალში, საიმპერატორო სასახლეში, ტოკიოში. პრინცმა შეირთო პრინცესა ოვადა მასაკო 1993 წლის 9 ივნისს. პრინცესა მასაკო, დაიბადა 1963 წლის 9 დეკემბერს, ის ელჩი ოვადა ჰიშაშის და ოვადა იომიკოს ქალიშვილია.

საქართველოს პრეზიდენტი სტუმრად იაპონიის იმპერატორ -აკი ჰიტოსთან

Advertisements

One comment on “საიმპერატორო კარი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s