ტოკიო – აღმოსავლეთის დედაქალაქი


ტოკიო (იაპ:‘ 東京, Tōkyō, “აღმოსავლეთის დედაქალაქი”) — იაპონიის 47 პრეფექტურიდან ერთ-ერთია და მოიცავს მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს, რომელსაც ადრე ქალაქ ტოკიოს უწოდებდნენ, და რომელიც ასევე დიდი ტოკიოს აგლომერაციის შუაგულს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ტოკიო ქალაქი არაა, მას იაპონიის დედაქალაქად თვლიან და ის წარმოადგენს ამ ქვეყნის მთავრობისა და იმპერატორის სამყოფელს. ტოკიოში დაახლოებით 12 მილიონი ადამიანი, ქვეყნის მოსახლეობის 10%, ცხოვრობს.

ტოკიო მდებარეობს კუნძულ ჰონსიუს  კანტოს რეგიონში. ცენტრის კოორდინატებია 35°41’N, 139°46’E (35.68333, 139.7667), თუმცა მისი საზღვრები იჭიმება წყნარი ოკეანის ახლომდებარე კუნძულებზე, რომელთაგან ზოგიერთი ძირითადი მიწიდან 1000 კმ-ითაა დაშორებული.

როგორც ერის პოლიტიკურ, სამეწარმეო, საფინანსო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და პოპ-კულტურის ცენტრს, ტოკიოს იაპონიაში კორპორაციათა შტაბ-ბინების, ფინანსური ინსტიტუტების, უნივერსიტეტების, კოლეჯების, მუზეუმების, თეატრების, სავაჭრო და გასართობი დაწესებულებების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აქვს.

ტოკიოს ზოგადად მსოფლიოს ოთხ ყველაზე გავლენიან  (ლონდონის , ნიუ იორკისა და პარიზის გვერდით) შორის მოიხსენიებენ.

Advertisements

7 comments on “ტოკიო – აღმოსავლეთის დედაქალაქი

  1. მოიცადე ცოტა ხანი , იანვარში იხსნება საელჩო და მიმოსვლა გაიოლდება. მეც მინდა წასვლა და წავალ აუცილებლად , მანდ უნდა მოვნახო ჩემი ნირვანა ….

  2. rac yvelaze dzalian ar miyvars iaponiashi, es tokioa, mand cxovreba mters, mara didi siamovnebit shemovirbendi tokios quchebs magarDziriani baTinkebuT 😀 da kidev bevr bevr kundzulebs. martla wasvlas mec vapireb samogzaurod da prasveti chitavs? viza rame, ramdeni jdeba 1 kvirit? icis vinmem? aqedanve ro daviwyo groveba 😀

  3. sapporo, sendai, osaka, kyoto, otaru, fukuoka, tokyo, nagasaki,

    am qalaqebidan gansakutrebit , sapporo, da sendai mometsona, Tokyo megapolisia mainc da aranormaluri cxovrebis ritmit cxovroben.

    mikvars es qvekana , xalxit, kulturit, tradiciebit :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s