ჰარაკირი


ჰარაკირი

იაპონიაში რიტუალურ თვითმკვლელობას მუცლის გაფატვრას – ჰარაკირი ეწოდება. ”ჰარა” სიტყვასიტყვით ნიშნავს მუცელს, გადატანითი მნიშვენლობით კი აღნიშნავს სულს, გონებას, ხასიათს, მიზანს, დაფარულ აზრებს – ყოველივე იმას რაც დასავლეთში უკავშირდება ”გულს”.

იგი განმტკიცდა ჰეიანის ეპოქაში (VII – XII სს) თავიდან მას მხოლოდ სამურაები ახორციელებდნენ. სიტყვა ჰარაკირის უცხოელები ირონიის ელფერით ხმარობენ, თვითონ იაპონელები კი უფრო სიტყვებს – ”სეპუკუს” და ”კაპუკუს” იყენებენ.  სეპუკუ პირდაპირ აღნიშნავს მუცლის გაფატვრას. თუ სეპუკუ ინიშნებოდა , როგორც სასჯელი, მაშინ ამბობდნენ, რომ დამნაშავემ შეიგნო დანაშაული. ეს გამოიხატება სიტყვებით ”ცუდად მოვიქეცი, მრცხვენია სინდისის წინაშე და საკუტარი ხელით ვისჯი თავს”. ხანდახან უდანაშაულო ადამიანიც აკეთებდა სეპუკუს, რაც ნიშნავდა: ”უდანაშაულო ვარ, მაგრამ მინდა გიჩვენოთ ჩემი სული, რათა თვითონ განმსაჯოთ”. მუცლით გაფატვრით გამოწვეული ტკივილი მეტად ძნელი ასატანია; სამურაის თვალში ბრძოლაში დაცემა და ჰარაკირით სიკვდილი ერთნაირი გმირობა იყო.

ჰარაკირის პროცედურა მდიდრულად ტარდებოდა. ბატონის ეზოში, მზის ჩასვლის შემდეგ. აქტის ადგილზე ყრიდნენ ხრეშს, ზემოდან ჭილოფს , მასზე თეთრ ტილოს აფარებდნენ და  თხელ კიმონოში ჩაცმული მსჯავრდებული მასზე ჯდებოდა იაპონურ პოზაში. თვითონ ჰარაკირის აქტი სხვადასხვა ხერხებით ხორციელდებოდა. აი ერთი მათგანი: ხანჯალს მარჯვენა ხელით იღებდნენ,  ირჭობდნენ მარცხენა ფერდში და ჰორიზონტალურად ატარებდნენ ჭიპის ქვემოთ მარჯვენა ფერდამდე; შემდეგ ვერტიკალურად დაისვამდნენ ჰორიზონტალურ კვეთამდე; თუ არ კვდებოდნენ, მაშინ ხანჯალს ყელში დაისვამდნენ.

ჰარაკირი , როგორც თვითმკვლელობის აქტი, დროთა განმავლობაში გადაშენდა იაპონიაში, მაგრამ ამ სისხლიანი პროცედურის სულიერმა საფუძველმა ერის ფსიქოლოგიაში ღრმა კვალი დატოვა.

Advertisements

12 comments on “ჰარაკირი

  1. და მერე ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი 🙂
    ასეთი ფსიქოლოგიული მზადყოფნა სიკვდილისათვის საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, და მით უფრო საკუთარი დანაშაულის გამოსასყიდად… მდაა

  2. ise amis win vuyure dokumentur films samuraebze da ertma samuraim harakiri chaitara ukanasknelad miigo sake da gaiyara xmali ise ro erti xma ar amougia ar amoukvnesia da tavi chaxara da mokvda. es dzalian magari ragacaa

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s