რიუნოსკე აკუტაგავა _ Short Life, Short Story


მე-20 საუკუნის დიდი იაპონელი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, იაპონელი მწერლებიდან ის პირველი იყო ვინც გაილაშქრა ლიტერატურაში წმინდა ნატურალიზმის წინააღმდეგ, მან ლიტერატურა გაუთანაბრა ნამდვილ ხელოვნებას

რიუნოსკე აკუტაგავა დაიბადა 1892 წლის 1 მარტს. მისი მამა რძის გამყიდველი იყო. რიუნოსკე დაიბადა მაშინ როცა მამამისი 42 წლისა იყო ხოლო დედა კი – 33. ძველი იაპონური ცრურწმენის მიხედვით (თუ დედმამა 30 წელსაა გადაშორებული და მათ ბავშვი გაუჩნდა, ეს ცუდის ნიშანია), მშობლებმა გადაწყვიტეს ბავშვი  გასაზრდელად უფროს დეიდასთან გაეგზავნათ რომელსაც ოჯახი კი ჰქონდა მაგრამ შვილები არა .

1910 წელს მან დაამთავრა ტოკიოს მუნიციპალური საშუალო სკოლა, იყო ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეთაგანი. იმავე წელს, ინგლისური ენისა და ლიტერატურის შესწავლის მიზნით ჩააბარა პირველ კოლეჯში, ლიტერატურულ განყოფილებაზე.

1913 წელს აკუტაგავამ დაამთავრა კოლეჯი და ჩააბარა ტოკიოს საიმპერატორო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან ფაკულტეტზე. სალექციო პროცესმა იმედები გაუტეხა ახალგაზრდა ლიტერატორს, ლექციები უინტერესო გამოდგა, და მან თავი დაანება უნივერსიტეტში სწავლას. მისი ძირითადი საქმიანობა გახდა ჟურნალ ”სინსიტე”-ს გამოცემა. ჟურნალი აკრიტიკებდა ნატურალიზმს და წარმოადგენდა ახალგაზრდა ნეორეალისტების თავშეყრის ადგილს, რომელსაც განეკუთნებოდა აკუტაგავა და მისი მეგობარი მწერლები.

რიუნისკე აკუტაგავას მწერლობის დასაწყისი განეკუთვნება 1915 წლებს როცა მან დაწერა ნაწარმოებები ”რასიმონის კარიბჭე”, ”ცხვირი”. ბევრი კრიტიკოსი თვლის რომ, ამ პერიოდში იგი იმყოფებოდა სულიერი დეპრესიაში სასიყვარულო ისტორიის გამო, რომელიც ტრაგიკულად დამთავრდა.

უნივერსიტეტის დმთავრების შემდეგ, 1916 წლის დეკემბერში, აკუტაგავა დაინიშნა სამხედრო-საზღვაო სკოლის ინგლისურის მასწავლებლად. ამ პერიოდის შესახებ მან დაწერა საკუთარ ნოველებში, მასწავლებელ იასუკიტიზე, რომელიც პატიოსანი ადამიანია, მაგრამ ხშირად ხვდება სხვადასხვა სასაცილო ისტორიაში.

მომავალ მეუღლეს წერდა, რომ უკვე ჭირივით ეზარება მასწავლებლობა:” დავინახავ თუ არა ჩემი მოსწავლეების სახეებს, იმწუთშივე ნაღველი შემომაწვება გულზე, მაგრამ მომენტალურად ვცოცხლდები, როცა ჩემს წინაა სუფთა ფურცელი, წიგნი და კარგი თუთუნი”. მიუხედავად ამისა, ეს პერიოდი მისი ხანმოკლე ცხოვრებიდან ყველაზე ნაყოფიერი გამოდგა – ცხრა თვის განმავლობაში მან დაწერა 20 მეტი ნოველა, ესსე და სტატია. ამავე დროს მეგობრების დახმარებით ცდილობს მოიპოვოს ლექტორის ადგილი კეიოს უნივერსიტეტში, მაგრამ მოლაპარაკებები დიდი ხნით გაგრძელდა და აკუტაგავა მუშაობას იწყებს გაზეთ ”ოსაკა მაინიტი სიმბუნ”-ში თანამშრომლად.

აკუტაგავას უმეტესობა ნაშრომებისა აღწერს იაპონიის წარსულს, საკუთარ მისწრაფებას ისტორიასთან იგი ასე ხსნიდა: ”თანამედროვე და წარსულის ადამიანთა სულებს შორის ძალიან დიდი მსგავსებაა”. ამიტომ იგი წარსულში ეძებდა თანამედროვე ადამიანთა მოქმედებების ანალოგებსა და ამ მოქმედებების ფსიქოლოგიურ ახსნას.

რიუნოსკეს ნაწარმოებები შეიძლება დავყოთ სამ ისტორიულ ნაწილად მე-12 საუკუნე, როდესაც იაპონიის ძველი დედაქალაქი კიოტო განიცდიდა სხვადასხვა უბედურებასაა და დაცემას; მე-16 საუკუნე – ქრისტიანობის გავრცელება იაპონიაში და მე-19 დასაწყისი, მეიდზის ეპოქა.

აკუტაგავას ისევე როგორც დიდ იაპონელ მწერალს ნაცუმე სოსეკის საკუთარი შეხედულებები ჰქონდა ეგოიზმზე, როგორც პრობლემაზე. ორივე ლიტარატორი ამ პრობლემას განიხილავდნენ არა პიროვნულ, არამედ საზოგადოებრივ ნაკლად. აკუტაგავას ეკუთვნით გამოთქმა ”იაპონიის სახელმწიფო ეგოიზმი”.

მისი მოღვაწეობის ბოლო ეპოქაში, 1921-1927, აკუტაგავა მკაცრად ილაშქრებს მილიტარიზმისა და კაპიტალიზმისაკენ წასული იაპონიის მთავრობის წინააღმდეგ. აკუტაგავამ საკუთარ ნაწარმოებეში მკაფიოდ აჩვენა 20-იანი წლების ფაშისტური იაპონიის სახე.

აკუტაგავამ თავი მოიკლა 1927 წლის 24 ივლისს, მიიღო რა ვერონალის სასიკვდილო დოზა. მისმა თვითმკვლელობამ  შოკში ჩააგდო მეგობრები და ნაცნობები, მაგრამ მოულოდნელი ეს ამბავი მათთვის არ იყო. 1927 წელს მან გამოაქვეყნა მოთხრობა ”მირაჟი”, რომელშიც ნათლად ჩანს თვითმკვლელობის სურვილი, ამ და სხვა ნაწარმოებებში თვითმკვლელობა ხდება ვერონალის სასიკვდილე დოზით, ასეთი ნაწარმოებები 1927 წელს განეკუთვნება.

სიკვდილამდე სამი დღით ადრე მან წერილი გაუგზავნა საკუთარ მეგობარს, სადაც სამუდამო დაემშვიდობა მას.

იგი 35 წლის იყო…

P.S 1935 წელს მისი მეგობრის, მწერალ კიკუტი კანოს მიერ დაწესებული იქნა აკუტაგავა რიუნოსკეს სახელობის პრემია, რომელსაც წელიწადში ერთხელ გადასცემენ იაპონიის საუკეთესო ახალგაზრდა ლიტერატორებს.

P.S აკუტაგავას ნაწარმოებებს პირველი ადგილი უკავია ლიტერატურულ თარგმანთა შორის, რომლებიც უცხო ენაზე ითარგმნა.

http://www.radio1.ge/AF.aspx?ID=556

ილია მხეიძე – აკუტაგავა (აუდიო არქივი)

Advertisements

15 comments on “რიუნოსკე აკუტაგავა _ Short Life, Short Story

  1. რა საინტერსესო ბლოგი გაქვს, პირველად ვარ აქ და ეჭვი მაქვს კიდე შემოვალ ხშირად 🙂 აკუტაგავაზე ის მინდა ვთქვა, რო “უსიერ ტყეში” ყველა დროის საუკეთესო პასუხგაუცემელ გამოცანად შევრაცხე 🙂

  2. აკუტაგავა ჩემი სამაგიდო წიგნია და საერთოდ იაპონური მწერლობა და მხატვრობა თავისი განუმეორებელი სისადავით და სიღრმით

  3. გამოხმაურება: 10 Commandments « leningrad cowboys go america

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s