სამურაი


სამურაი – იაპონიის ინდუსტრიამდელ პერიოდში წარჩინებულ სამხედროთა  აღმნიშვნელი ტერმინი იყო. სამურაი იაპონურად ნიშნავს “სამსახურს”. ისტორიიდან ცნობილია , რომ სამურაები გაჩნდნენ როგორც ადგილობრივ ფეოდალთა შეიარაღებული რაზმები. ისინი მოდიოდნენ გლეხობიდან და მოსამსახურეთაგან. თავიდან საკმაოდ გაუთლელი ხალხი იყო, მათ მხოლოდ ბატონისადმი ბრმა მორჩილება და ბრძოლაში სიმამაცე მოეთხოვებოდათ. მაგრამ დროთა განმავლობაში , როდესაც საომარი საქმე პროფესიად გადაიქცა, ეს აღარ აღმოჩნდა საკმარისი. ისინი სამსახურეობრივ კიბეზე დაწინაურებას მოითხოვდნენ , შეისწავლეს ჩინური ენა და დამწერლობა, მათი ყურადღება მიიქცია ბუდიზმის ისეთ განშტეობა როგორიც არის –  ძენი.  სწორედ ძენის მეშვეობით სამურაებმა ჩამოაყალიბეს მათი ქცევის კოდექსი – ბუშიდო (იაპ: მეომრის გზა). ბოშიდომ დიდი გავლენა მოახდინა სამურაების ხასიათში და მათ ქცევაზე. ბუშიდოს მიხედვით სამურაის მოვალეობ იყო :ბატონისადმი ერთგულება , ღირსების შენარჩუნება , პატიოსნება , სიმამაცე და ა.შ. ბუშიდოს მიხედვით სამურაი ფიცს არ დებდა – ეს მისთვის ღირსების შელახვად ითვლებოდა. არ უნდა გამოემჟღავნებინა შინაგანი განცდები , რაც არ უნდა მოუვიდეს სიკვდილთან გულგრილობის გრძნობა. ბუშიდოს კანონები თავმოყრილია წიგნში ”ჰაკაგურე” რომელიც 11 ნაწილად იყოფა. სამურაის პიროვნება იაპონიაში მიმბაძველობის მაგალითი იყო , რიგით იაპონელში. აღსანიშნავია , რომ სამურაები თავიანთ მემკვიდრეს ბავშვობიდან ზრდიდნენ მეომრად.  ასწავლიდნენ საბრძოლო ხელოვნებას და ბუშიდოს წესებს.

მე-19 საუკუნეში იაპონია უახლოვდებოდა დასავლეთის ცივილიზირებულ სამყაროს და გარკვეულწილად ინერგებოდა პროგრესულ -რეფორმისტიული აზრი. ქვეყანა თავისთავად ორ უკიდურესობაში მოჰყვა დასავლური გავლენა უდიდესი იყო , შედეგმაც არ დააყოვნა და იაპონიაში გატარდა –  მეიჯის რეფორმები.  რაც ცუდი გავლენა მოახდიან სამურაების მდგომარეობაზე.  მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ პოულობდა თავის ადგილს შექმნილ საზოგადოებრივ წყობაში , მათი მთავარი მიზანი გახდა ნებისმიერი საშუალებით დაიბრუნონ ისტორიული წარსულის პრივილიგირებული მდგომარეობა. მე-19 საუკუნის 70 -იან წლებში დაიწყო სამურაების ანტისამთავრობო გამოსვლები, რომლებიც კატეგორიულად მოითხოვდნენ , რეფორმების გაუქმებას და მათი ძველი მდგომარეობის აღდგენას სახელმწიფოში. მთავარი მიზეზი სამურაების უკმაყოფილების აღმოჩნდა სამხედრო რეფორმა – საყოველთაო სამხედრო მოვალეობის შემოღების შესახებ , რომელმაც აუკრძალა სამურაებს მონოპოლია იარაღის ტარებაზე და მათი ისტორიული პრივილიგირებული ყოფნა საზოგადოებაში. სამურაების უკმაყოფილება გამოიწვია ასევე მთავრობის მიერ შემოღებულმა რამდენიმე წლის ერთდროულმა პენსიამ. ოფიციალურად ეს ითვალისწინებდა სამურაებისთვის ფინანსურ დახმარებას , რათა მათ შეძლებოდათ მეწარმეობის ან სავაჭრო -საბანკო საქმის წამოწყება. თუმცა სამურაების ძირითადი ნაწილს იმის გამო , რომ ტრადიციების თანახმად მხოლოდ სამხედრო საქმით იყვნენ დაკავებულნი არ გააჩნდათ არც უნარი და არც ცოდნა, რომ დაეწყოთ შრომითი საქმიანობა. ყოველივე ამის გამო 1877 წელს დაიწყო შეიარაღებული ამბოხი  ცნობილი როგორც – შაცუმოს ომი (იხილეთ კ/ფ ”უკანასკნელი სამურაი) სამურაებსა და იაპონიის მთავრობას შორის ომი რამდენიმე თვეს გაგრძელდა , რადგან სამთავრობო ჯარი შეიარაღებული იყო დასავლური თანამედროვე იარაღით და გაწვრთნილი იყო უცხოელი ოფიცრების მიერ , სამურაების ჯარი დამარცხდა. მთავრობისთვის სამურაების დამარცხება გახდა მაგალითი იმისა , რომ სახელმწიფო ვითარდება სწორი ტემპით და საჭიროა აღებული რეფორმების გაღრმავება.

Advertisements

14 comments on “სამურაი

  1. ძალიან საინტერესო ბლოგია… მაინტერესებს ეს ინფორმაცია ნატარგმნია რომელიმე კონკრეტული წიგნიდან..თუ მოპოვებულია სხვა და სხვა წაყაროებიდან???…..

    • სტატია დავწერე ჩემით ანუ ლექციებიდან მოსმენილ და დაწერილი მასალით ასევე გამოყენებულია ნანა გელაშილის წიგნი – “იაპონიის კულტურა” 🙂

  2. icit ra mainteresebs ai ukanasknel samurais ro vuyure erti momentia iq ro girsebis simboloa tmaze kikina tu rac qvia kosa kacumotos shvils ro qonda da ro moachres da ramainteresebs eg martla egre iyo istoriulad tmas ase didi mnishvneloba qonda?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s