სუში


ძალიან ბევრისათვის ამომავალი მზის ქვეყანა სუშისა და საკესთან ასოცირდება, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ტრადიციული იაპონური სამზარეულო მათ გარეშე წარმოუდგენელია. სუშის სულ რაღაც 100 წლის ისტორია აქვს. მის სამშობლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია ითვლება. იაპონელებმა კი ამ კერძის მომზადების მეთოდი თევზის დიდი ხნით შენახვის მიზნით გადმიიღეს. გასუფთავებულ უმ თევზს ფენა-ფენა მარილს აყრიდნენ და დაწნეხის მიზნით ზემოდან მძიმე ქვას ადებდნენ. რამოდენიმე კვირის შემდეგ თევზს ქვას მოაშორებდნენ და ჩვეულებრივ ხუფს ახურავდნენ. რამდენიმე თვეში თევზი მზად ითვლებოდა.   იაპონიაში სუში ბუტერბროდის როლში გამოდის. სუში არის მადჟავებული ბრინჯის გუნდა უმი თევზის ნაჭრით. ბრინჯს ურევენ სპეცილაურად მომზადებულ ბოსტნეულს და ხანდახან ახვევენ ზღვის წყალმცენარის ფოთოლში.   ტოკიოში კიდევ შემორჩა რესტორნები, სადაც გურმანებს ძველი მეთოდით მადზადებული სუშით უმასპინძლდებიან. მე-19 საუკუნის ბოლოს, პროგრესულად მოაზროვნე შეფმზარეულს, სახელად იოჰეის თვეების განმავლობაში შენახული თევზის მკვეთრი სუნი მობეზრდა და კლიენტებს უმი თევზი შესთავაზა. ასე რომ მყრალი თევზის ალტერნატივა მალე გახდა პოპულარული.
სუში ყველა დღესასწაულის, იუბილესა და დაბადების დღის აუცილებელი კერძია. ყველაზე პოპულარული ნიგირი სუშია – ბრინჯის მომრგვალებულ ბურთულებს ზემოდან უმი თევზისა და ვასაბის (იაპონური მცენარე, რომელსაც იყენებენ სანელებლად) პატარა ნაჭერს ადებენ. ეს მეთოდი სუშის მომზადების ყველაზე იოლი გზაა და ამავე დროს ძალიან გემრიელია.

Advertisements

21 comments on “სუში

  1. არ გამისინჯავს, მაგრამ მგონია რომ ძალიან მომეწონე,ა მიუხედავად იმისა რომ თევზი არ მიყვარს. ყველაფერი იაპონური ჩემთვის იდეალურია და რაღა სუში იქნება გამონაკლისი 🙂

  2. მე გასინჯულლი მაქვს ვასაბი და ანალოგიური გემო აქვს როგორც მდოგვს.
    უბრალოდ ფერი მწვანე აქვს.

    სუშის გაკეთება კი სახელდახელოდ შეიძლება რომ გაკეთდეს სახლის პირობებშიც …

  3. nodariko ვასაბს მდოგვს მხოლოს ის თუ შეადარებს ვისაც ენაზე გემოს რეცეპტორები არ აქვს. არ გეწყინოს ოღონდ. სად ვასაბი და სად მდოგვი.

  4. ყველა იაპონური კერძი მიყვარს სუშის თამადობით, მაგრამ ჯოხებთან ვერ ვმეგობრობ:))

  5. ჩვენთან ვარგა? იაპონიის ელჩს ვუთხარი წასვლამდე, აქ გავსინჯავ-მეთქი და არაო, იქ ჭამე არ გირჩევო :)) ნუ ეს ახალი მერე გაიხსნა და კარგია?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s