იაპონური კინემატოგრაფია


კინო

კინო როგორც ხელოვნების ერთ – ერთი სახეობა იაპონიაში და მთელ ევროპაში თითქმის ერთ პერიოდში გაჩნდა , მე -19 საუკუნის ბოლოს. ”მოძრავ ფოტოების” ხელოვნებას იაპონელები პირველად 1886 გაეცნენ და 1899 წელს კი უკვე გადაღებული ქონდათ პირველი ფილმი.  1903 წელს ტოკიოში გაიხსნა პირველი კინოთეატრი , ხოლო 1908-წელს პრველი კინოსტუდია. იაპონური კინოს განვითარება დაიწყო ორ მიმართულებით: გენდაიგეკი / Gendaigeki – ფილმები თანამედროვეობაზე და ჯიდაიგეკი / Jidaigeki –

Tokuko Takagi

Tokuko Takagi

ისტორიული და ფოლკლორული ფილმები. თავდაპირველად იაპონელები კინოს აიგივებდნენ თეატრთან (კაბუკი). როგორც თეატრში , კინოშიც ქალის როლებს მამაკაცები ასრულებდნენ , თამაშის მანერაც , დეკორაციებიც , ჩაცმულობაც თეატრალური იყო. სანამ ხმოვან კინოს გაეცნობოდნენ არსებობდა ცოცხალი გახმოვანება , ეკრანის გვერდით ისხდნენ კაბუკის მსახიობები და დეტალურად ასახავდნენ მომხდარს ხმით. რეჟისორი მაკინო შოდზო / Shozo Makino (1878–1929) ერთ -ერთი პირველი წარმომადგენელი  იაპონური კინოს. მან კატეგორიულად დაიწყო თეატრალური ელემენტების ამოღება კინოდან , დაიწყო თანამშრომლობა იმდროინდელ ნოველისტ მწერლებთან რათა გაეკეთებინა ეკრანიზაცია ნოველების , აგრეთევ მან გადაიღო უძველესი იაპონური ნაწარმოების – კოდანი – ს ეკრანიზაცია . მისი პირველი ფილმი იყო – Bake Jizo / Jizo the Spook / ჯიზოს მოჩვენება და Shinin no sosei / Resurrection of a Corpse / მკვდრის აღდგომა (გაცოცხლება), ხოლო პირველი დოკუმენტარული ფილმი The short Geisha no teodori გადაღებულია 1899 წლის ივნისში. მანვე აღმოაჩინა იაპონური კინემატოგრაფიის პირველი მსახიობი

Matsunosuke Onoe

Matsunosuke Onoe

ვარსკვლავი მაცუნოსუკე ონოე/Matsunosuke Onoe (1875 – 1926 ) რომელიც გადაღებული იყო 1000 მდე ფილმში. ხოლო პირველი ქალი მსახიობი , რომელიც გამოჩნდა იაპონურ კინოში იყო პროფესიონალი ბალერინა/მსახიობი ტოკუკო ნაგაი ტაკაგი / Tokuko Takagi . 1912 წელს იაპონიის ყველა წვრილი კინოკომპანია გაერთიანდა ერთი – ნიკაცუ / Nikkatsu Kyoto – ს კომპანიის ირგვლივ . ახალგაზრდა , ენერგიული , ამბიციებით სავსე რეჟისორები მთელი მონდომებით იღებდნენ ფილმებს , ისინი იწვევდნენ მსახიობებს , თვითონვე ასწავლიდნენ სამსახიობო მანერებს , დიალოგს. კინო მათი ცხოვრების სარკე გახდა. ადრეული იაპონიის კინოს ცნობილი რეჟისორები იყვნენ: G.Kotani , kiohiko Usihara ,K. Shimadzu , D. Itto. 1923 წლის ტოკიოს მიწისძვრამ დროებით შეაჩერა კინო წარმოება ტოკიოში და ფილმების გადაღების ცენტრმა გადაინაცვლა კიოტოში სადაც განვითარდა ყველასათვის საყვარელი ჟანრები – ჯიდაიგეკი და კენგეკი . ამ ჟანრებში თავი იჩინეს ნიჭიერმა მსახიობებმა როგორებიცაა : Tsumasaburo Bando , Ryunosuke Tsukigata და სხვები. «ნიკაცუ» – აგრძელებდა თავის აღებულ ხაზს და ქმნიდა სურათებს უბრალო იაპონელების შესახებ , მათ კეთილდრეობაზე და წესჩვევებზე. სტუდიებში იღებდნენ კომედიურ ფილმებს რომლებსაც ქმნიდნენ ახლაგაზრდა რეჟისორები. ნაყოფიერი და დატვირთული აღმოჩნდა იაპონიისათვის 30 – იანი წლები , ამ დროისთვის ეკრანზე საბოლოოდ დამკვიდრდა გახმოვანება , ჩამოყალიბდა ჰოლივუდის მსგავსად პროდუსერებისა და რეჟისორების სისტემა. 1937 წელს შეიქმნა კინოკომპანია ”ტოჰო / Toho” რომელიც ძირითადად მუშაობდა მუსიკალურ და კომედიურ ჟანრში. განსაკუთრებით გამოიკვეთა ნიჭიერ რეჟისორების Koji Yamamoto და Takao Saitô – ს წვლილი ამ ჟანრში.

Kenji Mizoguchi

Kenji Mizoguchi

30 -იანი წლები იაპონიის კინომატოგრაფიისათვის მეტად მძიმე აღმოჩნდა საერთო მილიტარისტული განწყობის გამო. მიუხედავად ამისა მნიშვნელოვან მოვლენად ჩაითვლებარეჟისორ Kenji Mizoguchi(1898-1956)- ის ფილმები რომლებშიც ხაზგასმული იყო მოსახლეობის დემოკრატიული განწყობილება , რასაც ეწინააღმდეგებოდა მაშინდელი მილიტარისტული სულისკვეთება. იმავე წლებში შეიქმნა საინტერესო ფილმები : Yasujiro Ozu (1903- 1963) რეჟისურობით რომლებსაც დღემდე ეთაყვანებიან როგორც იაპონური კინოს ”ღმერთს”. «I Was Born, But…» (1932), «Passing Fancy » (1933), «Woman of Tokyo» (1933), «A Story of Floating Weeds» (1934). იაპონურ ფილმებს ახასიათებს სიუჟეტის ნელი განვითარება , აუჩქარებელი მონტაჟი , ბუნების და ხედების სიმრავლე . ამასთან ერთად უბრალო ადამიანების მიმართ ყურადღების

Yasujiro Ozu

Yasujiro Ozu

გამოხატულება.  რათქმაუნდა ყველა რეჟისორს თავის გადაღების სტილი , მანერა , მიდგომა აქვს და სინამდვილის თავისი აღქმა და გადმოცემა ეკრანზე , მაგრამ მიუხედავად ამისა შეიძლება ითქვას , რომ 30 – იან წლებში ჩამოყალიბდა იაპონური კინოს თავისებური სახე. რომელიც დღემდე გამოარჩევს ნაციონალურ კინემატოგრაფიას. 30 – იანი წლების მეორე ნახევარში ქვეყნის მილიტარიზაციის გამო , დამყარდა ცენზურა კინოშიც გავრცელდა შოვინისტური პროპაგანდა რაც გამაგრებული იყო კანონით რომელიც მიიღეს 1939 წელს. ომის დაწყებამ ძლავრი ბიძგი მისცა დოკუმენტური ფილმების განვითარებას. მნიშვნელოვანი იყო ფილმი ”საზღვაო ბრძოლები ჰავაის და მალაიზიის არქიპელაგთან” – რეჟისორი K.Yamamoto.  ოქროს ხანად შეიძლება ჩაითვალოს 50 – იანი წლები, როდესაც ქვეყანა პირველ ადგილას გავიდა ფილმების წარმოებით. 1958 წელს იაპონიაში რეკორდული რიცხვის ფილმიები გამოვიდა 504 ცალი. ფილმების უმრავლესობა გამორჩეული იყო თავისი ხარისხით , სიუჟეტის მრავალფეროვნებებით და მსახიობების თამაშით. აღსანიშნავია ერთი მომენტი 1989 წელს კინო ჟურნალმა ”კინემა დძუმპი”- მ გააკეთა გამოკითხვა , მწერლებს , მსახიობებს , კინოინდუსტრუიაში მომუშავე ხალხს შორის , რათა გამოერკვიათ იაპონიის ყველაზე კარგი ფილმების , შედევრების კატალოგი. კატალოგში სულ 12 ფილმი შევიდა და ყველა მათგანი გადაღებული იყო ზუსტად 50 – იან წლებში , მათ შორის შედიოდა ისეთი იაპონური კინოს შედევრები როგორიცაა Yasujiro Ozu -ის   Tôkyô monogatari (1953)  და Ugetsu monogatari (1953) » Kenji Mizoguchi და შემდგომში უკვე მსოფლიოს ოქროს ფონდში შესული აკირა კუროსავა / Akira Kurosawa – ს ფილმი შვიდი სამურაი / Shichinin no samurai (1954)) შეიძლება ითქვას , რომ მსოფლიოს  კინო მაყურებელმა შეიყვარა იაპონური კინო კუროსავას გამო , მისი ნამუშევარი ”Rashimon / რაშიმონი” ვენეციის კინოფესტივალზე ტრიუმფით გავიდა და მოიპოვა კიდევაც ოქროს ლომი. აკირა კუროსავა დაიბადა 1910 წლის 23 მარტს. აკირას მამა ძველი სამურაების გვარიდან იყო. მისი გავლენის ქვეშ იგი სკოლიდან დაინტერესდა საბრძოლო ხელოვნებებით და კერძოდ კენდოთი. თუმცა მის საყვარელ საქმიანობად ხატვა იქცა. ამის გამო იგი მხატვრობასაც აპირებდა და სწავლობდა კიდეც ხელოვნების აკადემიაში. მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა 1936 წელს, როდესაც გაზეთში ნახა P.C.L. სტუდიაში ვაკანსიის შესახებ გამოქვეყნებული განცხადება. ამის შედეგად, იგი რეჟისორ კაძირო იამამოტოს ასისტენტი გახდა. თავდაპირველად წერდა სცენარებს, თუმცა მათ შორის ბევრი არ იყო

Akira kurosava (1910 -1998)

Akira kurosava (1910 -1998)

ეკრანიზებული და ისინი მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალებში იბეჭდებოდა. პირველი ფილმი კუროსავამ როგორც რეჟისორმა დადგა 1943 წელს, ეს იყო “ძიუდოს გენიოსი”, სადაც ახალგაზრდა ძიუდოისტის აღზრდაზე მოთხრობილი. ამ ფილმში გამოიკვეთა კუროსავას ადამიანის სწრაფვა სულიერი სრულყოფილებისკენ, რაც რეჟისორის სხვა ფილმებში უფრო გამოიკვეთა. 1944 წელს კუროსავამ გადაიღო ფილმი “ყველაზე ლამაზები” და გადაღებების დასრულებისთანავე ცოლად მოიყვანა მთავარი როლის შემსრულებელი იაგუტი ეკო. მათ ორი შვილი ეყოლათ. 1945 წელს ომის დასრულების შემდეგ მან გადაიღო “ვეფხვის კვალს მიმყოლნი”, რომელიც ცენზურის გამო მხოლოდ 1952 წელს გამოვიდა ეკრანებზე. კუროსავას საყოველთაო პოპულარობა მოუტანა ფილმმა “მთვრალი ანგელოზი”, რომელიც მან 1948 წელს გადაიღო. ამ ფილმში მთავარს როლს ასრულებდა დამწყები მსახიობი ტოსირო მიფუნე. მთვრალი ანგელოზების შემდეგ კუროსავამ მიფუნე კიდევ 15 ფილმში ათამაშა, შეიძლება ითქვას, რომ მათი ტანდემი ყველაზე გამორჩეულია იაპონური კინოს ისტორიაში. 1950 წელს კუროსავამ გადაიღო ფილმი “რაშომონი”, სადაც მთავარ როლს ტოსირო მიფუნე თამაშობდა. ამ ფილმით კუროსავამ დაანგრია იაპონური კინოს ტრადიციული სტილისტიკა. 4 ადამიანი სრულიად შემთხვევით ტყეში მკვლელობის და გაუპატიურების მომსწრე ხდება. ოთხივე მოწმე მომხდარის სრულიად განსხვავებულ ვერსიას ყვება, მათი მონაყოლისგან რადიკალურად განსხვავდება დაზარალებულის და დამნაშავის მონაყოლიც. რეჟისორი არ ცდილობს გაარკვიოს სიმართლე, იგი ამ ფილმით აჩვენებს, რომ ადამიანს არ აქვს მოვლენების ობიექტურად გადმოცემის უნარი, საკუთარ თავზე მიუკერძოებლად ვერ საუბრობს, რადგან ადამიანის მთავარი თვისება ეგოიზმია. ეგოიზმთან ბრძოლის მაგალითი კუროსავამ თავის ფილმ “ცხოვრებაში” მოგვცა, რომელიც 1952 წელს გამოვიდა. მთავარი გმირი იგებს, რომ მას 5-6 თვე დარჩა სიცოცხლე. ეს მას უბიძგებს გადახედოს თავის ცხოვრებას და რადიკალურად შეცვალოს იგი.მიუხედავად იმისა, რომ კუროსავას ყოველივე იაპონურითაა გაჯერებული, მას ასევე აღფრთოვანებდა დასავლური დრამა. დასავლური დრამატურგიის გავლენით მან შექმნა შექსპირის ტრაგედიების ეკრანიზაციები: მაკბეტი” და “მეფე ლირი” (“ტახტი სისხლში” და “რანი”). ასევე უნდა აღინიშნოს გორკის “ფსკერზეს” მიხედვით შექმნილი ეკრანიზაცია და დოსტოევსკის “იდიოტის” მისეული ინტერპრეტაცია. დასავლური დრამების ეკრანიზაციის დროს იგი ერთგვარ ადაპტირებას აკეთებდა და პიესის სამოქმედო არეალი იაპონიაში გადაჰქონდა, რათა უფრო გასაგებად და ნათლად გადმოეცა სათქმელი. მაგალითად, ფილმში “ტახტი სისხლში” არ არის არცერთი ფრაზა შექსპირისეული ფრაზა, თუმცა ნაწარმოების პათოსი სრულად არის შენარჩუნებული. ფილმი დადგმულია თეატრი ნოს სტილში, მიუხედავად ამისა, იგი ითვლება ”მაკბეტის” ერთერთ საუკეთესო ეკრანიზაციად. 1960 წელს კუროსავამ დააარსა საკუთარი კინოსტუდია “კუროსავა პრო”, სადაც დადგა ფილმები “ბოროტები ცოცხლები რჩებიან”, “მცველი”, “სანძიურო”, “სამოთხე და ჯოჯოხეთი”. ამის შემდეგ იაპონურ კინემატოგრაფიაში შექმნილმა კრიზისმა იგი აიძულა დაფინანსება ჰოლივუდში ეძია. მას არ გაუმართლა, მის მიერ ჩაფიქრებული კინოები სხვა რეჟისორებმა გადაიღეს. 1969 წელს კი კუროსავამ და იაპონური კინოს სამმა დიდოსტატმა კინოშიტა კეისუკემ, იტიკავა კონმა და კობაიაში მასაკიმ დააარსეს კომპანია “ოთხი მხედარი”, სადაც კუროსავამ თავისი პირველი ფერადი კინო “დოდესკადენი” გადაიღო. ფილმს კომერციული წარმატება არ ჰქონდა. 70-80-იანი წლები კუროსავასთვის მძიმე გამოდგა. სამშობლოში მას ძალიან აკრიტიკებდნენ და იგი მხარდაჭერას საზღვარგარეთ ეძებდა. მისი უკანასკნელი ფილმებია “სიზმრები”, “აგვისტოს რაფსოდია” და “ჯერ კიდევ არა”. აკირა კუროსავა ტოკიოში გარდაიცვალა 1998 წლის 6 სექტემბერს.

დიდი გამოხმაურება და წარმატებები მოჰყვა 1954 წელს გადაღებულ ფილმს გოდძილა / Gojira რეჟისორი Ishirô Honda რომელიც დღემდე პოპულარულია . იაპონიაში გახსნილია გოძილას ფანკლუბი otoko-tsurai7მისი თაყვანისმცემელთათვის , ამ იაპონურ არსებაზე დაინტერესდა ჰოლივუდიც დროთა განმავლობაში გოძილამ ტრანსფორმაცია    განიცადა სხვა ფილმებშიც და მასზე დღემდე დავობენ , რომ რომელი      ნამუშევარი უფრო ჯობია. 1969 წელს გამოჩნდა პირველი იაპონური სერიალი «ძნელია იყო მამაკაცი / Otoko wa tsurai yo » რეჟისორი Yôji Yamada     რომელიც შეიძლება ჩაითვალოს როგორც ყველაზე დიდი სატელევიზიო სერიალად მსოფლიოში , ფილმის შინაარსი აგებული იყო მთავარ გმირზე ტორა სანზე რომელიც უიღბლო მოგზაურობიდან ბრუნდება , თავის მშობლიურ ჩინურ კვარტალში მშობლებთან და მეზობლებთან , რათა დაიოკოს     ცხოვრების ტკივილები … იაპონელმა მაყურებელმა გულთან ისე ახლოს       მიიტანა ფილმის გმირის ცხოვრება , რომ სერიალის ჩვენება 3 წელი გაგრძელდა და 2 მილიონზე მეტი მაყურებელი ყავდა.  60 – 70 იან წლებში იაპონიაში და მთელ მსოფლიოში დაიწყო კინოს კრიზისი , რადგან გამოჩნდა ტელევიზია , დაეცა კინოს გადაღეძბის სიხშირე , კინოგაქირავებაში       პრობლელები შეიქმნა და ყველაზე მთავარი დაეცა კინოს გადაღების ხარისხი. პუბლიკის წინაშე გამოჩნდა ფილმები გადაღებული იაკუძას        (იაპონურ მაფიის) თემაზე , დაბალი დონის ეროტიკული ფილმები. გაიზარდა მოთხოვნა უცხოურ ფილმებზე , განსაკუთრებით ამერიკული ფილმების მაგალითად 1976 წელს იაპონიის კინოთეატრებში ნაჩვენები იქნა 553 ფილმი , აქედან 251 იაპონური და 180 ამერიკული ფილმი. კინოთეატრებში კატასტროფულად დაეცა მაყურებელთა რიცხვი. მაგრამ იაპონური კინო მაინც ახერხებდა «სიცოცხლეს» . ახალი იმპულსი გამოიწვია ახალგაზრდა რეჟისორების აქტიურობამ , Tokihisa Morikawa , Ario Takeda , Seijirô Kôyama . ფსონი გააკეთეს ისეთ კინემატოგრაფიულ ჟანრზე როგორებიცაა მელოდრამა , ფილმები ქალთა ცხოვრებაზე და მათ ბედზე , მიმართეს რემეიკებს , ანუ ახლიდან იღებდნენ ადრე გადაღებულ ფილმებს. ამ პერიოდში გამოიკვეთა ახალი ნიჭიერი კინო ვარსკვლავები:

Advertisements

12 comments on “იაპონური კინემატოგრაფია

  1. გუშინ წავაწყდი, არაჩვეულებრივი ბლოგია:) ჩემს ბლოგროლში ჩავამატე… სიამოვნებით წავიკითხავ ხოლმე:)

  2. სხვადასხვა სახის კულტურის ქვეყნების შესახებ ვწერთ, მაგრამ მაინც აღმოსავლეთია და მაინც აზიაა 🙂 და თან იაპონურ კულტურასაც ძალიან ვაფასებ და ბევრი კარგი იაპონური ფილმიც მინახავს. საუკეთესო მწერლები ჰყავთ და ბეგრი კარგი იაპონელი მწერლის წიგნებიც წამიკითხავს. მიხარია, რომ ასეთი ბლოგიც არსებობს.
    უკითხავად ჩაგამატე ჩემს ბლოგროლში 🙂

  3. მეც ჩაგამატე ჩემს ბლოგროლში , მაგრამ ბოლივუდის მოყვარული მაინდამაინც არ ვარ , უფრო ქვეყანა მომწონს !

  4. ეგ გასაგებია, ახალი ამბავი არ არის, რომ ვინმემ თქვას ბოლივუდი არ მომწონსო. პრონციპში ჩემი ბლოგი ბოლივუდზე არ არის, ესმისი მხოლოდ შემადგენელი ნაწილია, როგორც ქვეყნის თანამედროვე კულტურისა და თუ რამეს ბოლივუდზე ვწერ, მხოლოდ აქედან გამომდინარე 🙂 მადლობა დამატებისთვის

  5. სერიოზული სტატიაა, ერთგან უკვე აღვნიშნე:))
    ბლოგი თავისთავად ძალიან მაგარია–გემოვნებით და დონე გაკეთებულია

  6. ჩემი ცხოვრების შესახებ ფილმის გადაღება ყველაზე უკეთ აკირა კუროსავას გამოუვიდოდა – ეს facebook-ის quiz-ის შედეგია :))
    თვალი გადავავლე პოსტებს და მინდა აღვნიშნო, რომ საინტერესო ბლოგია. ბლოგროლში ჩავიმატებ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s