ჩაის ცერემონიალი


267926683_36f0502a8b

იაპონური ჩაის ცერემონიალი , განეკუთვნება ყველაზე უნიკალურ ხელოვნებათა რიგს. იგი ასრულებს არსებით როლს იაპონელების სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩაის ცერემონიალი მკაცრად დადგენილი რიტუალია , მასში მონაწილეობენ ჩაის ოსტატი , რომელიც ადუღებს ჩაის და ფინჯნებში ასხამს , და ისინი ვინც ესწრება ამ ცერემონიალს და სვამენ ჩაის. ისტორიულად ჩაის ცერემონიალს ჩინეთში ჩაეყარა საფუძველი. მრავალი წყაროს თანახმად იგი შემოიღო ლაო -ძიმ. გადმოცემის თანახმად სწორედ მან შექმნა რიტუალი ჩაის სმა ,,ოქროს ელექსირის” ფიალით. სამწუხაროდ მონღოლთა

იაპონური ჩაი

იაპონური ჩაი

შემოსევის შემდეგ ჩინეთში ეს რიტუალი გადაშენდა. იაპონელებმა კი , რომლებმაც წარმატებით აიცილეს მონღოლთა შემოსევა , განაგრძეს ჩაის სმის ხელოვნების კულტივირება , უმატებდნენ რა მას განსაკუთრებულ მანიპილაციებს. ჩაის ცერემონიალი ძველთაგანვე აუცილებელი ატრიბუტი იყო იაპონელი ფილოსოფოსებისა და მხატვრების შეკრებაზე. ჩაის სმის დროს წარმოთქვამდნენ ბრძნულ სიტყვებს , კითხულობდნენ ლექსებს , ათვალიერებდნენ ხელოვნების ნიმუშებს. ამასთან ყოველი ცალკეული შემთხვევისთვის გულმოდგინედ არჩევდნენ ყვავილთა თაიგულებს და ჩაის დასაყენებელ ჭურჭელს. ასეთმა პროცედურამ თანდათან მოიცვა საზოგადოების სხვა ფენები. XVI – XVII საუკუნეებში იგი პოპულარული გახდა არისტოკრატიის , სამურაების წრეებში. ჩაის ცერემონიალი – როგორც ხელოვნება , ჩამოყალიბდა ყოველდღიური საზრუნავისგან დასვენების ერთგვარ სისტემად. მეტნაკლებად კლასიკური ფორმით იგი ჩაის სახლებში სრულდებოდა. პირველი ასეთი სახლი აშენდა 1473 წელს. ჩაის სახლები პატარა ღარიბულ ქოხებს გავდა. , რომლებიც

ჩაის სახლის ბაღი

ჩაის სახლის ბაღი

მეტისმეტად უბრალონი იყვნენ , როგორც გარეგნულად ისე შიგა მოწყობილობით. კლასიკური ჩაის სახლის ინტერიერის მოწყობილობა მთლიანად ეთანხმება ესთეთიკურ კანონებს და ეროვნულ ხასიათს იაპონელებისა , რომლებიც ისწრაფვიან სულიერი ჰარმონიისაკენ. ასეთი განწყობა იწყება ჩაის სახლში მისასვლელთანვე. ჩაის სახლს აკრავს პატარა ბაღი , რომელმაც ჩაის ოსტატთა აზრით , პიროვნებაში უნდა გამოიწვიოს განსაკუთრებული განწყობა , რომლის გარეშე ცერემონიას აზრი არ ექნება. სახლამდე მიმავალი ბილიკი მსხვილი ქვებით არის მოპირკეთებული. მასზე შედგომა მედიტაციის პირველი სტადიის დასაწყისს ნიშნავს. ბილიკზე მიმავალს უკვე მედიტაციის მეორე სტადუია იღვიძებს , ამას ხელს უწყობს ძველი ფარანი , რომელიც დღე და ღამე სუსტად ანათებს ბილიკს , აგრეთვე ქვის ჭა , სადაც შეგიძლია ხელის დაბანა და წყლის დალევა. დაბალი , 90 სმ სიმაღლის კარი , რომლის ზღურბლზე მუხლს იდრეკენ. შესვლისას სტუმრები წელში იხრებიან და იაპონურად ჯდებიან ჭილოფზე. ოთახში დგას პატარა მაგიდა და დასაჯდომი ბალიშები. სახლის კედლებზე კიდია გრაგნილები ფილოსოფიური გამონათქვამებით. იგი დაწერილია ძენ -ბუდისტური სტილით და ისეთი კალიგრაფიით , რომ ძალიან ცოტას თუ შეუძლია გაარკვიოს და გაიგოს აზრი. შესახვედრად გამოდის მასპინძელი და თავის მხრივ მდაბლად უკრავს თავს სტუმრებს. ისმის წყლის დუღილის მელოდიური ხმა.

ჩაის �ურ�ელი

ჩაის ჭურჭელი

იწყება მედიტაციის მესამე ეტაპი. გარკვეულ განწყობილებას იწვევს თვით ჭურჭელიც , რაც საოცრად უბრალოა : ფინჯნები , სპილენძის ჩაიდანი , ბამბუკის მოსარევი , ჩაის შესანახი კოლოფი და სხვა. ყველაფერი უზადოდ კეთდება ჩაის დაყენება ხდება შემდეგნაირად , იყენებენ განსაკუთრებულ მწვანე , დაფშვნილ ჩაის. ჩაისთვის წყალს ადუღებენ საკურას ნახშირზე. ნაყენს თქვეფენ ფინჯანში ბამბუკის ფუნჯით და ღებულობენ საკმაოდ სქელ ქაფიან სითხეს. ოფიციალურ ჩაის სმას წინ უსწრებს სხვადასხვანაირი საჭმლით გამასპინძლება. სტუმრებს მიართმევენ წვნიანს, ბრინჯს , თევზს , სანელებლიან კარტოფილს და სხვა. ცერემონია იწყება მაგარი ჩაით. მასპინძელი მოხერხებულად დაალაგებს ფინჯნებს და იწყებს ცერემონიას. ჯერ ყველა სტუმრისათვის მოამზადებს ჩაის დიდ ფინჯანში , საიდანაც ისინი მორიგეობით სვამენ. ეს ტრადიცია ბადებს ერთმანეთთან სიახლოვის განცდას. რიტუალი მკაცრად განსაზღვრულია : პირველი სტუმარი იღებს აბრეშუმის თავსაფარს ან ნაჭერს , იფენს მარცხენა ხელისგულზე , მარჯვენათი მასზე დგამს ფინჯანს, თავს უკრავს მეზობელს – და მოსვამს სამნახევარ ყლუპს , შემდეგ თავისი ქაღალდის ხელსახოცით წმენდს ფინჯანის პირს და აწვდის

ჩაის ცერემონიალი

ჩაის ცერემონიალი

მეორე სტუმარს. ყველა იმეორებს აღნიშნულ პროცედურას. მაგარი ჩაის შემდეგ , სუსტ ჩაის სვამენ , შემოაქვთ ბალიშები და ლანგრით ნამცხვრები. სუსტი ჩაი მზადდება ყველასთვის , ჩამოარიგებენ ფინჯნებს და სვამენ , რამდენიც მოესურვებათ. ამით ჩაის სმის ცერემონიალი სრულდება … იაპონელებს მიაჩნიათ რომ ჩაის ცერემონიალი ადამიანში აყალიბებს უბრალოების , ბუნებრიობის , სისუფთავის მოთხოვნილებებს ; სამწუხაროდ იაპონიის დღევნდელ რეალობაში ასეთი თაყვანისცემა ხშირად შეუძლებელია. ცხოვრების სწრაფი დინება , ყოველდღიური რეალობა ბოჭავს და ნთქავს ადამიანებს და იაპონელებსაც თითქოს აღარ სცალია ტრადიციებისთვის. მაგრამ ჩაის ცერემონიალს ეს არ ეხება , იგი მჭიდროდ არის ჩაწნული იაპონიის ყოფა ცხოვრებაში.

Advertisements

7 comments on “ჩაის ცერემონიალი

  1. ძალიან საინტერესო და ლამაზი სტატიაა, განსაკუთრებით ჩაის სმის რიტუალი მომეწონა, გამახსენდა ჩაის სმის ჩვენებური, ქართული “რიტუალი” :))))

    5 ქულა ნოდარიკოს:))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s