იაპონური მუსიკა


იაპონური მუსიკა

იაპონური მუსიკა ზოგადად აერთიანებს ყველა ტიპისა და ყველა დროის მუსიკას, დაწყებული პრეისტორიული პერიოდიდან დამთავრებული ჩვენი დროით. იაპონურ ცივილაზაციაში უძველესი დროიდან არსებობდა ადგილობრივი მუსიკალური საკრავები, რომლებიც მხოლოდ იაპონიაში არსებობდნენ და ეხლაც არსებობენ. თუმცა ფაქტია რომ იაპონურ მუსიკაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩინურმა კულტურამ. მიუხედავად ჩინური მუსიკის დიდი გავლენისა, იაპონიამ შეძლო შეექმნა მისი საკუთარი სტილი და საკუთარი მუსიკალური საკრავები და საბოლოოდ დაეღწია თავი ჩინური ზეგავლენისაგან.
მუსიკა იაპონიაში ყოველთვის დაკავშირებული იყო სპექტაკლებთან(თეატრი), დღესასწაულებთან და სამუშაო სიმღერებთან. დასაწყისში მას პრაქტიკული სახე ქონდა (გამოიყენებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში). იაპონურმა მუსიკამ პროფესიული სახე საკმაოდ გვიან მიიღო. სწორედ ამის გამო, იაპონური მუსიკის (ინსტრუმენტალური ისევე როგორც ვოკალური) რეპერტუარი არც ისე დიდია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ უდიდესი ნაწილი დაკარგულია…
უახლესმა დასავლეთიზაციამ დიდი გავლენა მოახდინა იაპონურ მუსიკაზე. უფრო და უფრო ხშირია ევროპული და ამერიკული მუსიკალური საკრავების გამოყენება, თუმცა ეს არ იწვევს კლასიკური ინსტრუმენტების გაქრობას.

იაპონური მუსიკის დაყოფა შეიძლება 4 ტრადიციულ ჟანრად: გაგაკუ (Gagaku), შომიო (Shōmyō), ჰეიკიოკუ (Heikyoku), ჯიუტა (Jiuta)
> გაგაკუ (Gagaku) დაარსდა მეხუთე საუკუნეში. შესამჩნევია ჩინური გავლენა.
> შომიო (Shōmyō) მოიცავს ბუდისტურ ლიტურგიულ სიმღერებს, რომლებიც ჩინეთიდან შემოვიდნენ იაპონიაში.
> ჰეიკიოკუ (Heikyoku) წარმოიშვა მეცამეტე საუკუნეში. ამ ჟანრის მუსიკას ისტორიული დატვირტვა აქვს : იგი მოგვითხრობს სხვადასხვა ისტორიულ მოვლენებს.
> ჯიუტა (Jiuta) წარმოიშვა ედოს ეპოქაში. ძირითადად გავრცელებული იყო კიოტოსა და ოსაკას რეგიონებში.
Shamisen – ისტრუმენტით შესრულებული იაპონური მუსიკა

იაპონური მუსიკალური ინსტრუმენტები გამოირჩევიან მრავალფეროვნებით:

> Biwa – ოთხ სიმიანი საკრავი
> Hichiriki – ორ ენიანი სასულე ინსტრუმენტი. წააგავს ჰობოის.
> Kagurabue – ფლეიტა
> Kakko – დასარტყამი ინსტრუმენტი ^__^ წააგავს ბარაბანებს ^__^
> Kokyū – სიმებიანი ინსტრუმენტი
> Komabue – კორეული წარმოშობის ფლეიტა
> Ryūteki – ჩინური წარმოშობის ფლეიტა
> San no Tsuzumi – Kakko-ზე ოდნავ დიდი დასარტყამი ინსტრუმენტი
> Shakuhachi – ჩინური წარმოშობი ფლეიტა
> Shō – ჩასაბერი ორღანი ჩვიდმეტი ჩასაბერით ^__^
> Taiko – ჩაქუჩიანი დასარტყამი ინსტრუმენტი
> Yamatogoto – ექვს სიმიანი სანთური (ლექსიკონში ვნახე O_O არ ვიცოდი თუ ქართულად ესე ერქვა O_O)
> Koto – სიმებიანი საკრავი
> Shamisen – სიმებიანი საკრავი

Koto – ისტრუმენტით შესრულებული იაპონური ტრადიციული მუსიკა

sakura – იაპონური ფოლკლორი

shedevry_etnicheskoy_muzyki_japonija_126148

იაპონური ტრადიციული  მუსიკა

ალბომი სახელი: Masterpieces ethnic musics: Japan

წელი:   1999

ჟანრი: Ethnic/Folk

კომპოზიცია: 30 ცალი

Download

Advertisements

10 comments on “იაპონური მუსიკა

  1. იფ, კარგი იყო 🙂 პირველ კომპიზიციას მოვუსმინე ბოლომდე დ აასე მგონია, კარგ იაპონურ ფილმს ვუყურე 🙂
    ისე იაპონურ კინოზე არის აქ პოსტები?

  2. ყველას მოვუსმინე ძილის წინ.
    დიდი მადლობა 🙂
    ფაილიც გადმოვწერე და იმედი მაქვს ხვალ სამსახურიდან არ გამაგდებენ 😀

  3. არ გაგაგდებენ , ეს ისეთი მუსიკაა რომ შეიძლება შენი ნირვანას იპოვო ჩემს ბლოგში 😀

  4. მართლაც ლამაზი მუსიკაა, მომეწონა იმაზე მეტად, ვიდრე მოველოდი 🙂 განსაკუთრებით ბოლო კომპოზიცია, და ეჭვი მაქვს, რომელიმე ფილმში მართლაც მომისმენია. ისეთი მუსიკაა, რომ მოსმენა რომც არ გინდოდეს, გბოჭავს და არ გიშვებს, სანამ ბოლომდე არ მოუსმენ 🙂 მადლობა პოსტისთვის 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s