იაპონური სამზარეულო


იაპონური სამზარეულო

იაპონური სამზარეულო – ეს თვით სიმფონიური ხელოვნებაა , რომელიც იაპონაიში და მთელ მსოფლიოში ხელოვნების დონემდე არის აყვანილი .  იაპონური კერძები  მთელ მსოფლიოში პოპულარულია , ერთის შეხედვით  მათი მომზადება მარტივად შეიძლება მოგვეჩვენოს , მაგრამ ეს ასე არ არის , კერძში ჰარმონიულად არის შერწყმული ინგრედიენტები , სოუსები , ზღვის პროდუქტები და რაც მთავარია მორთულია როგორც ნატურმორტი.

აღიარებულია რომ იაპონელების ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა ყოველთვის იყო სამზარეულო .  უყვართ დაგუსტაცია , კამათი და კერძების მომზადება.  იაპონური სამზარეულო უმეტესად შედგება  ზღვის პროდუქტებით , იაპონელები იყენებენ  ყველანაირ ზღვის პროდუქტს დაწყებული მოლუსკებით დამთავრებული ზღვის კომბოსტოთი.

ზოგს უმს მიირთმევენ დამარილებული  სახით  და ზოგს ათასგვარად გაკეთებულს.  აგრეთვე ხმარობენ ხორცსაც , მაგრამ უფრო დღესასწაულებზე და ისიც იშვიათად . უნდა ითქვას , რომ მეიჯის რევოლუციამდე (1868 წ.) იაპონიაში ხორცი იშვიათობად ითველებოდა. დღეს კი  ხორცისგან ამზადებენ სხვადასხვა კერძებს. ამათგან ყველაზე ცნობილია

სუკიიაკისუკიიაკი

სუკიიაკი – (sukiyaki) იგი შედგება ხორცის ნაჭრისა და ბოსტნეულისგან , რომელიც საგანგებო სანელებლებით არის შეზავებული.  ფართოდ გამოიყენება შემწვარი და მოხარშული თევზი , მარინადები, გამხმარი სახით. გავეცნოთ მოკედ ზოგიერთ იაპონურ კერძს.

კაცობუში (kacobushi)

კაცუობუში (katsuobushi)

კაცუობუში – (katsuobushi) –  მზადდება შემდეგნაირად: თევზ თინუსს აცლიან ძვლებს , ჭრიან სამ ნაწილად , ხარშავენ და ამის შემდეგ აშრობენ ჰაერღუმელში. შემდეგ დიდი ხნით კიდებენ ბნელ, გრილ და ზომიერად ნესტიან ადგიალს. თევზი იფარება სპეციფიკური სიმწვანით , ფერმენტირდება იძენს თავისებრ არომატს და გემოს. მა პროდუქტი შიძლება წლობით ინახებოდეს. ასეთი თევზისგან იაპონელები ამზადებენ წვნიანს , უმატებენ სანელებლებს და მიირთმევენ ბრინჯთან ერთად.

იაკიიტორი (Yakitori)

იაკიტორი (Yakitori)

იაკიტორი – (yakitori) – იგივე შემწვარი ქათმის ხორცი.  ხორცს  ჭრიან საშუალო ნაჭრებად. დებენ ტკბილ და ცხარე  მარინადში აჩერებენ 24 საათს, შემდეგ გამზადებულ ხორცს აგებენ ხის პატარა შამფურებზე და წვავენ საკურას ნაკვერჩხალზე. იაკიტორის ოდნავ მოტკბო გემო დასდევს.

ფუგუ (FUGU)

ფუგუ (FUGU)

ფუგუ – (Fugu) – მზადდება მომცრო ზომის თევზისაგან (მუცელნემსა) რომელიც დაჭერის დროს იბერება და მრგვალდება. მას ჭამენ უმსაც და შემწვარსაც. ფუგუ მხოლოდ განსაკუთრებული ლიცენზიის მქონე გამოცდილმა მზარეულმა უნდა მოამზადოს, რადგან თევზის შიგნეული ძლიერ შხამს შეიცავს.

ტემპურა - (Tempura)

ტემპურა - (Tempura)

ტემპურა – (Tempura) – შედგება ძირითადად კრევეტებისგან, რომლებსაც ავლებენ საგანგებოდ გაკეთებულ ცომში და წვავენ  მცენარეულ ზეთში. კრევეტების ნაცვლად შესაძლებელია იყოს , მომცრო ზომის თევზები ან ბოსტნეული.

საშიმი - (Sashimi)

საშიმი - (Sashimi)

საშიმი – (Sashimi) – მზადდება უმი თევზისგან. უმეტესად წითელი ორაგულის ხორცისგან , მაგრამ იყენებენ აგრეთვე თინუსს და მუცელნემსასაც. იგი გაკეთებულია განსაკუთრებული წესით დამატებული აქვს ცოტაოდენი ზღვის მარილი და ამოვლებულია სოიოს საწებელში, ხანდახან პირშუშხასაც უმატებენ.  სუფრაზე მიტანის წინ ჭრიან მოგრძო ბრტყელ ნაჭრებად.

ვასაბი

ვასაბი

ვასაბი – (wasabi) ვასაბი მცენარე რომელიც ყვავის მხოლოდ იაპონიის მთებში , მზადდება როგორც ცხარე საწებელი პასტა , აქვს მდოგვისებური გემო და არის მწვანე შეფერილობის. გამოიყენება ფართოდ იაპონურ სამზარეულოში როგორც სანელებელი.

Advertisements

14 comments on “იაპონური სამზარეულო

  1. ის ნამდვილად სუკიიაკია? გიუდონის მოდიფიკაციას უფრო წააგავს ტოფუს და ჰოურენსოს ჩანართებით. სუკიიაკის სოკო უნდა ედოს თავზე 2 ცალი(შიიტაკე)- ჯვარედინი ტვიფრით-, სტაფილო უნდა ჩანდეს, უმი ხორცებით და კომბოსტოებით გაწყობილი. და რა ვიცი ასე შემდეგ. – პრასიც უნდა გვერდებში.

    ალბათ, ვიღაცამ სუკიაკის დიდი ჯამდან რომ გადმოიღო თავის პატარა ჯამში “პაიოკი”, ის სურათია.

    …ტო ომოიმას.

  2. ისე ლამაზად არის გაფორმებული, რომ ჭამა მოგინდება…………იაკიტორს დავაგემოვნებდი:):)

  3. იაკიტორს სიამოვნებით გავსინჯავდი 🙂 ნუ სუ კიიაკისაც, მაგრამ ფუგუს არასოდეეეს 😥 მშიერი არ უნდა შემოხვიდე აქ 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s