ბონსაი


ბონსაი

ბონსაი – არის ოთახის პირობებში გამოზრდილი მომცრო ზომის ხე ან მცენარე , რომელსაც შენარჩუნებული აქვს ბუნებრივ  პირობებში არსებული ხის მთელი სილამაზე. ბონსაი სიტყვასიტყვით ნიშნავს ,,ლანგარზე გაზრდილს”. ბონსაი იმით განსხვავდება ჩვეულებრივი ქოთნის მცენარეებისაგან,  რომ ამ უკანასკნელში ძირითადად მნიშვნელობას ყვავილებს ან ფოთლებს ანიჭებენ, ბონსაიში კი უპირველეს ყოვლისა ზრუნავენ ხის ყველა ნაწილის პროპორციის შენარჩუნებაზე. ბონსაი ხშირად 30 სმ სიმაღლისაა, მაგრამ მთებში გაზრდილი მაღალი , დატოტვილი ხის ზუსტი ასლია.

ბონსაი

ბონსაი

ბონსაის ბევრი სახე არსებობს: სწორი , დახრილი , ორმაგი ან სამმაგი ხის ღერძით და ა.შ.  მას პირველად იხსენებენ

ბონსაის ხე

ბონსაი ფიჭვი

კამაკურას პერიოდის  (1192 – 1333) წერილობით წყაროებში. მისი გამოსახულება შიძლება ვნახოთ იმ დროის დახატულ გრაგნილებზე .  კამაკურის პერიოდის და უფრო გვიანდელი ლიტერატურულ წყაროებში არის ცნობები , რომ ბონსაის მასალად მრავალნაირი ხე და მცენარე გამოიყენებოდა. XIX – საუკუნის ბოლოსთვის იაპონიაში იამტა ამ ხელოვნებით გატაცებამ. 1914 წელს ტოკიოში ჩატარდა ბონსაის პირველი ეროვნული გამოფენა. 1934 წლიდან დღემდე ტოკიოს ხელოვნებათა მუზეუმში ყოველწლიურად ტარდება ბონსაის გამოფენა.  ოდესრაც ბონსაით გატაცება მხოლოდ რჩეულთა საქმიანობად ითვლებოდა. დღეისათვის იგი საზოგადოების ფართო მასებშიც პოპულარულია. ყველაზე ხშირად ბონსაის ლანგრებს ვხვდებით მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში , იქ სადაც ადამიანებს არ აქვთ ბუნებასთან უშუალო კონტაქტის საშუალება. ამ ხელოვენბისადმი ინტერესი მრავალ ქვეყანაში იზრდება.  უცხოელი ენთუზიასტი – მოყვარულნი სულ უფრო და უფრო ხშირად ეცნობიან ბონსაის გამოზრდის და შენახვის ინფორმაციებს.

ბონსაის გამოზრდა იოლი არ არის. ჯერ ერთი უნდა შეირჩეს ისეთი მცენარე , რომელსაც ბონსაიდ გახდომის

წითელი ბონსაი

წითელი ბონსაი

თანდაყოლილი მონაცემები აქვს. მეორეც , უნდა გამოითვალოს მზის და სინათლის საჭირო ნაკადი, წყლის რაოდენობა და ხარისხი , სასუქები და შესაფერისი ნიადაგი. მესამე , თვალყური უნდა ადევნო , რათა ხემ ფორმა შეინარჩუნოს : უნდა გადაჭრა , გადარგო , ცალკეული ტოტები მავთულით შეკრა და ა.შ.საბოლოოდ იზრდება პროპორციული , მაგრამ მინიატურული ხე.

ყვითელი ბონსაი

ყვითელი ბონსაი

ბონსაისთვის აუცილებელია მზის კაშკაშა შუქი , განსაკუთრებით ულტრაიისფერი სხივები , რადგან ეს ხის ზრდას ანელებს. ამიტომ ის მთელი დღის განმავლობაში მზის შუქზე ტოვებენ. ამ დროს , რა თქმა უნდა , მიწა ჩქარა შრება. თუ მას მუდმივად მოვრწყავთ, ეს მცენარის გაზრდას გამოიწვევს. ასე რომ , მორწყვას ყოველთვის ზღუდავენ. როგორც ცნობილია , ძლიერი ქარიც ანელებს მცენარის ზრდას. მაღალ მთებში გაზრდილი ბონსაი შეიძლება ყველაზე პატარა ხედ ჩავთვალოდ.

როგორც ვხედავთ ბონსაის გამოზრდა საკმაოდ ნატიფი და შრომატევადი საქმეა. იგი ხელეწიფებათ მხოლოდ ბუნებაზე მხურვალედ შეყვარებულ ადამიანებს. იაპონელებს კარგად ესმითეს და როცა ლანგარზე ხედავენ , მაგალითად მინიატურულ ფიჭვს , გულწრფელი პატივისცემის გრძნობით იმსჭვალებიან მისი შემქმნელის მიმართ.

ბონსაის ქოთნები

ბონსაის ქოთნები

Advertisements

17 comments on “ბონსაი

  1. რა საყვარელი რამეა, ბავშვობის ოცნება, ოდესღაც წიგნი მქონდა ჯუჯა ხეების გამოყვანაზე, ნეტა სად მაქვს… თუმცა ბონსაი თუ ერქვა, პირველად გავიგე :)))

  2. მინიატურული, კოპწია, სუფთა და ძვირფასი… აი, რატომ მიყვარს რობოტიზაციამდელი იაპონია 😉

  3. ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგიძიებიათ მოხარული ვარ როდესაც საქართველოში ვპოულობ ბონსაის მოყვარულებს და საერთოდ იაპონიის მოყვარულებს. მე დამტავრებული მაქვს ეკოლოგიისა და დეკ. მებაგეობის ინსტიტუტი და გამომყავს მოყვარულის დონეზე ბონსაები უკვე მეორე წელია რამოდენიმე სახეობა გავახარე და მგონი უკვე სჰედეგიც სასიხარულოა ჩემთვის. სჰემობრდზანდით ჩემს საიტზე ტუ დაინტერესდებით და სჰემომიერთდიტ გავხადოთ უფრო პოპულარული ეს საოცარი ხელოვნება. უფრო სწორად მე გიერთდებით 🙂 მოხარული ვიქნები ცჰემ საიტს ტუ დაეხმარებით

  4. მინდა გთხოვოთ თუ შეიძლება რომ დავაკოპირო და ცჰემს საიტზე დავდო თქვენი მოპოვებული ინფორმაცია? რათქმაუნდა მინიშნებით ავტორი და თქვენი ბლოგის მისამართი. თუ თანახმა ხართ მეილზე მომწერეთ. გმადლობთ

  5. იქნებ მომაწოდოთ ინფორმაცია,როგორ კეთდება ბონსაის ხე?ვიცი, რომ ნებისმიერი ხისგან შეიძლება გაკეთდეს ბონსაი ოღონდ ფესვები იჭრება სხვაგვარად

  6. საბედნიეროდ, უკვე 6 წელია მყავს ორი ბონსაი და ძალიან ვამაყობ, სამწუხაროდ ძალიან მიჭირს მისი გასხვლა, მაქვს შესაბამის იარაღებიც, ვიცი, რომ გასხვლა უნდა შეესაბამებოდეს შენს ხასიათს, მაგრამ მაინც ძალიან მიჭირს,…. რაც შეეხება მზეს და წყალს, ეს მე მგონია ძალიან ინდივიდუალურია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s