ბონსაი – არის ოთახის პირობებში გამოზრდილი მომცრო ზომის ხე ან მცენარე , რომელსაც შენარჩუნებული აქვს ბუნებრივ პირობებში არსებული ხის მთელი სილამაზე. ბონსაი სიტყვასიტყვით ნიშნავს ,,ლანგარზე გაზრდილს”. ბონსაი იმით განსხვავდება ჩვეულებრივი ქოთნის მცენარეებისაგან, რომ ამ უკანასკნელში ძირითადად მნიშვნელობას ყვავილებს ან ფოთლებს ანიჭებენ, ბონსაიში კი უპირველეს ყოვლისა ზრუნავენ ხის ყველა ნაწილის პროპორციის შენარჩუნებაზე. ბონსაი ხშირად 30 სმ სიმაღლისაა, მაგრამ მთებში გაზრდილი მაღალი , დატოტვილი ხის ზუსტი ასლია.

ბონსაი
ბონსაის ბევრი სახე არსებობს: სწორი , დახრილი , ორმაგი ან სამმაგი ხის ღერძით და ა.შ. მას პირველად იხსენებენ

ბონსაი ფიჭვი
კამაკურას პერიოდის (1192 – 1333) წერილობით წყაროებში. მისი გამოსახულება შიძლება ვნახოთ იმ დროის დახატულ გრაგნილებზე . კამაკურის პერიოდის და უფრო გვიანდელი ლიტერატურულ წყაროებში არის ცნობები , რომ ბონსაის მასალად მრავალნაირი ხე და მცენარე გამოიყენებოდა. XIX – საუკუნის ბოლოსთვის იაპონიაში იამტა ამ ხელოვნებით გატაცებამ. 1914 წელს ტოკიოში ჩატარდა ბონსაის პირველი ეროვნული გამოფენა. 1934 წლიდან დღემდე ტოკიოს ხელოვნებათა მუზეუმში ყოველწლიურად ტარდება ბონსაის გამოფენა. ოდესრაც ბონსაით გატაცება მხოლოდ რჩეულთა საქმიანობად ითვლებოდა. დღეისათვის იგი საზოგადოების ფართო მასებშიც პოპულარულია. ყველაზე ხშირად ბონსაის ლანგრებს ვხვდებით მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში , იქ სადაც ადამიანებს არ აქვთ ბუნებასთან უშუალო კონტაქტის საშუალება. ამ ხელოვენბისადმი ინტერესი მრავალ ქვეყანაში იზრდება. უცხოელი ენთუზიასტი – მოყვარულნი სულ უფრო და უფრო ხშირად ეცნობიან ბონსაის გამოზრდის და შენახვის ინფორმაციებს.
ბონსაის გამოზრდა იოლი არ არის. ჯერ ერთი უნდა შეირჩეს ისეთი მცენარე , რომელსაც ბონსაიდ გახდომის

წითელი ბონსაი
თანდაყოლილი მონაცემები აქვს. მეორეც , უნდა გამოითვალოს მზის და სინათლის საჭირო ნაკადი, წყლის რაოდენობა და ხარისხი , სასუქები და შესაფერისი ნიადაგი. მესამე , თვალყური უნდა ადევნო , რათა ხემ ფორმა შეინარჩუნოს : უნდა გადაჭრა , გადარგო , ცალკეული ტოტები მავთულით შეკრა და ა.შ.საბოლოოდ იზრდება პროპორციული , მაგრამ მინიატურული ხე.

ყვითელი ბონსაი
ბონსაისთვის აუცილებელია მზის კაშკაშა შუქი , განსაკუთრებით ულტრაიისფერი სხივები , რადგან ეს ხის ზრდას ანელებს. ამიტომ ის მთელი დღის განმავლობაში მზის შუქზე ტოვებენ. ამ დროს , რა თქმა უნდა , მიწა ჩქარა შრება. თუ მას მუდმივად მოვრწყავთ, ეს მცენარის გაზრდას გამოიწვევს. ასე რომ , მორწყვას ყოველთვის ზღუდავენ. როგორც ცნობილია , ძლიერი ქარიც ანელებს მცენარის ზრდას. მაღალ მთებში გაზრდილი ბონსაი შეიძლება ყველაზე პატარა ხედ ჩავთვალოდ.
როგორც ვხედავთ ბონსაის გამოზრდა საკმაოდ ნატიფი და შრომატევადი საქმეა. იგი ხელეწიფებათ მხოლოდ ბუნებაზე მხურვალედ შეყვარებულ ადამიანებს. იაპონელებს კარგად ესმითეს და როცა ლანგარზე ხედავენ , მაგალითად მინიატურულ ფიჭვს , გულწრფელი პატივისცემის გრძნობით იმსჭვალებიან მისი შემქმნელის მიმართ.

ბონსაის ქოთნები
რა საყვარელი რამეა, ბავშვობის ოცნება, ოდესღაც წიგნი მქონდა ჯუჯა ხეების გამოყვანაზე, ნეტა სად მაქვს… თუმცა ბონსაი თუ ერქვა, პირველად გავიგე :)))
ვა რა ლამაზია… წითელი მომეწონა ძაან. :user:
zaan magaria witeli da yviTeli gansakuTrebiT
საინტერეო საიტია, ბევრი რამ გავიგე…………
zaliam lamazebia, martalia witeli da yviteli originaluri da ucxoa magram mwvane yvelas mirchevnia
zalian sintereso blogia, ramden rame gaigeb 🙂
bonsai chemi ocnebaaaaaa
მინიატურული, კოპწია, სუფთა და ძვირფასი… აი, რატომ მიყვარს რობოტიზაციამდელი იაპონია 😉
vgijdebi am patara xeeebzeee… Zalian indaaa… 😦 tbilisshi sheidzleba sadme amati kidva? an am xeebis gamokvanis scavla?
ეს საიტი დღეს აღმოვაჩინე. ძალიან მაინტერესებს იაპონური სამყარო. დიდი მადლობა.
ცოტა არაზუსტი ინფორმაციაა მორწყვასა და “კაშკაშკა შუქზე”. თუ ვინმეს გაინტერესებთ როგორ უნდა ბონსაის გაზრდა მომწერეთ Alexander_meskhi@yahoo.com
ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგიძიებიათ მოხარული ვარ როდესაც საქართველოში ვპოულობ ბონსაის მოყვარულებს და საერთოდ იაპონიის მოყვარულებს. მე დამტავრებული მაქვს ეკოლოგიისა და დეკ. მებაგეობის ინსტიტუტი და გამომყავს მოყვარულის დონეზე ბონსაები უკვე მეორე წელია რამოდენიმე სახეობა გავახარე და მგონი უკვე სჰედეგიც სასიხარულოა ჩემთვის. სჰემობრდზანდით ჩემს საიტზე ტუ დაინტერესდებით და სჰემომიერთდიტ გავხადოთ უფრო პოპულარული ეს საოცარი ხელოვნება. უფრო სწორად მე გიერთდებით 🙂 მოხარული ვიქნები ცჰემ საიტს ტუ დაეხმარებით
მინდა გთხოვოთ თუ შეიძლება რომ დავაკოპირო და ცჰემს საიტზე დავდო თქვენი მოპოვებული ინფორმაცია? რათქმაუნდა მინიშნებით ავტორი და თქვენი ბლოგის მისამართი. თუ თანახმა ხართ მეილზე მომწერეთ. გმადლობთ
არავინ იცით სადმე რომ იყიდებოდეს?
იქნებ მომაწოდოთ ინფორმაცია,როგორ კეთდება ბონსაის ხე?ვიცი, რომ ნებისმიერი ხისგან შეიძლება გაკეთდეს ბონსაი ოღონდ ფესვები იჭრება სხვაგვარად
საბედნიეროდ, უკვე 6 წელია მყავს ორი ბონსაი და ძალიან ვამაყობ, სამწუხაროდ ძალიან მიჭირს მისი გასხვლა, მაქვს შესაბამის იარაღებიც, ვიცი, რომ გასხვლა უნდა შეესაბამებოდეს შენს ხასიათს, მაგრამ მაინც ძალიან მიჭირს,…. რაც შეეხება მზეს და წყალს, ეს მე მგონია ძალიან ინდივიდუალურია
მეც მინდა ბონსაი:)
かわい