კიმონო


კიმონო

კიმონო

ყველა ქვეყანას აქვს თავისი ტრადიციული ეროვნული სამოსი , იაპონიაც არ არის გამონაკლისი ამ შემთხვევაში. კიმონო – იაპონური ეროვნული სამოსი ხალათის სტილში რომელიც იკვრება სპეციალური ქამრით. მას იცვამენ  როგორც ქალები ასევე მამაკაცები , დღესასწაულებზე და შირშესანიშნავ დღეებში.  

ტრადიციულ სამოსს თან ახლავს 20 აქსესუარი  (ელემენტი) რომელიც აუცილებელია ჩაცმის დროს .  კიმონოს ჩაცმას დაახლოებით 3 ადამიანი უნდება , არსებობს სპეციალური ლიცენზირებული სამსახური კიმონოს კოსტუმერები რომლებსაც ქირაობენ , ღირშესანიშნავ დღეებში რათა სრულყოფიალდ ჩაიცვან იაპონური კიმონო.  იაპონელები არ უარყოფენ , რომ კიმონო  ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მოუხერხებელი და არაკომფორტულია.  იაპონელი ქალები დღესდღეობით კიმონოს იცვამენ გამარტივებული მეთოდებით , არ იკეთებენ ყველა ელემენტს და აქსესუარს. მხოლოდ ქორწილებში და ოფიციალურ მიღებებზე აუცილებელია სრულყოფილი კიმონოს ჩაცმა.  იაპონელები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ თუ რა არის გამოსახული კიმონოზე , ამით ისინი მეტ ყურადღებას იმსახურებენ გარშემომყოფებისგან.  ძალიან პოპულარულია ის კიმონო რომელზეც გამოსახულია წლის სეზონები . აუცილებლად ნახატი თან უნდა ემთხვეოდეს წლის სეზონს . მაგალითად იაპონელი ქალი არასოდეს ჩაიცვამს კიმონოს თუ ზედ გამოსახულია ზამთარი და ბამბუკის ხეები და ამ დროს ზაფხულია.   არსებობს სხვადასხვა სახის კიმონოები, გავეცნოთ რამოდენიმეს :

Irotomesode - კიმონო

Irotomesode - კიმონო

Irotomesode – ეს ერთფეროვანი სადა კიმონოა. რომელზეც გამოსახულება თუ ნაქარგი ტანის დაბლაა. ამ კიმონოს იცვამენ როგორც წესი გათხოვილი ქალები  ,  ქორწილებში ახალდაქორწინებულის ახლობლები.

Furisode - კიმონო

Furisode - კიმონო

Furisode – ამ კიმონოს იცვამენ გასათხოვარი ქალები , მაგალითად  სკოლის გამოსაშვებ ცერემონიალზე , ქორწილებში . ასეთი კიმონო უფრო ლამაზია და გაფორმებულია ყვავილებით და სხვადასხვა მცენარეებით.

Homongi - კიმონო

Homongi - კიმონო

Homongi – ამ კიმონოს იცვამენ ოფიციალურ მიღებებზე და ვიზიტებზე .  იღებენ საპატიო სტუმრებს  ან პირიქით ეწვიო სტუმრად . ამ კიმონოს ხშირად უწოდებენ «ჩასაცმელი ვიზიტებისთვის» . ორნამენტები მკვეთრ ფერებში , რომელიც თანდათან დაბლა ჩადის . ამ კიმონოს ჩაცმა შეუძლია ყველა ქალბატონს , მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა.

Komon - კიმონო

Komon - კიმონო

Komon –უნივერსალური კიმონო , რომელიც შეუძლია ჩაიცვას ნებისმიერმა ქალმა , ნებისმიერ დროს . ეს შეიძლება იყოს ქალაქში გასეირნება , რესტორანში წასვლა მამაკაცთან ერთად , აგრეთვე ქორწილებში და ოფიციალურ მიღებებზე.  Komon – ს სტილის კიმონო მოხატულია წვრილი ორნამენტებით და შორიდან იქმნება ერთი მთლიანი კომპოზიცია .  სწორედ ეს ქმინის კიმონოს შარმს და ბრწყინვალებას.

დამატებითი აქსესუარები:

იმისათვის , რომ კიმონოში ვიგრძნოთ თავი კომფორტულად და სრულყოფილად  ამისათვის კიმონოსთან ერთად იცვამენ

გეტა - იაპონური ფეხსაცმელი

გეტა - იაპონური ფეხსაცმელი

სხვადასხვა ტანსაცმელს თუ  იკეთებენ  სხვადასხვა  აქსესუარებს.  კიმონოს შიგნით იცვამენ პერანგს და ქვედაბოლოს . მთავარი კიმონოს დეტალი რასაკვირველია არის იაპონური ფეხსაცმელი –  გეტა – რომლიც კეთდება ხის მასალისგან , მასზე ებმება ორი ტყავის ზონარი , რომელზეც ფეხის თითები თავსდება. ქუსლის ზომა უნდა იყოს 10 სანტიმეტრამდე. უცხოელებისთვის გეტაზე დადგომა არც თუ ისე უსაფრთხოა 😀 რაც არუნდა საოცარი იყოს , იაპონელები გეტათი აქტიურად გადაადგილდებიან და  მშვენივრად ხმარობენ ყოველდღიურ ცხოვრებაში , ხოლო ძველად  მეომრებს გეტა ეცვათ და ომობდნენ კიდეც.  გეტასთან ერთად ნამდვილ კიმონოს ქალს უნდა ეკეთოს იაპონური ულამაზესი თმის ვარცხნილობა , რომელზეც  ცალკე აქსესუარები და ელემენტები მაგრდება.  ასევე სახის მაკიაჟი იაპონურ სტილში.  აღსანიშნავია , რომ იაოპონელები კიმონოს მხოლოდ დღესასქწაულებზე და ოფიციალურ დღეებში იცვამენ , საერთოდ  კიმონოს ჩაცმა არ შეუძლია ყველას ,  რადგან ეს ეროვნული ტანსაცმელი თავისი აქსესუარებით საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა.

Advertisements

19 comments on “კიმონო

  1. ამ იაპოელებზე ხო ვგიჟდები რააა. მაგარი ხალხია. რაც კიმანოს შეეხება დიდი სიამოვნებით ჩავიცვამდი………

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s