საკე


საკე

საკე – სუფთა იაპონური ეროვნული სასმელი , რომელიც ბრინჯით მზადდება  ,  მისი  ისტორია საუკუნეებს ითვლის და მომზადების ტექნოლოგია თითოეულ იაპონელს მემკვიდრეობით გადაეცემა.  იაპონელები  საკეს სვამენ  რომანტიკულ ვითარებაში ,  დღესასწაულებზე , რელიგიურ და რიტუალურ დღეებში. თვითონ  საკეს დალევა იაპონელებისთვის ერთი მთლიანი ხელოვნება და რიტუალია.

საკეს იაპონელები სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ , ყველაზე გავრცელებული სახელებია   «ო – საკე», «სეიშუ»  და  «ნიჰონშუ».  იაპონელები უფრო მეტად ამ უკანასკნელს ხმარობენ , თუმცა იაპონურ რესტორანში ნებისმიერ სახლეზე მიხვდებიან რომელი  სასმელი გსურთ. საკე არ არის სპირტიანი სასმელი და არანაირი კავშირი არ აქვს არაყთან , მისი დამზადების ტექნოლოგია მოგვაგონებს ლუდის გამოხდასთან. მისი დაყენება და გამოხდა მეტად შრომატევადი საქმეა.  თავიდან ბრინჯს ფქვავენ , ამისათვის იყენებენ სპეციალური ჯიშის ბრინჯს , შემდეგ დაფქულ ბრინჯს ხარშავენ ორთქლზე , ამის მერე მოხარშულ ბრინჯში ურევენ იაპონურ საფუარს – «კოძის» რომელიც მთლიანად ამ მასას საკეგარდაქმნის შაქრად.  ნატურალური ბრინჯის საფუარის   საშუალებით შაქარი გარდაიქმენება ალკოჰოლურ სითხედ – საკედ.  შემდეგ უკვე  ტექნლოგები სითხეს აძველებენ და აობებენ რათა უფრო მეტად არომატული იყოს . მისი ალკოჰოლური სიმაგრე   14 დან  20 გრადუსამდე ადის. ძველ იაპონიაში საკეს ხის კოლოფის მაგავრ ჭიქებით სვამდნენ , შემდეგ უკვე პატარა კერამისკის ფინჯნებით , დღესდღეობით  სასმელ ჭიქას არანაირი მნიშვნელობა არ ააქვს , უბრალოდ იაპონური ეტიკეტით  საკეს მირთმევა უფრო განგაცდევინებთ მის ორიგინალურობას და იაპონურ სულს.

ძალიან ბევრს გონია, რომ აუცილებელია საკე ცხელ – ცხელი მიირთვა , ესსაკე უბრალოდ სურვილია და არა აუცილებლობა ,  იაპონელები  საკეს მირთმევის დროს ყველაზე მეტჯერ ამბობენ  სიტყვას «კამპა – ი !» —  რაც ნიშნავს  «დილამდე სმას !» . პრაქტიკულად ყველა პრეფექტურაში სხვადასხვა სახის საკეს აკეთებენ , უბრალოდ ყველაზე მთავარი ნედლეული შეუცვლელია.  იაპონიაში 1 ოქტომბერი არაოფიციალურად აღიარებულია საკეს დღედ. უცხოელებისთვის ეს  ყოველთვის დასამახსოვრებელი თარიღია , ამ დღეს ყველაზე მეტი საკე ისმევა.  დღესდღეობით საკეს არამარტო იაპონელები აკეთებენ , მისი გამოხდის ტექნოლოგია თითქმის ყველა ქვეყანაში შიესწავლეს.  იაპონიაში არსებობს სპეციალური სასწავლებლები და  სკოლები სადაც საკეს გაკეთებას ასწავლიან.

Advertisements

5 comments on “საკე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s