Asimo – იაპონური საოცრება


asimo1

იაპონია ტექნოლოგიური განვითარებით მსოფლიოში  პირველ ადგილზე , რომ არის ეს ყველასთვის  ცნობილია.  სწორედ იაპონიაში  80 – იანი წლებიდან კორპორაცია  «Honda Research Institute Japan» ცდილობს შექმნას რობოტი ადამიანი  , მსგავსად ადამიანისა მასაც , რომ შეეძლოს სიარული , სირბილი  და უფრო მეტიც – დამოუკიდებლად აზროვნება.  ეს უკანასკნელი იაპონელი მეცნიერებებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირველესია ,  რათა ტექნოლოგიური გარღვევა მოახდინონ მთელ მსოფლიოში. აი უკვე რამოდენიმე წელია  «Honda Research Institute Japan» -ის ლაბორატორიბში მიმდინარეობს თავდაუზოგავი მუშაობა და სატესტო გამოცდა რობოტ Asimo – ზე.  რობოტი  Asimo 2000 წელს შეიქმნა და პირველად იაპონელმა  საზოგადოებამ  გაიცნო იაპონელი რობოტი. სახელი  Asimo ინგლისური წინადადების აბრევიატურაა «Advanced Step in Innovative Mobility» , რაც ქართულად ნიშნავს – ახალი ნაბიჯი ტექნოლოგიურ  სამყაროში.  პირველი სერიის რობოტები მოძრაობდნენ შედარებით ნელა  1,6 კმ /საათში.  შეეძლოთ ერთეული ფრაზების თქმა და ესმოდათ დაპროგრამებული სიტყვები.

asimo

2002 წლის თებერვალში  ნიუიორკის ბირჟაზე  სასაქონლო ვაჭრობა გახსნა Asimo რობოტმა. 2003 წელს კი რობოტი Asimo ნიუიორკის უმსხვილეს სავაჭრო ცენტრში ეპატიჟებოდა კლიენტებს საყიდლებზე.  ამავე წელს პოლიტიკაშიც მოხვდა Asimo .  იმდროინდელი პრემიერ მინისტრი ჯუიცუმუ კოიძუმი ვიზიტად მიემგზავრებოდა ჩეხეთში , სწორედ  Asimo – მ გააცილა პრემიერი.  ხოლო 2004 წელს შეხვდა ყაზახეთის პრეზიდენტს – ნურსულთან ნაზარბაევს და დანიის დედოფალ – მარგარეტ II- ს

Asimo

2004 წლის ბოლოსთვის რობოტის განახლებული ვერსია გამოვიდა. რობიტი გადაადგილდებოდა 3 კმ/საათში ,  შეეძლო ხელი ჩამოერთმია ადამიანისთვის , ისწავლა  საცეკვაო ილეთები და გაიუმჯობესა სამეტყველო ლექსიკა.

2006 წლის ზაფხულში   Asimo – ზე  მუშაობა დაიწყეს  კომპანია HONDA-ს  ყველა ოფისში . ამ წლის ვერსიებში Asimo – ს რობოტი უფრო მრავალფუნქციური გახდა.  შეეძლო  ადამიანისთვის სასმელი მეირთმია ლანგრით ,   ეპასუხა ტელეფონზე , გამოეცნო ადამიანის სახე  და უფრო მეტიც შეეძლო კიბეზე ასვლა , ბალახზე სიარული და ხელჩაკიდებული  სეირნობა  ადამიანთან ერთად.  რობოტის სიმაღლეც გაიზარდა 130 სმ -დე და წონა  54 კგ-მდე.  სარულის სიჩქრემ იმატა 6 კმ/საათში.

Asimo

ამ პერიოდიდან კომპანია  HONDA ადასტურებს , რომ  რობოტი მზადაა შეასრულოს მოახლის   ან გიდი – ინფორმატორის მოვალეობა.  რობოტის პრეზენტაციაზე Asimo – მ გააკეთა ყველა ის დავალება რაც შეეძლო მაგალითად : ყავის ლანგრით მირთმევა  და მაგიდაზე დადება , ცეკვა , სირბილი , ხელის ჩამორთმევა , ლაპარაკი და სხვა.  ჯერჯერობით HONDA ეტაპობრივად კიდევ ავითარებს რობოტის შესაძლებლობებს.  ანალოგიური რობოტი შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა თუ კი მზად იქნება გადაიხადოს მასში 175 ათასი დოლარი წელიწადში .  მართალია რობოტს ჯერ არ შეუძლია მთლიანად ჩაენაცვლოს ადამიანს , ამიტომ უახლოეს მომავალში იგი ვერ შეცვლის ადამიანს ამ სამსახურში.  თუმცა რობოტის შემქმნელები ამბობენ , რომ იგი არ არის შექმნილი ამ დანიშნულებით , ამ რობოტის შექმნისას გამოყენებული ტექნოლოგიები დაეხმარება ადამიანს ექსტრემალურ სიტუაციებში კოსმოსურ გამოკვლევებში საძიებო და სახიფათო სამუშაოებში და ა.შ.

შემოსავალით რომელიც შეუძლია მისცეს Asimo – მ კორპორაცია  HONDA – ს დაგეგმილია შემდგომში ტექნოლოგიების დახვეწა და განვითარება .  გარდა ამისა კომპანია HONDA – მ დაამთავრა 6 ადგილიან თვითფრინავის პროექტირება , რომლიც კომპანიის სიამაყედ ითვლება.

Advertisements

10 comments on “Asimo – იაპონური საოცრება

  1. ჰოო, მაგრამ ამხელა თანხები და გონებრივი რესურსები კაცობრიობისთვის უფრო მეტად სასარგებლო და ამჟამად აუცილებელი სფეროების განვითარებაში ჩაედოთ არ ჯობდა?… თუნდაც მედიცინაში ან რა დროს რობოტებია, როცა გლობალური დათბობაა და ეს იაპონიას ნამდვილად არ აუვლის გვერდს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s