MIURO – მელომანი რობოტი


Miuro

თქვენ მელომანი ხართ ? დაიღალეთ თქვენი სტერეოს ერთი ადგილიდან მოსმენით და გინდათ ხმა სხვადასხვა კუთხიდან გესმოდეთ ? მაშინ MIURO – ზუსტად თქვენთვის არის შექმნილი.  ეს მუსიკალური რობოტი დაგანახებთ ახალ ხედვას მუსიკალურ სამყაროში და დააკმაყოფილებს თქვენ მუსიკალურ პრეტენზიებს… 

MIURO – ფორმით კვერცხს გავს და 14 სმ სიგრძისაა , წარმოებულია კომპანია   ZMP. В და  Kenwood ერთობლივი თანამშრომლობით . გამოშვებულია  თეთრი , შავი , ყვითელ და წითელ ფერებით. მოკლედ რა უპირატესობა აქვს MIURO – ს ჩვეულებრივ მუსიკალურ ცენტრთან.  პირველ რიგში რობოტი თავისით გადაადგილდება ოთახიდან ოთახში , მუსიკის რიტმთან ერთად ის ტრიალებს და ბრუნავს ,  შესაძლებელია დავაკავშიროთ WI FI ინტერნეტს და იქიდან მივაწოდოთ მუსიკალური ფაილები , თავსებადია აგრეთვე Apple iPod – თან.

miuro

რობოტი აღჭურვილია შიდა კამერით და იმართება დისტანციური სამართავით. ყველაფერი ეს უადვილებს მომხმარებელს თავისთან გამოიძახოს  MIURO თუ კი ის ადგილმდებარეობით არ არის დაშორებული მომხმარებელთან.  ამით არ ჩერდება MIURO როდესაც ის დააფიქსირებს თავის მომხმარებლის ადგილმდებარეობას , ის იკავებს  კარგ პოზიციას მუსიკის ხმის საუკეთესო მოსმენისთვის. ამის შემდეგ ცეკვავს მუსიკის რიტმზე.

miuro

სხვა ფუნქციებტან ერთად მწარმოებლებმა MIURO – ს  დაუმატეს მაღვიძარას ფუნქციაც.  რობოტს შეუძლია დანთქმულ დროს ჩართოს მაღვიძარას ფუნქცია და თან იწყებს ცეკვას. მწარმოებლები აგრეთვე გეგმავენ , რომ MIURO – ს დაუმატონ  ადამიანების ამომცნობი ფუნქციაც.  MIURO – ფასი სულ რაღაც 900 $ – ია , უკვე გაყიდულია 500 ამდე ეგზემპლარი.

[Youtube=http://www.youtube.com/watch?v=gFxpuUMil5U]

Advertisements

3 comments on “MIURO – მელომანი რობოტი

  1. რა საინტერესო ხალხია ეს იაპონელები 😛
    მაგრამ მე მეშინია ასეთი ადამიანის ამომცნობიან-ადამიანურ-ჭკვიანი რობოტების განვითარების 😐 საერთოდაც ასეთი ტექნოლოგიური წინსვლის 😀
    2001 და ხელოვნური ინტელექტი მახსენდება ხოლმე :))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s