ჰარუკი მურაკამი


ჰარუკი მურაკამი

მისი წიგნები გამოსვლიდან რამოდენიმე თვეში ხდებიან ბესტსელები , მათ არ აჩერებენ მაღაზიის დახლებზე , მათ ყიდულობენ  და  ჩუქნიან საყვარელ ადამიანებს , არარსებობს ადამიანი რომელსაც არ წაეკითხოს მისი თუნდაც რომელიმე ნაწარმოები , მისი პროზა უთანაბრდება მუსიკას  და ფოტოკოლაჟს  იაპონური ბუნების , ამ ნაწარმოების კითხვით აჟიტირებული  მკითხველიც კი   ვერ გადმოგცემთ თუ რას გრძნობს და რა იზიდავ მას ამ მწერლის შემოქმედებასთან.   მისი სახელი ცნობილია მთელ მსოფლიოში.  ეს არის ცნობილი იაპონელი  მწერალი და ნოველისტი  – ჰარუკი მურაკამი. 

მურაკამი დაიბადა კიოტოში 1949 წელს, თუმცა მთელი ახალგაზრდობა კობეში გაატარა. მამამისი ბუდისტი მღვდლის შვილი იყო; დედამისი კი ოსაკელი ვაჭრის ქალიშვილი. ორივე იაპონურ ლიტერატურას ასწავლიდან.  ბავშვობიდან მურაკამი დასავლური კულტურის გავლენას განიცდის, განსაკუთრებით კი დასავლური მუსიკისა და ლიტერატურის.   სწორედ  მთავარი რამ რითაც ასე ფართოდ იზიდავს ჰარუკი მურაკამი თავის მკითხველს არის თანამედროვე , პოსტმოდერნისტული ენა და აზროვნება.

მისი შემოქმედება მე -20  საუკუნის  მეორე ნახევრიდან დაიწყო , ამ საუკუნეში  იაპონია ეკზოტიკურ ,  ნაკლებად ცნობილი ქვეყანად ითვლებოდა.   პირველი ნოველა Hear the Wind Sing დაწერა 1978 წლის აპრილში როდესაც ბეისბოლის თამაშს უყურებდა , ამ მოთხრობით მან ლიტერატურული პრემია აიღო , რამ გადააწყვეტინა ნოველის დაწერა დღემდე არ იცის ,  მისი სიტყვებით –   «უბრალოდ მივხვდი ამას და მორჩა».  ამის შემდეგ მურაკამმა ხელში  აიღო მელანი და უბრალო ფურცლებზე დაიწყო წერა. პირველი მოთხრობა იმდენად წარმატებული იყო , რომ 1980 წელს  დაწერა მეორე მოთხრობა    Pinball 1973 რომელიც პირველი ნაწარმოების  გაგრძელება იყო.

1982  წელს  მურაკამი პროფესიონალ  მწერალთა  რიგებში შევიდა , როდესაც გამოსცა  პირველი რომანი A Wild Sheep Chase რომელიც  ლიტერატურულ პრემია  “ნომა” – ს  ლაურეატი გახდა.

1985 წელს გამოსცა შემდეგი რომანი Hard-Boiled Wonderland and the End of the World რომელსაც არნახული პოპულარობა მოჰყვა ,  მურაკამი ამით არ გაჩერდა და იმავე წელს  გამოსცა საბავშვო მოთხრობების კრებული    სასაკი მაკის ილუსტრაციებით.

1987 წელს გამოვიდა მისი ახალი რომანი Norwegian Wood რომელსშიც მურაკამი მოგვითხრობს იაპონელი ახალგაზრდების პრობლემებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.  რომანის მთავარი გმირი არის გოგონა სახელად  ნაოკო , რომელიც უსაზღვროდ შეყვარებულია ახალგაზრდა მამაკაცზე ,  მაგრამ უეცარი  სასიყვარულო ურთიერთობის  დასრულების შემდეგ  ფსიქოლოგიურ და ემოციურ  ზემოქმედების ქვეშ რჩება.  რომანის სახელი მურაკამიმ აიღო The Beatles  – ის ცნობილი სიმღერის Norwegian Wood (This Bird Has Flown) – სგან  , აღსანიშნავია ,  რომ ეს კომპოზიცია რომანის  გმირის –  ნაოკოს და თვითონ მურაკამის  საყვარელი სიმღერაა. 

Haruki Murakami

Haruki Murakami

1988 წელს გამოსცა რიგით მე -7  რომანი  – Dance Dance Dance რომელიც იმდროინდელი ახალგაზრდებისთვის  ნამდვილი ბესტსელერი გახდა , რომანის  სიუჟეტი აგებული იყო თანამედროვე ცხოვრებაზე და დაწერილი იყო ავანგარდული  ენით.  პარალელურად წარმატებული მწერლის კარიერის კვალდაკვალ    1991 წელს გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში  და  პრისტონის სახელობის  უნივერსიტეტში  სტაჟიორ – მკვლევარის პროფესიას დაეუფლა. 1992 წელს წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი და პროფესორის წოდება მიიღო.  1995  წელს გამოსცა ახალი რომანი  The Wind-up Bird Chronicle .

1996 წელს დაბრუნდა იაპონიაში და გამოსცა  რამოდენიმე საშიში ჟანრის მოთხრობების კრებული და  რიგით მე -9 რომანი The Sputnik Sweetheart .  2001 წელს გადავიდა ზღვის ნაპირა სახლში ქალაქ ოისოში , რომელიც დღემდე იქ ცხოვრობს.   2002 წლის სექტემბერში  დაასრულა  თავისი რიგით  მე – 10 რომანი Kafka on the Shore მუშაობა ,  რომელიც ორ ტომად გამოსცა.  2002 წლიდან მსოფლიოს 6 ენაზე ითარგმნა მისი რომანები და ნოველები , ამით ჰარუკი მურაკამი  პოპულარობა ერთი – ორად გაიზარდა და გაყიდვები რეკორდულ ციფრებამდე ავიდა , 2006 წელს დააჯილდოვეს ფრანც კაფკას ლიტერატურული პრემიით. ცერემონია გაიმართა პრაღაში , სადაც ნომინანტ მწერალს გადასცეს კაფკას ქანდაკება და 10 ათას დოლარიანი ჩეკი.

დღესდღეობით 60 წლის  ჰარუკი მურაკამი  ცხოვრობს იაპონიის ერთ პატარა ზღვისპირა ქალაქში , ცოლთან ერთად. მისი უახლოესი რომანი გამოვიდა 2009 წლის 28 მაისს 1Q84 რომელიც გამოსვლიდან  პირველივე დღეს გაიყიდა ყველა ეგზემპლარი.

Advertisements

11 comments on “ჰარუკი მურაკამი

  1. მურაკამის ”Norwegian Wood” მაქვს წაკითხული და კიდევ ერთი-ორი მოთხრობა. ძალიან კარგი მწერალია, ორიგინალური და უჩვეულო ისტორიების შემთხზველი. ჩემი აზრით ნამდვილად ღირს წაკითხვად.

  2. მე ძალიან მომწონს მურაკამი,თამამია,საკუთარი ფანტაზიების არ ეშინია და რაც მთავარია,არავის იმეორებს,ძალიან განსხვავებულია

  3. Dance, Dance, Dance ერთგვარი გაგრძელებაა “ვირთხის ტრილოგიის” (Hear the wind sing, Pinball 1973, A wild sheep chase), ოთხივე წიგნი ძალიან მიყვარს 🙂 ისევე ყველაფერი მურაკამის, რაც წაკითხული მაქვს 🙂

    ისე, ჩვენთან მხოლოდ “ნადირობა ცხვარზე” რა პრინციპით გადათარგმნეს (პირველი ორი წიგნის თარგმნის გარეშე) ვერ ვხვდები 🙂

  4. “ნადირობა ცხვარზე” ძალიან მომეწონა !!! სხვა ნაწარმოებები ქართულად ნათარმნი არსებობს? 😀

  5. მურაკამის კითხვა “მწვანე მხეცით” დავიწყე. მერე დამაინტერესა და “ნორვეგიული ტყეც” წავიკითხე. ძალიან კარგი მწერალია, თან როგორც ჩანს, ჩემი საყვარელი “ბითლზებიც” მოსწონს და ეს კიდევ უფრო მიღრმავებს მისი რომანებისადმი ინტერესს.. იმედია ბევრ მათგანს თარგმნიან ქართულად :)))

  6. და აი მეც მოვმწიფდი მურაკამისთვის… გუუგლმა ნოდარი-სან ის ბლოგში გადმომისროლა ეგრევე და ვისარგებლებ ბარემ აქ გკითხავთ, რომელი ნაწარმოებიდან დავიწყო ????

    • ალბათ ყველაზე პოპულარული რომანით ნორვეგიული ტყით და შემდეგ ნადირობა ცხვარზე გააგრძელე 😉

  7. ძალიან მიყვარს მურაკამი და მისი წერის მანერა მისი ისტორიები ერთ ერთი საინტერესო მწერალია და საყვარელი ჩემთვის.

  8. ვინმე ლინკს ხო ვერ დადებთ? ვერ ვიპოვე ან ნორვეგიის ტყე ან რომელიმე სხვა ნაწარმოები ქარტულად რომ წავიკითხოო??:)) ელექტრონული ვერსია გეცოდინებათ ვინმეს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s