Hello Kitty


ეს  პერსონაჟი ცნობილია იაპონიაში და მთელ მსოფლიოში , მიკი მაუსის შემდეგ ყველაზე პოპლუარული ანიმაციური გმირი , იაპონიის პოპ კულტურის ნამდვილი სიმბოლო , დღეს უკვე ჩამოყალიბებული ბრენდი რომელიც დაბადებიდან   35 წელს ითვლის. თეთრი პატარა კნუტი – Hello Kitty ,  რომელიც ნამდვილად წარმატებული პროექტი აღმოჩნდა იაპონიისთვის.

სათამაშო  Hello Kitty შექმნა 1974 წელს სინტარო ცუდზიმ , რომელიც ფლობდა იაპონური სათამაშოების ფირმას  Sanrio. ერთხელ მან გადაწყვიტა  მოეფიქრებინა ახალი ანიმაციური გმირი , რომელიც მოეწონებოდა ყველას.  მრავალი დახატული ვარიანტების შემდეგ , ცუდზიმ ამოარჩია მისი აზრით ყველაზე კარგი ვარიანტი , გადაწყვიტა შეექმნა თეთრი კნუტი   «Hello Kitty» რომელიც გამოშვებისთანავე პოპულარული გახდა.  დღეს უკვე ბრენდად ქცეული სათამაშო მილიარდი დოლარის შემოსავალს იძლევა  წელიწადში.

Hello kitty Family

Hello kitty ოჯახი

რაც შეეხება სახელს , სინტარო ცუდზი ორ სახელის არჩევანზე იყო ან  «Hello Kitty» ან  «Kitty White» — საბოლოოდ შემქმნელი  პირველ სახელზე შეჩერდა.   პირველი საქონელი რომელიც გაიყიდა დიდი ტირაჟით იყო ჩვეულებრივი  საფულე Kitty – ის გამოსახულებით რომელიც დიდი ტირაჟით გაიყიდა. ამას მოჰყვა ღია მისალოცი ბარათები , სხვადასხვა წვრილმანი ნივთები რომლებიც ასევე  წარმატებით გაიყიდა.

Kitty პოპულარობა დღითდღე იზრდებოდა , მაგრამ 80 – ანი წლების ბოლოს მისი პოპულარობა ნელ ნელა დაეცა. მყიდველს აღარ მოსწონდა  Kitty –  ის ერთი და იგივე გამოსახულება და ერთი და იგივე პოზაში ყურება , მყიდველს ეუფლებოდა გრძნობა , რომ  ისთითქოს არ იყო ცოცხალი. ამიტომ   «Sanrio» – ს დიზაინერებმა  გადაწყვიტეს გაეხალისებინათ Kitty -მოაშორეს შავი კონტური , შემოსეს  სხვადასხვა სამოსში  ,  თათებშიც სხვადასხვა ნივთები დააჭერინეს.

ცოტა მოგვიანებით «Sanrio» – მ მოზრდილ აუდიტორიაზეც გათვალეს Kitty პოპულარობა.  შეიქმნა Kitty -ის ოჯახი — დედა, მამა , ბებია , ბაბუა და დაიკო მიმი , რომელსაც ბაფთა ქონდა მარჯვენა ყურზე , რათა არ შეშლოდათ Kitty – ში. ამას დაემატა ცხოველები კნუტი   Charmmy Kitty, გოჭი Shabliu და ზაზუნა  Sugar. აგრეთვე Kitty – ის მეგობარი კნუტი «Chococat».

დღესდღეობით ოფიციალურად თუ არაოფიციალურად უამრავი რამ გამოიცემა Kitty – ის ბრენდის ქვეშ , მაისურები , რბილი სათამაშოები , საკანცელარიო ნივთები , საყოფაცხოვრებო ტექნია , კომპიუტერული აქსესუარები და მრავალი სხვა.

Hello Kitty – ის ოფიციალური გვერდი

Advertisements

15 comments on “Hello Kitty

  1. რამდენჯერ შემიმჩნევია ეს საყვარელი კნუტი სხვადასხვა აქსესუარებზე და წარმოდგენაც არ მქონდა ვინ იყო . საყვარელია . საიტსაც დავათვალიერებ ვეჭვობ კარგად გავერთობი. დღემდე ვუყურებ მულტფილმებს 🙂

  2. ვაუ, წარმოდგენა არ მქონდა თუ ჰელოუ კიტი იაპონური იყო :))

    აუ,ბრენდზე და პროდუქციაზე გამახსენდა, არ ვიცი ფეშენზე რამდენად გიყვარს წერა, მაგრამ იოჯი იამამოტოზე (ან ზოგადად იაპონელ დიზაინერებზე) თუ დაწერ გამიხარდება :))) მართალია მისი პროდუქციიდან მხოლოდ სუნამო მქონდა, რომელსაც აღარ უშვებს და ახლა მთელს მსოფლიოში დავეძებდა ძლივს მივაგენი რამდენიმე ეგზემპლარს იბეიზე (იმედია, ნამდვილი აღმოჩნდება), მაგრამ არც სხვა პროდუქცია და ბიოგრაფია აქვს უინტერესო 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s