ჰაიაო მიაძაკი


თუ ანიმე არ გიყვართ ან უბრალოდ ვერ უდებთ გულს , ან  თვლით რომ თქვენი ასაკისთვის შეუფერებელია , ან არ გხიბლავთ ანიმეს დიდი თვალები და მარტივი ანიმაცია  , მაინც  თვალი შეავლეთ მიაძაკის შედევრებს. შესაძლოა თქვენ სხვა სამყარო აღმოაჩინოთ იაპონურ ანიმაციაში. მისი ანიმე  იმდენად ღრმაა , იმდენად მრავლისმთქმელი , იმდენად შინაარსიანი , რომ არარსებობს მისი მნახველი უემოციოდ დარჩეს. აბსოლიტურად მისმა  ყველა ნამუშევარმა წარმატება მოუტანა შემქმნელს იაპონიაში და მთელ მსოფლიოში , ხოლო 2002 წელს უმაღლესი კინო აკადემიიის ჯილდო – ოსკარიც  დაიმსახურა.

ჰაიაო მიაძაკი / Hayao Miyazaki – დაიბადა 1941 წელს იაპონიაში , დედაქალაქ ტოკიოში.  მისი მამა ფლობდა პატარა ფირმას , რომელიც  აწარმოებდა თვითფრინავის ნაწილებს , ხოლო პროფესიით იყო მფრინავი. აღსანიშნავია , რომ პატარაობიდანვე მიძაკი ყოველთვის ხატავდა თვითფრინავებს და სხვადასხვა საჰაერო ხომალდებს. სწორედ თვითმფრინავების თემა მოგვიანებით იქცა მისი ფილმების მოტივებად.

ანიმესთან პირველი შეხება დიდ რეჟისორს ქონდა 1958 წელს როცა სწავლობდა ტოიტამას უმაღლეს სასწავლებელში  და პირველად ნახა იაპონური ანიმაცია  – ლეგენდა თეთრ გველზე /   Hakujaden . ახლგაზრდა ჰაიაო ძალიან დაინტერესდა იაპონური ანიმაციით და თავად შეუდგა ფიგურების ხატვას და ანიმატორად ჩამოყალიბება.

1963 წელს მიაძაკიმ დაიწყო მუშაობა კომპანია Toei Animation იგი ხატავდა ფაზებს ანიმესთვის  პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში – Wan Wan Chuushingura (1963), რომელიც იყო კლასიკურ ფილმზე დაფუძნებული ანიმაცია  ფილმის რეჟისორი იყო   Daisaku Shirakawa.

გულივერის კოსმოსური მოგზაურობა

გულივერის კოსმოსური მოგზაურობა

1965 წელს იგი დაქორწინდა თანამშრომელზე, აკემი ოტაზე, რომლისგანაც მას ეყოლა ორი ვაჟი – გორო და კეისუკე. გორო ამჟამად უკვე ანიმატორია და სწორედ მას ეკუთვნის – ისტორიები ხმელეთზღვიდან.  კეისუკე კი ხის მოხატვის შესანიშნავი ოსტატია და მან მოამზადა გრავიურები ფილმისათვის – გულის ჩურჩული.

შემდეგი ანიმე  – გულივერის კოსმოსური  მოგზაურობა / Gulliver no Uchuu Ryokou- მ (1965) უკვე ცნობილი გახადა ჰაიაო მიაძაკი , ფილმის რეჟისორი იყო – კუროდა მასეო .  ჰაიაო კი ისევ  ფაზებს ხატავდა კომპანიაში.  ამ ანიმაციაში  ჰაიაომ რეჟისორს შესთავაზა სხვა დასასრული  ქონოდა ანიმეს , რაც გაითვალისწინეს კიდეც . ნი

მფრინავი გემი მოჩვენება

მფრინავი გემი მოჩვენება (1969)

ჭიერი რეჟისორი უმალ შეამჩნიეს კომპანიაში და მის აზრს ყოველთვის ითვალისწინებდნენ ანიმეს შექმნაში.

1968 წელს ჰაიაო მიაძაკი გადავიდა Toei Douga ანიმაციების შემქმნელ კომპანიაში , სადაც  გაიცნო რეჟისორი Takahata Isao მათ ერთობლივი ძალებით  შექმნე ახალი სრულმეტრაჟიანი ანიმე : ჰორსი : მზის პრინცი / Taiyo no Ouji Horus no Daibouken , ამას მოჰყვა  1969 წელს კიდევ ერთი ანიმე  : ჩექმებიანი კატა / Nagagutsu wo Haita Neko , რომელის მთავარი მხატვარი Kimio Yabuki – ო იყო. სწორედ იმავე წელს Kimio Tabuki – სთან ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნა შემდეგი ანიმე  :  მფრინავი გემი მოჩვენება / Sora tobu yûreisen სადაც ტანკების და საბრძოლო ტექნიკის შეყვანა ხდებოდა ქალაქში , სწორედ ამ სცენებზე  მუშაობა დაევალა  მიაძაკის.

Toei Douga მიაძაკიმ დატოვა 1971 წელს და გადავიდა კომპანიაში A Pro. იქ მან იმუშავა ლუპენ III-ის ექვს ეპიზოდზე (ისაო ტაკაჰატასთან ერთად). შემდეგი უნდა ყოფილიყო პეპი გრძელიწინდა , მაგრამ შვედეთში მოგზაურობისას და ასტრიდ ლინდგრენთან კონტაქტის ძიებისას პროექტი შეჩერდა, რადგანაც მათ უარი უთხრეს წიგნის ეკრანიზაციაზე. მიაძაკი და ტაკაჰატი გადავიდნენ

ჰეიდი - გოგონა ალპებიდან

ჰეიდი - გოგონა ალპებიდან1973 წელს

ახალ კომპანიაში Nippon Animation. აქ შექმნეს სხვადასხვა სატელევიზიო ანიმე სერიალები , ეკრანიზაციები ევროპული და ამერიკული საბავშვო წიგნების. ყველაზე საინტერესო პროექტად იმ პერიოდში შეიძლება ჩაითვალოს  სატელევიზიო სერიალი  – ჰეიდი – გოგონა ალპებიდან / Arupusu no shôjo Haiji  (1974). რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით გაიყიდა ეროვნულ ბაზარზე .  ტაკაგატი იყო მისი რეჟისორი , ხოლო მიაძაკი – მთავარი დიზაინერი.

1978 წელს  როგორც იქნა მიაძაკიმ თავის ნიჭი გამოცადა მთავარ რეჟისორის დარგშიც , თავად დაწერა სცენარი ფილმზე და თავადვე გადაიღო ანიმე :  კონანი – ბიჭუნა მომავლიდან  / Mirai shônen Konan (1978) , ალექსანდე კეას – გასაოცარი გარღვევა /The Incredible Tide მოთხრობის მოტივებზე , სადაც მიაძაკიმ მხოლოდ სამყაროს აღწერილობა გადაიღო ,  ხოლო სიუჟეტი მთლიანად შეცვალა. შემდეგი ანიმე   ჰაიაოს  პირად ფილმოგრაფიად  ითვლება  1979 წელს  დაიწყო პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე კალიოსტროს სასახლე / Kariosutoro no shiro (1979) – ზე მუშაობა .

კომპანია Animage –  მ მიაძაკის შესთავაზა გადაეღო ცნობილი წიგნის ეკრანიზაცია – ნაუსიკა ქარების მდელოდან

ნაუსიკაა ქარების მდელოდან (1984)

ნაუსიკაა ქარების მდელოდან (1984)

/Kaze no tani no Naushika , მიაძაკიმ შემოთავაზება დიდი სიხარულით  მიიღო. თავად რეჟისორი გახდა , ხოლო მისი მეგობარი ტაკაჰატი ფილმის პროდუსერად დანიშნა. ანიმე  დიდი წარმატებით გამოვიდა და  მნიშვნელოვან ნაბიჯად იქცა ანიმეს ისტორიაში.  ეს არის სათავგადასავლო ჟანრის ფილმი, რომელშიც მიაძაკიმ წინა პლანზე წამოაყენა უფრო გვიანდელ ნამუშევრებში გამოჩენილი რამდენიმე თემა:  ეკოლოგია , თვითმფრინავები და სხვადასხვა ტიპის უარყოფითი გმირი. ეს იყო პირველი ფილმი, რომლის სცენარიც და რეჟისურაც მიაძაკის ეკუთვნოდა.

ფილმში მოქმედება ხდება შორეულ  მომავალში , სადაც  საშინელი ბიოლოგიური ომები მძვინვარებს , ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს დედამიწაზე , ეკოლოგია განადგურებულია მთლიანად , ცოცხალი ორგანიზმი თითქმის აღარარსებობს.  მაგრამ ერთ – ერთი გადარჩენილი  ქარების სახელმწიფო აგრძელებს სიცოცხლეს , სადაც მეფე და მისი ქალიშვილი – პრინცესა ნაუსიკა მართავენ. მამაცი გოგონა ჩაებმევა დედამიწის გადარჩენის ბრძოლაში , ამისათვის მას დიდი ბრძოლა მოუწევს მეზობელ სახელმწიფოსთან.  ანიმემ დიდი გარდატეხა მოახდინა იაპონიაში ,  ფილმში გამოყენებული მუსიკა კი ცალკე ტირაჟით გაიყიდა.  ამ ფილმის წარმატების შემდეგ ჰაიაომ   1985 წელს, ტაკაჰატასთან ერთად ჩამოაყალიბა სტუდია  Studio Ghibli.  მისი ყველა შემდგომი ფილმი ამ კომპანიის მეშვეობით გამოვიდა.

ლაპუტა: საჰაერო კოშკი (1986) , ჩემი მეზობელი ტოტორო (1988) , კიკის საფოსტო სერვისი (1989)

ლაპუტა: საჰაერო კოშკი (1986) , ჩემი მეზობელი ტოტორო (1988) , კიკის საფოსტო სერვისი (1989)

მიაძაკის შემდეგი სამი ფილმი ასევე იქცა მის საფირმო ნიშნად. პირველი იყო – ლაპუტა : საჰაერო ციხე  /Tenkû no shiro Rapyuta (1986) , ისტორია ორ მოზარდზე, რომელიც ეძებს მფრინავ კუნძულს. შემდეგი იყო –  ჩემი მეზობელი ტოტორო / Tonari no Totoro (1988) – ჯადოსნური ისტორია ორ  დაზე  , რომელიც ტყის მაცხოვრებლებს დაუმეგობრდება. მესამე, კიკის საფოსტი სერვისი / Majo no takkyûbin –  ეიკო კადონოს ნაწარმოების ეკრანიზაცია, გოგონაზე, რომელიც ქალაქში მიემგზავრება და სურს ალქაჯის ხელოვნების დაუფლება, მაყურებელმა არანაკლებ დიდი ინტერესით მიიღო. სამივე ფილმში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს ფრენის თემას და ეს შემდეგ ფილმშიც გაგრძელდა.

კადრი ფილმიდან - პორკო როსო (1992)

კადრი ფილმიდან - პორკო როსო (1992)

შემდეგი ანიმე პორკო როსო /Porco Rosso (1992) – საინტერესო იყო იმით, რომ მთავარი გმირი აბსოლუტურად განსხვავდებოდა ყველა წინა ფილმის გმირისგან. ეს იყო ასაკოვანი მამაკაცი, რომელიც ანტი-მუსოლინისტური რეჟიმის წარმომადგენელს უფრო ჰგავდა. იგი, ღორად ქცეული, ცხოვრობს 1920-იანი წლების იტალიაში და ებრძვის მფრინავ მეკობრეებს.

1997 წელს გამოვიდა მნიშვნელოვანი ნამუშევარი პრინცესა მონონოკე / Mononoke-hime (1997).  ამ ფილმით მიაძაკიმ კვლავ წამოწია ეკოლოგიის, ადამიანის ბუნებასთან შეჯიბრის თემა, რაც უკვე ჟღერდა ფილმში “ნაუსიკაა ქარების მდელოდან”.  ამ ფილმში ცხოველების სულები ებრძვიან ადამიანებს, რომლებიც ტყის გასანადგურებლად იყენებენ ინდუსტრიის უკანასკნელ მიღწევებს. იაპონიაში ფილმს დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად და ფილმამდე ტიტანიკი (1997 წლის ფილმი) იგი იაპონიაში იყო ყველა დროის ყველაზე წარმატებული კინონამუშევარი.

მიაძაკიმ დროებით დატოვა სტუდია. მცირე პაუზის პერიოდში მან მოიგონა ისტორია გოგონაზე, რომელიც სულების ქალაქში მოხვდება. ეს იქცა აჩრდილწაღებული / Sen to Chihiro no kamikakushi  (2001) ანიმეს იდეად, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვოდა ჰაიაოს მეგობრის შვილებს – სწორედ მათი გავლენით შეიქმნა ეს ისტორია. ფილმი გამოვიდა 2001 წელს და იქცა ნამდვილ სენსაციად – როგორც კომერციული წარმატების, ასევე მხატვრული ღირებულების მხრივ. მან მიიღო რამდენიმე ცნობილი პრიზი, მათ შორის – 2002 წლის ოსკარი  საუკეთესო ანიმაციური ფილმისათვის.

კადრი ფილმიდან - "აჩრდილწაღებული"

კადრი ფილმიდან - "აჩრდილწაღებული"

ფილმის იწყება მთავარი გმირი, გოგონა ჩიჰიროს მოგზაურობით. მშობლებთან ერთად იგი გადადის საცხოვრებლად ახალ სახლში, მაგრამ გზად ისინი გეზს იცვლიან და შედიან იდუმალ ცარიელ ქალაქში. მოულოდნელად დედ-მამა აღმოაჩენენ უამრავ საჭმელს და, შიმშილის გრძნობის გამო, გემრიელად შეექცევიან მას – თუმცა ეს პროცესი რამდენიმე წამში ამაზრზენ სანახაობად იქცევა. მოულოდნელად ორივე იქცევა ღორებად. ჩიჰირო შეშინებულია, მაგრამ ამასობაში ღამდება და იგი გაიცნობს ბიჭუნა ჰაკუს. ქალაქი იღვიძებს და ივსება საოცარი აჩრდილებით. ჰაკუ ეუბნება ჩიჰიროს, რომ მას შეუძლია მშობლების გადარჩენა, თუკი მისტიური აბანოს მეპატრონეს, იუბაბას მოინახულებს და აბანოში სამუშაოს დაიწყებს. ამავდროულად, ცნობილი ხდება, რომ ჰაკუს საიდანღაც ახსოვს ჩიჰირო, მაგრამ ”ჰაკუ” მისი ნამდვილი სახელი არ არის და მას არ ახსოვს ნამდვილი სახელი.

იუბაბასთან შეთანხმების შემდეგ, ჩიჰირო თავის ნამდვილ სახელს ტოვებს და მას ამიერიდან ”სენს” უწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ჩიჰიროც დაივიწყებს საკუთარ სახელს.

აბანოში მუშაობის მძიმე პირობებში, ჩიჰირო შემთხვევით შემოუშვებს უსახო სულს. აბანოს ამასობაში ეწვევა მყრალი სული, რომელსაც სინამდვილეში ”მდინარის ღვთაება” ჰქვია. იგი ნაგვით და ჭუჭყით არის სავსე. მისი დაბანა არც ისე ადვილია, მაგრამ უსახო ჩიჰიროს ჩუქნის სპეციალურ დაფას, დასაბანი წყლის კონცენტრაციის რეცეპტით. ამ დაფების მოპოვება არ არის ადვილი. საჭიროა მათი ჩაშვება აბანოს სარდაფში, ბაბუა კამაძისთან, რომელიც პასუხისმგებელია ამ კონცენტრაციებზე.

2004 წლის ივლისში დასრულდა მუშაობა ფილმზე ჰაულის მოსიარულე ციხე / Hauru no ugoku shiro (2004), რომელიც გადაღებული იქნა დაიანა უინ ჯონსის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. ფილმის პრემიერა შედგა 2004 წლის ვენეციის კინოფესტივალის ფარგლებში და ფილმს მოუტანა ოქროს ოსელას ჯილდო, ანიმაციის ტექნოლოგიის მხრივ. იმავე წლის 4 ნოემბერს შედგა მისი პრემიერა ფართო მაყურებლისათვის და პირველი ორი დღის განმავლობაში ფილმმა მიაძაკის სტუდიას 1.4 ბილიონი იენა მოუტანა. უფრო მოგვიანებით, აშშ-ში  უოლტ დისნეის კომპანიის პროდიუსერობით გამოვიდა ფილმის ინგლისურენოვანი ვერსია.

კადრი ფილმიდან - ჰაულის მოსიარულე ციხესიმაგრე (2004)

კადრი ფილმიდან - ჰაულის მოსიარულე ციხესიმაგრე (2004)

ფილმი მოგვითხრობს 18 წლის გოგონა სოფიზე , რომელიც მუშაობს ქუდების მაღაზიაში და ერთ დღესაც ბებერი ჯადოქარი მოაჯადოვებს და  მოხუცებული ქალის სხეულში ჩაამწყვდევს.  სოფი გადაწყვეტს მოძებნოს ადამიანი  , ვისაც მისთვის ჩვეულებრივი გარეგნობის დაბრუნება შეუძლია , სოფი გაიცნობს ჯადოსანს ხაულს და მის დემონს კალციფერს მოსიარულე ციხესიმაგრეში. სოფი გადაწყვეტს დაეხმაროს მარტოხელა ხაულს სახლის საქმეებში , ხოლო სანაცვლოდ დაუბრუნოს ძველი ახალგაზრდული სახე.

2005 წელს ვენეციის კინოფესტივალის ცერემონიაზე მიაძაკიმ მიიღო სპეციალური პრიზი, ანიმაციაში წვლილის შეტანისათვის. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მისი უკანასკნელი ფილმი იქნება ‘მე ჩემი პატარა ბიჭი დავკარგე’, რომელსაც საბოლოოდ ეწოდა .

2006 წელს გორო მიაძაკიმ, ჰაიაოს შვილმა, გამოუშვა თავისი პირველი ფილმი – ისტორიები ხმელეთზღვიდან, რომელიც ეფუძნება ურსულა ლე გუინის ამავე სახელწოდების ფენტეზის ჟანრის ეპოპეას. ეს დიდი ხნის წინ დაწყებული პროექტი იყო, რომელმაც მცირე ბზარი შეიტანა გოროსა და მისი მამის ურთიერთობაში – ჰაიაოს თავად სურდა რეჟისორის სახით მუშაობა და თვლიდა, რომ გორო ჯერ მზად არ არის ასეთი ნაბიჯისათვის. ფილმის გადაღებისას მამა-შვილი ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჰაიაომ იმუშავა ფილმის ფონების მხატვრად.

2006 წელს  ცნობილი გახდა, რომ ჰაიაო ახალ ფილმზე მუშაობს და მასში გამოყენებული იქნება მისთვის უჩვეულო ვიზუალური მეთოდები.  2007 წელს გამოცხადდა, რომ ეს იქნება – პონიო /  Ponyo.  დაფუძნებული ჰანს კრისტიან ანდერსენისა  და იაპონური ხალხური თქმულებების მოტივებზე.

კადრი ფილმიდან - პონიო (2008)

კადრი ფილმიდან - პონიო (2008)

ფილმში მოთხრობილია ხუთი წლის ბიჭუნას  და ოქროს თევზზე , რომელსაც სურს ადამიანად ქცევა. ისტორიის დიდი ნაწილი ვითარდება ზღვაში და არ იყენებს კომპიუტერულ ეფექტებს, განსხვავებით ჰაიაოს წინა ნამუშევრებისგან.

ჰაიაოს ნამუშევრები გამოირჩევა საინტერესო სიუჟეტით , ორიგინალური ხედვით , უჩვეულო გმირებით და დაუვიწყარი ვიზუალური ეფექტებით. მისი ყველა ანიმე შედევრია და საკუთრებაა არამარტო იაპონიის არამედ მთლიანად სამყაროსი.

Advertisements

29 comments on “ჰაიაო მიაძაკი

  1. იაპონური რაც არ მიყვარს, ეს ანიმეა 😦
    ვერ ავხსნი, რამდენად არ მიყვარს და რა დასაბუთება მაქვს… მეზარება 😉
    სამაგიეროდ, ვგიჟდები იაპონურ მხატვრობაზე, გრავიურებზე. აი, მაშინ რომ პოსტი გქონდა… აუ რა მაგარ იყო!

  2. როგორ არ მიყვარს ანიმე. მიყვარს და რომ გადავავლე თვალი პოსტს, ძირითადად ამ კაცის ანიმეები მქონია ნანახი, აი საოცრება, არადა ავტორებს და ანიმატორ კომპანიებს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ : )

    “მფირნავი გემი მოჩვენება” ერთ–ერთი პირველია, რაც ვნახე ანიმეებიდან. პრინცესა მონონაკეც კარგია, თავიდან სიუჟეტი არ მესმოდა, მაგის გამო რამდენჯერმე ვნახე… აი, აჩრდილწაღებული თუ გატაცებული, როგორც ქვია სიგიჟემდე მომწონს, გაგრძელება არ ექნება ნეტავ?
    ჰაულის მოსიარულე ციხეც კარგია, აღტაცებული ვიყავი, :sun:

  3. მიყვარს ანიმე, თუმცა სულ 2 მაქვს ნანახი, თუ სამი: ციცინათელას საფლავი (ბავშვობაში ბევრი ვიტირე), Death Note (ძალიან მაგარია!) და Evangelion Genesis .
    ჯერჯერობით ვერ მოვახერხე რომ მორიგი კარგი რამ გადმოვწერო დაჩავუჯდე, თან ვიცი ისევ ისე ჩამითრევს, როგორც ზემოთხსენებული ორი და ვითომ მოცდენა არ მინდა 🙂

    ეს ბოლო ოქროს თევზი ძალიან საყვარლად გამოიყურება, სად შეიძლება ვიპოვო?:)

  4. მოგესალმებით,

    შესანიშნავი ბლოგი გაქვთ!

    მე ეხლა იაპონიაში ვარ და მეც ვცდილობ როცა დრო მაქვს ცოტა დავწერო და სურათები დავდო, თუმცა ინგლისურად.

    http://my.opera.com/SHIBUI/blog/

  5. გამარჯობა მე გადაცემა ჩვენი ექსპრესიდან, და დავინტერესდი შენი ბლოგით, დამიკავშირდი სკაიპში gionix-95

  6. “მფრინავი გემი მოჩვენება” და “აჩრდიილწაღებული” მეც ძალიან ძალიან მიყვარს.
    კარგი სტატიაა – ბევრი ახალი გავიგე და ბევრი მულტფილმის ნახვა დავისახე მიზნად 🙂 დიდი მადლობა!

  7. სწორი შესავალი გაქვს:
    ანიმეს არანაირი მოყვარული არ ვარ, მაგრამ მიაძაკი უბრალოდ გენიოსია ♥
    არც ვიცი რომელი ანიმაცია რომელს მირჩევნია…
    ყველა მართლაც რომ გენიალურია ♥
    პ.ს. სანი ვარ და ბლოგროლზეც ჩაგამატე
    ძალიან კარგი ბლოგი გაქვს 🙂

  8. ამ ბლოგზე მადლობის სათქმელად შემოვედი. მადლობა, ენდი, მიაძაკის ანიმაციებით რომ დამაინტერესე – უდიდესი სიამოვნება მივიღე მისით.
    მიაძაკის თაყვანისმცემლებში მეც ჩავეწერე 🙂

  9. რა ცუდია, რომ ეს ანიმეები გოლ.გეზე სულ რუსულად დევს 😦 მე იაპონურად მოსმენა და ტიტრებზე თვალების დაბრეცვა მირჩევნია. მთელი მუღამო იაპონური კილოს მოსმენაშია, თუნდაც ერთი სიტყვაც არ იცოდე.
    თუმცა ერთი ორი სიტყვა ვიცი :))
    ვატაში ვა
    ალიგატო 😀

  10. ვაიმე უღრმესი მადლობა ენდი.

    აგიხსნი რატომაც … ზოგადად არ მიყვარს ანიმე და შენი სტატიის შემდეგ გადავწყვიტე ამ რეჟისორის ფილმებს ვუყურო.

    პირველი რაც ვნახე იყო – პრინცესა მონონოკე.

    მერე მოვრჩი Spirited Away. და მივაყარე ყველა.

    ეს კაცი გენიოსია. ვაიმე, რამდენი ხანია ასე არაფერი მომწონებია, როგორც ამ კაცის ნამუშევრები. აი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორ სიამოვნებას მანიჭებს მისი ანიმეების ყურება.

    იმაზე აღარ დავიწყებ ლაპარაკს, რომ კარგი ბლოგი გაქვს. ისედაც მითქვამს უკვე ბევრჯერ.

    კიდევ ერთხელ მადლობა რჩევისთვის, რომელიც დამეხმარა კიდევ ერთი გენიალური კუთხე აღმომეჩინა იმ “გეომეტრიულ ფიგურაში”, რომელსაც კინემატოგრაფია ეწოდება.

    მადლობა !

  11. ანიმეს მაყურებელს ასაკი არ განსაზღვრავს.. ალბათ უფრო ესთეტიურობა ? ანდა ფალშის არ ყოფნის მომენტი…

    ბევრია შედევრები ანიმეში , მაგრამ მე ალბათ ყველაზე მეტად მაინც მაკოტო სინკაის ანიმეებმა გამნგმირე.. თუ ასე შეიძლება ითქვას : )

  12. @justsimpleguy, ფაქტიურად ჩემი სათქმელი დაწერე.
    შაოცრად შემიყვარდა მიაძაკის შემოქმედება: ბევრ ფილმზე აზრიანი და შინაარსიანი, გულშიჩამწვდომი და დიდაქტიკური

  13. @justsimpleguy, ფაქტიურად ჩემი სათქმელი დაწერე.
    საოცრად შემიყვარდა მიაძაკის შემოქმედება: ბევრ ფილმზე აზრიანი და შინაარსიანი, გულშიჩამწვდომი და დიდაქტიკური…

    “თუ ანიმე არ გიყვართ ან უბრალოდ ვერ უდებთ გულს , ან თვლით რომ თქვენი ასაკისთვის შეუფერებელია , ან არ გხიბლავთ ანიმეს დიდი თვალები და მარტივი ანიმაცია , მაინც თვალი შეავლეთ მიაძაკის შედევრებს. შესაძლოა თქვენ სხვა სამყარო აღმოაჩინოთ იაპონურ ანიმაციაში” – მართალი ხარ, ენდი. ეს სულ სხვა სამყაროა და კიდევ ერთხელ მადლობა, მისი გაცნობისათვის!

  14. ვაიმე რა კარგი პოსტია ❤
    ტიხირო (თუ ჩიჰირო?) როგორ მომნატრებია..
    ისთი თვალები აქვს არ შეიძლება არ გიყვარდეს <3<3

  15. აი ამ ანიმეებზე ლამაზი დასაყვარელი არ მინახავს არაფერი. ნამდვილი სასწაულებია და ჰაიაო გენიოსია ❤ ამ მსოფლიო შედევრებს რო ქმნის

  16. ჩემი მიაძაკი 🙂 აი ისეთი თბილი ანიმეები არავის არ აქვს როგორც მიაძაკს. მეორე მომწონს კიდე ძალიან შინკაი მაკოტო.

  17. ჰაიაოს ნამუშევრებს პატარობიდან ვუყურებ. ყველა მათგანი ნანახი მაქვს და დღემდე უდიდესი სიამოვნებით ვუყურებ მათ ხელახლა. არ არსებოს ამ ანიმეებს გულგრილად უყურო, აქ ყველაფერი ცოცხალია და ყველაფერს გრძნობ. ამ ანიმებით ეს კაცი ყველას სიყვარულს შთააგონებს და ყოველთვის, როცა მათ უყურებ, ხდები იმაზე უფრო უკეთესი ადამიანი, ვიდრე იყავი მანამდე…

  18. არ ვიცოდი ”აჩრდილწაღებული” და ”ჰაულის მოსიარულე ციხე” თუ ჰაიაო მიაძაკის იყო. ძალიან მომწონს და მიყვარს ეს ფილმები. მის სხვა ფილმებსაც აუცილებლად ვნახავ. სულ მაინტერესებდა 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s