ყოველ 15 წუთში თვითმკვლელობა


იაპონია რაც არ უნდა უცნაური იყოს მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას ადამიანთა თვითმკვლელობებით. სტატისტიკა იმდენად შემაშფოთებელია , რომ იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო ამ სენს მოიხსენიებს როგორც იაპონურ ეპიდემიას , სტრუქტურა  მთლიანად ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად იღწვის. სტატისტიკურად  ბოლო 11 წლის მანძილზე მთლიანად იაპონიაში ყოველ 15 წუთის ინტერვალით ხდებოდა თვითმკვლელობები. ეს სტატისტიკა , რომ შევადაროთ მცირე რიცხოვან ერთან , შეიძლება ამ 11 წლის მანძილზე ეს ერი საერთოდ გამქრალი ყოფილიყოს.

იაპონიის პოლიციის  ანგარიშით ყოველ წლიურად 30,000 – ამდე იაპონელი იკლავს თავს. ყველაზე მეტი თვითმკვლელობა კი 2008 წელს მოხდა , ამ წელს 32 ათასმა იაპონელმა  სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  ამხელა ციფრი უკავშირდება სერიოზულ სოციალურ და ფრიქოლოგიურ პრობლემებთან. ოჯახური პრობლემები , ჯანმრთელობის პრობლემა , ვალები და ასე შემდეგ ეს ყვეალფერი სასიკვდილო ზეგავლენას ახდენს  იაპონელებზე.

2009 წელს 40% – მა იაპონელმა თავი მოიკლა სამსახურის დაკარგვის , ხოლო 20% – მა სამსახურის ვერ პოვნის მიზეზით.  უფრო მეტად ჭარბობს მამაკაცები რომლებიც 50 წელს არიან გადაცილებულები. ბიზნესმენები , სკოლის დირექტორები თავიანთი წარუმატებელი ცხოვრებისდა გამო თავის ლიკვიდაციით ამართლებენ ამ საქციელს.

ახალგაზრდები , თინეიჯერები , სკოლის მოსწავლეები ცალკე თემაა. 2008 წელს სტატისტიკის მონაცემებით სულ მოხდა 32,249 თვითმკვლელობის შემთხვევა.  337 შემთხვევაში  ძირითადი მოტივი დაკავშირებული იყო სკოლის / უნივერსიტეტის პრობლემებთან : ცუდი აკადემიური მოსწრება , ურთიერთობა თანატოლებთან , დაცინვა ,  არასწორი პროფესიის შერჩევა , სასიყვარულო პრობლემები და ა.შ

284  შემთხვევა დაკავშირებული იყო დეპრესიასთან , ჯანმრთელობის და ოჯახურ პრობლემებთან.  არსებობს ვებ გვერდები სადაც ახალგაზრდებს მოუწოდებენ სუიციდისკენ. ამავე გვერდებიდან ხდება თვითმკვლელობის ჩატარების დეტალების დაგეგმვა ,  ადგილის შერჩევა და ჯგუფური თვითმკვლელობები.

თუ ასაკობრივად დავყობთ სტატისტიკას არასრულწლოვანთა თვითმკვლელობა არის მხოლოდ 3% მთლიანად საერთო რაოდენობის , ხოლო ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის 50 – წელს გადაცილებულთა შორის. რაც შეადგენს 20% , შემდეგ 60 წელს გადაცილებულები 18% და 40 წელს გადაცილებულ  იაპონელებში 15%.

ასევე მაღალგანვითარებული იაპონიაც ებრძვის სიღარიბეს , მოსახლეობის 15% სიღარიბის ზღავზე იმყოფება. ამ პრობლემიდანაც არის თვითმკვლელობების რიგი  შემთხვევები.

2009 წლის მთავრობამ გამოყო 15,8 მილიარდი იენი იმისათვის , რომ მკვეთარდ გაეუმჯობესებინათ სუიციდის საწინააღმდეგო ღინისძიებები .  ეს ღონისძიებები ითავლისწინებს სოციოლოგიურ გამოკითხვებს , კონტროლის გამკაცრება იმ ვებ საიტებისადმი რომლებიც აზომბირებენ და მოუწოდებენ მომხმარებლებს უიმედობისაკენ და თვით დამკვიდრების შესაძლებლობისაკენ. ამის გარდა გამოყოფილ თანხიდან , მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდა რკინიგზის და მეტროს სადგურების კეთილმოწყობას. რაც ითვალისწინებს დამცავი ბარიერების დამონტაჟებას. რაც ფაქტიუირად გამორიცხავს შესაძლებლობას მატარებლის ქვეშ შევარდნას.

ამის გარდა გათვალისწინებულია მკვეთრი  ფსიქოლოგიური და დეპრესიული დახმარების ზრდა  კლინიკებში , სარეაბილიტაციო ცენტრებში და მრავალი სხვა.  ეს პრობლემა აყვანილია სახელმწიფო უზრუნველყოფის დონეზე და მას ექცევა მრავალმხრივი ყურადღება.

სუიციდის ამსახველი ვიდეოები მრავლად დევს Youtube – ზე. გთავაზობთ ერთ ერთ მათგანს !

Advertisements

24 comments on “ყოველ 15 წუთში თვითმკვლელობა

  1. ვაიმე რა ამბავია წელიწადში 30 000 თვითმკვლელობა 😦
    ამ 15 წუთიან ინტერვალზე საერთოდ გავოგნდი რომ წარმოვიდგინე 😐

  2. აუ რა საინტერესო იყოოო!!!
    მისმინე შეიძლება პოსტი გამოვაქვეყნო ბლოგზე sikvdili.blogspot.com ? მე ამ ბლოგის თანაავტორი ვარ.

    რა თქმა უნდა მივუთითებ წყაროს.

    და ის ბოლოში რეკლამაა:D ბევრი ვიცინე:D

  3. როგორც ჩანს, მატერიალური კეთილდღეობა არ არის პირდაპირ კავშირში თვითმკვლელობების სტატისტიკასთან. ან არის, ოღონდ პარადოქსალურად არასასურველი თვალსაზრისით.

    იმიტომ რომ ლიდერები რატომრაც ნორვეგია, შვეიცარია, იაპონია არიან. და არა მაგალითად კონგო, ლიბერია ან სიერა-ლეონე.

    • მატერიალური კეთილდღეობა მეც მეეჭვება მთავარი პრობლემა იყოს აქ. უფრო ეს ცხოვრებაში ვერ გარკვევა და ადგილის ვერ პოვნა მიმაჩნია მთავარ მიზეზად.

  4. ეს ჩინეთში მაინც ხდებოდეს, რას ერჩიან თავიანთ თავს ჭკვიანი იაპონელები? : )

    ალბათ, რობოტებს უთმობენ ასპარეზობას… გენდერული თანასწორობა აღარაა მოდაში.. ეხლა რობოტ-ადამიანური თანასწორობა შემოვიდა…

  5. ვაჰ, გადავირიე, რა უბედურებაა ! :O
    ერთი შეხედვით არარეალურია 15 წუტში ერთი თვითმკვლელობა. მაგრამ თუ 35 000მდე იყო წლიურად, კი გამოდის ზუსტად მასე…

    ჩვენნაირ და ჩვენზე უარეს ქვეყნებში ადამიანებს თვითგადარჩენის ინსტინქტი იმდენად გაძლიერებული აქვთ, ასე მარტივად აღარ თმობენ სიცოცხლეს და გასაკვირი არ არის რომ თვითმკვლელობები უმეტესად პირად ტრაგედიას ან ფსიქიურ დაავადებას უკავშირდება.

    ნორვეგიის, შვეიცარიის და იაპონიისნაირ დალაგებულ ქვეყანაში კი ადამიანები, როგორც ჩანს, იცლიან იმაზე საფიქრად, რა მოსაწყენია მათი ცხოვრება, რომ არავის სცალია მათთვის, რომ არავინ უყვართ, არავის უყვარს და ა.შ. და რომ ჯობია, დროზე გაერიდონ წუთისოფელს.

    პ.ს. ვიდეოს ყურებაზე კარგა ხანს ვიფიქრე, ბოლოს გავრისკე ძლივს :D:D:D

    p.p.s. შენს ბლოგროლში მითითებული ჩემი ბლოგის ლინკი შეიცვალა და http://www.katiee.ge გავხდი 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s