იაპონელი ბლოგერები


იაპონიაში მოქმედი  ბლოგების რიცხვი 17  მილიონს აღწევს ,  მოსახლეობის თითქმის 20% – საკუთარი ბლოგი აქვს , ხოლო ბლოგის ჩანაწერები ჯამში 1,35 მილიარდია , ეს ინფორმაცია , რომ შევაჯამოთ  სულ თავისუფლად ეყოფა რამოდენიმე მილიარდ  წიგნს გამოსაშვებად.

გამოკითხვა ჩატარდა 2009 წლის ბოლოს , სისტემით რომელიც ავტომატურად აგროვებს მთელ ინფორმაციას ინტერნეტიდან.  გამოიკითხა მომხმარებლები 15 წლიდან ზევით ,  კითხვით :  არიან თუ არა  ამჯერად ბლოგერი  ან თუ  ქონდათ ბლოგერობის გამოცდილება.  დადგინდა ,  რომ ყოველი მეორე 20 წლამდე ახალგაზრდა იაპონელი არის ან იყო ბლოგერი.  ასევე დადგინდა  რომ ყველაზე მეტად იაპონელი ბლოგერები უმეტესად წერენ იმაზე თუ რა მოხდა იმ დღეს მის გარშემო,  დღიურის მსგავსად.  ეს თემა იაპონიაში სტრესის მოხსნის ერთგვარ საშუალებად ითვლება. თუ რას წერენ იაპონელები უმეტესად ბლოგზე ამას ქვემოთ მოცემული სტატისტიკა გაჩვენებთ.

რა თემაზე წერთ უმეტესად ბლოგზე ? (1082 პასუხი)



1 დღეს რა გავაკეთე , ვის შევხვდი 100
2 ფილმის , TV show , ანიმეს ყურების შემდეგ  შთაბეჭდილება 67,6
3 საყვარელი პროდუქტი , სამზარეულო , კულინარია 56,5
4 ნაყიდ ნივთებზე შთაბეჭდილება
52,8
5 მაღაზიები , ფასები , რა მინდა რომ ვიყიდო 46,3
6 პოლიტიკური სიახლეები 45,4
7 ფინანსური სიახლეები 44,4
8 სპორტული სიახლეები 39,8
9 წიგნის , მანგის წაკითხვის შემდეგ  შთაბეჭდიელება 36,1
10 სხვადასხვა ინტიმური , პირადული თემები 35,2

25%  ბლოგებს წარმოადგენენ ადამიანები რომლებიც ინტერესდებიან სხვადასხვა აქტუალური სოციალური და პოლიტიკური  თემებით . ასეთი ბლოგერების ასაკი იწყება 30 – დან ზევით.  არსებობს ასევე მცირე პროცენტი ბლოგერების  რომლებიც ინტერესდება  თანამედროვე ტექნოლოგიებით და მიღწევებით.  გამოკითხვებით დადგინდა , რომ 20% ბლოგები (3 მილიონი) ნახლდება თვეში ერთხელ.  სამაგიეროდ ყოველ თვიურად ჩნდება 400-500 ბლოგი.

ინტერნეტ ჟურნალმა Wired გამოსცა სია 10  ყველაზე სექსუალური იაპონელი ბლოგერის . გთავაზობთ ფოტოებს და თავად ბლოგების მისამართებს. (სურათზე დაწკაპებთ გადახვალთ მათ ბლოგზე)

Shoko Nakagawa - 23 წლის. 100 მილიონი ვიზიტორი ყოველ თვე

Kaori Manabe - 27 წლის . ვიზიტორი ბლოგზე : N/A ?!

Chiaki Kyan - 23 წლის. ვიზიტორი ბლოგზე : 25,000 ყოველ კვირა.

Noriko Saito - 25 წლის. ვიზიტორი ბლოგზე : 250,000 თვეში.

Asami Shinohara - 26 წლის. ვიზიტორი ბლოგზე : 120,000 თვეში.

Yumi Fukuda - 25 წლის. ვიზიტორი ბლოგზე : 13,000 თვეში.

Yumi Fukuda - 25 წლის. ვიზიტორი ბლოგზე 13,000 თვეში.

Yuko Matsumaru - 29 წლის. ვიზიტორი ბლოგზე : N/A ?!

Shuho Saito - 32 წლის. ვიზიტორი ბლოგზე : 5,000 დღეში.

რავარი სენსუალური ბლოგერები არიან :mrgreen:

Advertisements

16 comments on “იაპონელი ბლოგერები

  1. გმადლობ ამ პოსტისთვის..

    დიპლომის წერისას გამომადგება.. 🙂

    ისე, ჩვენგან დიდად არ განსხვავდებიან, ჩვენც ხომ მსგავს თემებზე ვწერთ.. : )

  2. Yuko Matsumaru მომეწონა ძალიან ლამაზია საერთოდ დიდად არ ვგიჟდები აზიური გარეგნობის ქალებზე თუმცა მან ნამდვილად მომხიბლა. ამდენი ვიზიტორი მეც მინდა 🙂

  3. ისე მაინტერესებს იაპონიაში წასვლა და ნახვა, როგორ ცხოვრობენ. იმდენად შორს ცხოვრობენ დასავლური კულტურისგან თუ სოციუმისგან, რომ რაღაც სხვა სამყაროს ხალხი მგონია.
    გადაცემას ვუყურებდი Travel channel-ზე და იქ თქვა ერთმა, თუ იაპონიაში ცხოვრება გინდა, უნდა იცოდე, რომ აქ ყველა ერთმანეთისთვისაა და ინდივიდუალისტური დასავლეთისგან ძალიან განსხვავდებაო.

    [“სტარსკი და ჰათჩში” რომ ამბობს (ოღონდ, იქ ვიეტნამელია მგონი), რა ვიცი, ყველა თეთრკანიანი ერთმანეთს გავხართო, ჩვენც ხომ ყველა “წვრილთვალება” ერთნაირი გვგონია 😀 მე მგონია 😀 ]

    ამ სტატისტიკას რომ გადავხედე, მივხვდი, რომ სინამდვილეში ყველანი ერთნაირები ვართ და იმაზე გვიყვარს წერა, ჩვენს ცხოვრებაში რა ხდება, რას ვაკეთებთ, ვინ გვიშლის ნერვებს და ა.შ.

    • თავად იაპონელებს რომ კითხო ჩვენ უფრო ვგავართ ერთმანეთს ვიდრე ისინი , მათთვის ძალიან ადვილია განასხვავო კორეელი იაპონელისგან ან ჩინელისგან.

      სინამდვილეში ყველანი ერთნაირები ვართ . თემებსაც ერთნაირი შნაარსის ვწერთ !

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s