იაპონური პოეზია


იაპონური  პოეზია – ერთ ერთი გამორჩეული და სპეციფიკური ხელოვნებაა მთელ მსოფლიოში. იგი  მთლიანად  დაფუძნებულია აღმოსავლურ კულტურაზე და ხელოვნებაზე. თავად პოეზიაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ძენ ბუდიზმმა. ეს გავლენა პოეზიაზე ბევრად ძლიერია , ვიდრე ფილოსოფიაზე. იაპონურ  პოეზიას სხვადასხვა ჟანრობრივი მიმართულება აქვს , მაგრამ ყველაზე მთავარი განშტოება არის – ჰაიკუ.

ჰაიკუს პოეზია იაპონურ კულტურაში ჩამოყალიბდა ხალხური სიმღერების , ხუმრობების და მხიარული შაირების ნიადაგზე.  პოეზიის ეს სახეობა სამ ტაეპიანია და  სრულყოფილებას იძენდა დახვეწილი სალონური თამაშების პროცესში. თამაშის წესით საჭირო იყო გონებამახვილობისა და საზრიანობის დემონსტრირება. ლექსის თქმა მთლიანად დაფუძნებული იყო იმპროვიზაციაზე და სხარტ გარითმვაზე.  ჰაიკუს ოსტატების მოვალეობა იყო სიტუაციაში  სწრაფად გარკვევა და მის არსში ჩაწვდომა. აი ერთი მაგალითი თუ როგორ განავითარა  ლექსის  ორი სტრიქონი ჰაიკუს ოსტატმა მორიტაკემ (1473 – 1549)

შენ კიდეც გეშინია
შენ კიდეც გილხინს
მიმავალს შენს საქმროსთან
როცა წყვდიადში ღამის
გადაირბენ წყალზე გადებულ  ბოგირს

ამგვარად ხდებოდა ლექსის აწყობა. ხშირად დასაწყისი სტრიქონების შევსება ხდებოდა სხვადახვა სამსტრიქონედით:

თითქოს საჭიროა მოკლვა
მაგრამ სურვილი არ მაქვს.
ქურდი შევიპყარ ღამით
და როცა შევხედე კარგად,
შვილი აღმოჩნდა ჩემი.
აყვავებულმა ტოტმა
ჩემთვალთაგან წარიტაცა
ნათელი მთავრე.

ხშირად ჰაიკუს პოეტური აზრი გამოუცნობი რჩებოდა. მაგალითად  ჰაიკუს ჟანრის სახელგანთქმულმა იაპონელმა პოეტმა მაცუო ბაშიომ (1644 – 1694) შეძლო მთელი სამყარო აესახა ამ ლექსში.

შემოდგომის მწუხრისას
ყვავი მარტოდმარტო ზის
გამხმარ ტოტზე.

ბაშიოს ეს მინიატურა ასეთ განწყობას ქმნის : ყვავი , გამხმარი ტოტი , მოახლოებული მწუხრი , გვიანი შემოდგომა. როგორც ერთი ფერით შესრულებული პეიზაჟი , ბაშიოს მინიატურაც რამდენიმე სიტყვით ქმნის სიჩუმისა და მწუხრის განცდას , ერთგვარად დაძაბული მოლოდინის შთაბეჭდილებას. ბაშიო ტოტზე მჯდომ ჩვეულებრივ  ყვავში ხედავს სამყაროსეულ აზრს. ყოველივე ამას ბევრი რამ აქვს საერთო ძენ-ბუდიზმთან. ძენ ბუდიზმის გავლენით 1686 წელს ბაშიო ქმნის თავის ცნობილ სამტაეპიან ლექსს:

ძველი გუბურა
ბაყაყი ჩახტა წყალში:
ტყაპ ! გაისმა სიჩუმეში.

ამ ლექსში ერთმანეთს ერწყმის მარადიულისა და წუთიერის ელემენტები:  ძველი გუბურა მარადიულია და მის მარადიულობაში , რომ შეაღწიო ცნობიერებით , საჭიროა ერთგვარი წუთიერი ძვრა.   ე.ი ბაყაყის ხტომა. სწორედ ეს ბადებს რაიმეში წვდომის მომენტს. ამრიგად , ჰაიკუში ერთიანდება ორი ძირითადი ელემენტი: დაუსრულებელი და მყისიერი.

Lib.ge – ზე გამოქვეყნებულია რამოდენიმე იაპონელი პოეტის ჰაიკუს  ჟანრის  ლექსები. სეცუკო ნოძავა , ტეიძიო ნაკამურა , სოენ ნაგაკავა , სანტოკა ტანედა , ბუსონი , სოძიო ჰინო , სანკი საიტო , კინიჩი სავაკი , სუმიო მორი , სიუსონ კატო , კეირო ისაკავა , იაცკა ისიხარა , ჰაკუსენ ვატანაბე .

ჰაიკუს მინიატურების ბოლომდე გასაგებად , მრავალი მკვლევარის მითითებით , საჭიროა მკითხველი იყოს სულიერი განათების ან თუნდაც სამადჰის მდგომარეობაში. მაგრამ რაკი სულიერ განათებას მხოლოდ ერთეულები აღწევენ , მინიატურათა შინაარსი ყოველთვის ამოუცნობი რჩება. პოეტი მორო ნანიმარო (1761 – 1837) ამბობდა : “ვისაც სურს ბოლომდე გაიგოს ჰაიკუს აზრი , უნდა გადავიდეს სხვა სამყაროში , ინახულოს მასწავლებელი და თვით ჰკითხოს.

ჰაიკუს შინაარსობრივი ფესვები უკავშირდება იაპონიის წესჩვეულებებს , რელიგიას , მითოლოგიას , ისტორიას. როგორც ფერწერაში , ჰაიკუს ჟანრშიც აისახება ჩვეულებრივი საგნები და ბუნების მოვლენები , დაკავშირებული იაპონელთა ცხოვრებასთან.

ჰაიკუ იაპონელთა ეროვნულ ხასიათის კარგი ილუსტრაციაა. იმ უნარის მაჩვენებელია, რომელიც გამოავლენს , გახსნის ამ უკანასკნელის ქვეცნობიერ საწყისს.

Advertisements

11 comments on “იაპონური პოეზია

  1. რა საინტერესოა.. თავისებურია და განსხვავებული რაც თავისთავად ლამაზია… 🙂 მომეწონა…

  2. “ჩამოვიარე მე შენს ქუჩაზე, შენ თხოვდებოდი მაშინ უჩაზე…” ადამიანის მთელ ცხოვრებას გასდევს ლახვარივით ეს ერთი ფრაზა. ანდა მეორე, “მე მოველ, რომ ეს გული გადაგიშალო… ” – რამხელა გრძნობაა არა?! კოკობი ულვაშების და ხუჭუჭა თმების გარეშე განა შეიძლება ამ ფრაზის გამეორება..?! – ვერა!. 🙂

    იაპონური ლირიკა თავის მხრივ ლამაზია იაპონურ რეალობაში, ქართულად მე მგონი მაინც კურიოზულია. თქვენთვის იჭუკჭუკეთ აქ და ხალხში მაინც ნუ იტყვით ყვავზე და გამხმარ ტოტზე, ვერც გაიგებენ და ვერც გააგებინებთ!

    მიყვარხარ სუშივ, შოიუ!
    ბრინჯზე ნაფენო მაგურო,
    შიოგათი მორთულ-კაზმულო
    ვასაბით ამოდაგულო!

    ამომავალო მზისა და
    ზღაპრულ ბაღების მხარეო
    ტბისა და
    ფუძიამაზე მთვარეო.

    საკე დავცალე ფიალით
    ზედ ენკა დავამღერეო,
    საბი მამედო ტიალი
    ჰაიკუ ამავღერღეო!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s