გრძნობებში დაკარგულები


ორი ერთმანეთისგან უცნობი ადამიანი , საპირისპირო სქესით , განსხვავებული ასაკით , განსხვავებული სამოქალაქო სტატუსით , ერთი შეხედვით არაფერი საერთო, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთ მთავარი რამ მარტოობა და  ერთმანეთთან  ურთიერთობის ჟინი.  ეს გახლავთ სოფია კოპოლას ერთ-ერთი ბრწყინვალე სარეჟისორო ნაშრომი  Lost in Translation . სადაც ძალიან კარგად არის გადმოცემული  ორი ადამიანის ურთიერთობა , რომლებიც  ერთიდაიგივე ადგილას , ერთიდაიგივე დროს , ერთიდაიგივე პრობლემებით შეხვდებიან ერთმანეთს.

ფილმში მოვლენები ვითარდება ტოკიოში , ერთ ერთ ფეშენებელურ სასტუმროში. ახალგაზრდა წყვილი შარლოტა და  ჯონი  საქმიანი ვიზიტით ჩამოდიან იაპონიაში.   მეუღლე  ახალგაზრდა ფოტოგრაფი მთლიანად დაკავებულია საკუთარი  საქმით. შარლოტა მთელი დღეს სასტუმროს  ნომერში ატარებს , მარტო  უცხო გარემოში ყოფნა მასზე ძალიან  მოქმედებს .  ტოკიოს ხმაურიანი და სიცოცხლით სავსე  ცხოვრება მისთვის არაფერს ნიშნავს .  სტრესული სიტუაციის გამო ის თავისი არჩეული სასიყვარულო ურთიერთობის გადაფასებასაც იწყებს.

ფილმის მეორე ხაზი გვიჩვენებს საშუალო ასაკის მქონე  მამაკაცს .  წარმატებულ მსახიობს ბობ ჰარისს , რომელიც ასევე საქმიანი ვიზიტით სტუმრობს იაპონიას. დაბინავდება ტოკიოში , ზუსტად იმავე სასტუმროში.  პირადი ცხოვრება დანგრეული ,  ასევე მისთვისაც უცხო გარემოში ყოფნა , უცხო ენასთან და  საზოგადოებასთან  ურთიერთობა  უარყოფითად მოქმედებს.   ერთადერთი გართობა სასმელი  რომელსაც გეახლებათ სასტუმროს ბარში. სწორედ ამ ადგილას ხვდებიან ჩევნი გმირები ერთმანეთს

იუმორით სავსე მსახიობი და ურთიერთობას მოკლებული ქალი საერთოს მალევე აღმოაჩენენ. შარლოტა უკვე აღარ ზის ფანჯარასთან მარტო და არ გადაჰყურებს ტოკიოს ხედს. ახლა მისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს მეორე ნახევრის არ ყოფნა მთელი დღე.  მას აღარ აინტერესებს ჯონის ფოტოგრაფიული ისტორიები , საქმიანი ვიზიტების ამბები და ასე შემდეგ. მან ბრწყინვალე მეგობარი იპოვა ბობის სახით.

ბობიც თავის მხრივ მშვენივრად გრძნობს თავს შარლოტას გვერდით , დადიან ახალგაზრდულ წვეულებებზე , მღერიან  კარაოკეს , თამაშობენ სათამაშო აპარატებს და ეცნობიან ტოკიოს ქუჩებს.  შარლოტას უმნიშვნელო  ნატკენი ფეხის გამო დაიპყრობენ ტოკიოს სავადმყოფოს. ერთმანეთს გამოუტყდებიან თავიანთ სისუსტეებზე , მომავლის გეგმებზე და პირადულ ამბებზე.

ყოველი დღე იწყება ერთმანეთთან შეხვედრით და  მთავრდება ერთმანეთთან განშორებით.  მაგრამ ბობის ვიზიტი იაპონიაში იწურება , მთავრდება ის ურთიერთობაც რაც აქამდე იყო. ბობი  ვალდებულია წავიდეს რადგან  ცხოვრების მეორე მხარეს ყოფილი მეუღლე და შვილი ელოდება. შარლოტასაც თავისთავად არ სურს რომ დასრულდეს ეს ურთიერთობა.

მაინც რა ქვია ამგვარ ურთიერთობას ? ფილმში ამ კითხვაზე პასუხს ბოლომდე ვერ ვიგებთ , არის ეს სიყვარული თუ უბრალო მეგობრული ურთიერთობა , სოფია კოპოლა მთლიანად მაყურებლის ამარა ტოვებს ამ კითხვას.

ფილმის ფინალი კი რაღაცა დოზით სიტუაციაში გაარკვევს მაყურებელს. როდესაც   ბობი შარლოტას გამოსამშვიდობებლად გადაეხვევა ჩასჩურჩულებს :

When john is waiting on the next business  trip … go up to that man , and tell him the truth. okay ?

ფილმი საუკეთესო სცენარის ნომინაციაში 2003 წელს  ოსკარით დააჯილოდვეს. მთავარ როლებს კი ბილ მიურეი და სკარლეტ იოჰანსონი თამაშობენ.


Advertisements

10 comments on “გრძნობებში დაკარგულები

  1. მშვენიერი ფილმია და მშვენიერი რევიუ :)) სოფია კოპოლა,ზოგადად,ძალიან ნიჭიერი რეჟისორია,სამწუხაროა,რომ არც ისე პროდუქტიული.

  2. vaime ra kargi mimoxilvaa, dzalian gaxarebuli var rom cavikitxe, chemi ert-erti usayvarlesi kinoa da gansakutrebit ki gamixarda is rom rogorc iqna mivxdi tu bob harrisi ras eubneba kinos bolos shartlottas yurshi. DIDI DIDI madloba 🙂

  3. სწორედ ამ ფილმის მერე გავხდი იაპონიის დიდი ფანი ))

    და ეს ფილმი არის ჩემი #1 :yes:

    მშვენიერი მიმოხილვაა ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s