ჰანამობა 2010


იაპონიაში გაზაფხულის დადგომასთან ერთად ალუბლის ხეების – საკურას ყვავილობასაც ზეიმობენ.  ეს ტრადიცია იაპონიაში ნარას ექოპიდან იღებს სათავეს  (710-784 წ.) თავიდან იაპონელები ქლიავის ხეების ყვავილობას აღნიშნავდნენ , თუმცა ჰეიანის ეპოქიდან საკურას მიმართ უფრო დიდი ინტერესი გაჩნდა.   საკურა იაპონელებს სილამაზის სიმბოლოდ მიაჩნიათ. საკურას ხეების ძირში იაპონელები მიირთმევენ საკეს , საუბრობენ სხვადასხვა თემებზე , წერენ ლექსებს და ატარებენ მხიარულად დროს.

სამწუხაროდ იაპონიაში არ გახლავართ , ამიტომ  სხვა საიტიდან აღებული , მინდა შემოგთავაზოთ წლევანდელი ჰანამობის დღესასწაულის ამსახველი ფოტოები:

მანქანის პარკირებისათვის განკუთვნილი ადგილი

გადაადგილება შემდეგ ხდება ველოსიპედით

საკურას ხეების ძირში დასვენება

საკურას ყვავილი

წარმომიდგენია რა ალუბლის ყვავილის სურნელება იქნება

იაპონელები ტკბებიან საკურას სილამაზით : D

მშვენიერი ადგილია დამეთანხმებით : (

საკურას ყვავილობა სულ რაღაც 1 კვირა გრძელდება.

მარუიამას ბაღი - ქალაქ კიოტოში

ერთმანეთს არ უღებენ იმდენ ფოტოს რამდენასაც ამ ხეებს : )

საღამო ალუბლის ბაღებში

აყვავებული ხეები საღამოსაც კარგად ჩანს

დილის კულტურული სეირნობის შემდეგ , საღამოს ე.წ "შარაფი" მიმდინარეობს ხეების ძირში.

სვამენ საკეს , შეექცევიან სხვადასხვა კერძებს , რა ხმაური იქნება ხომ წარმოგიდგენიათ ?

ყველა ზეიმის და დღესასწაულის ბოლო შედეგი

თუმცა იაპონელები ძალიან ნაყოფიერად იყენებენ ყველანაირ ნაგავს ! (ამას შემდეგ პოსტში დავწერ)

სულ ეს იყო , ისე სულ თავისუფლად შეიძლება მსაგვსი ბაღების გაკეთება თბილისში ,  მტკვრის რომელიმე სანაპიროზე , მითმეტეს იაპონიის მთავრობა ძალიან გულუხვია ამ საკითხში ,  საკურას ნერგებს  პატივისცემის გამოსახატად ჩუქნის სხვადასხვა ქვეყნებს.  თბილისის მერიამ უნდა ითავოს  ეს საკითხი , დამეთანხმებით ძალიან კარგი იქნება  ჩვენთვის და ჩვენი ქალაქისთვის.

Advertisements

24 comments on “ჰანამობა 2010

  1. ძალიან მიყვარს იაპონელები … სიამოვნებით ვიზეიმებდი მათთან ერთად გაზაფხულის დადგომას , მშვენიერია მართლაც 🙂 მინდაააააა

    p.s. გეთანხმები , თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს მსგავსი რამ … მოხარული ვიქნები.

    • აჰა სულ თავისუფლად შეიძლება ,უბრალოდ მონდომება უნდა. თან საკურას ხე რამე განსაკუთრებულ კლიმატურ პირობებს არც ითხოვს.

  2. მინდა მინდა მინდა ეს დღე თბილისში, გამოვნახოთ რა ადგილი!!! ულამაზესია!!

    ტერმინი “ჰანამობა” რას ნიშნავს?

    • ჰანა – ნიშნავს ყვავილს , მი – ყურება (花見) ანუ ყვავილობით ტკბობა. ჰანამი ქვია საკურას ყვავილობის დღესასწაულს. ადრე დავწერე ამაზე პოსტი. ზემოტ დავდე ლინკი.

  3. გარედან შეიძლება ძალიან მაგარი ჩანს იაპონელობა მაგრამ ჩემი აზრით ეგრე არაა… არის რაღაცეები, რაშიც ევროპის ნებისმიერი ქვეყანა ბევრად ჯობია… არ მომწონს მათი ყოველდღიური ცხოვრება და ა.შ.
    ალბათ უფრო იმიტომ მოსწონს ყველას იაპონია რომ ეგზოტიკური და გასხვავებულია…

  4. @andy, +1 🙂
    @bluekittie, ვიცი რომ ერთ-ერთი ყველაზე “საქმიანი” და “დაკავებული” ერია, რომელიც დღე და ღამე მუშაობს. გარდა ამისა ასევე საკმაოდ ტრადიციულებიც არიან და ა.შ. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მაინც სიამოვნებით ვიქნებოდი იაპონელი. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს იაპონელების გარეგნობა და მათი ენა (ისე არ მოვკვდები, რომ იაპონური არ ვისწავლო ).

  5. silamazis aRqmis gansakuTrebuli unari aqvt. aseti ubralo, kovelgvari qveteqstebisa da “konceptualismisagan” tavisufali silamazis, romelci saertod daikarga am gadagvarebul ershi. chventan aset “martiv” rameebs magra dascinian. aq zeadaminauri ideebit “tkbebian” ;)))

  6. CheshireCat ვერ მოვაბი თავი რომ გავაგრძელო, არადა მავიწყდება უკვე რაც იქ ვისწავლე 😐 გარეგნობას რაც შეეხება, მე ევროპისკენ ვარ… და ენა მართლა მომწონს… კიდე ღადაობა ისაა, ღრმადზრდილობიანი გამოთქმები რომ აქვთ და საერთოდ ზრდილობა რა დონეზეა იქ ეგეთი არაფერი მინახავს =)))

  7. bluekittie

    მართალია 🙂 ვინმე სტივენ ლოიდი ასწავლის, არასტუდენტებსაც და საერთოდ, ნებისმიერ მსურველს იღებს სიამოვნებით

  8. ვაიმე, გამოუშვან.. გამოუშვან… მინდა ეგეთი ბაღი თბილისში, ან არადა გამიშვით იაპონიაში საკურას ყვავილობისას…

  9. ძალიან ლამაზია! ისე, იაპონია მაგარია! განსაკუთრებით გეიშას დღიურების კითხვისას მომეწონა! 🙂

  10. ულამაზესია!!!! და მაგონი თავისუფლად შეიძლება მსგავსი ბაღის მოწყობა ამჟამინდელი ზოოპარკის ტერიტორიაზე(მის მცირე ნაწილზე მაინც!!!)

  11. გამოხმაურება: საკურას ყვავილობა – ჰანამობა |

  12. გამოხმაურება: 16 ულამაზესი ქუჩა გაზაფხულზე – Facts.ge

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s