ნაგავი იაპონიაში


იაპონია სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ყველაზე წარმატებულად და სასარგებლოდ  იყენებს ნაგვის ნედლეულს. ქვეყანაში 127 მილიონი კაცი ცხოვრობს  , ისედაც პატარა კუნძულოვან და მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში საერთოდ არარსებობს ადგილი სადაც მთელი ქვეყნის ნაგავი ერთად იყრიდეს თავს.  უფრო მეტიც ტერიტორიის გასაფართოებლად ნაგვისგან აკეთებენ ხელოვნურ ხმელეთს.

მაგალითად საზღვაო ქალაქ კობეში გაკეთებულია ხელოვნური კუნძული  Port Island. კუნძულის მშენებლობა დაიწყო 1966 წელს და დასრულდა 1981წელს. მშენებლობის პრინციპი ერთი შეხედვით არის ძალიან მარტივი , მთელი კუნძული არის დაკონსერვებული ნაგავი. კუნძულის ფართობი – 436 ჰექტარია.

Port Island - ნაგვით აშენებული კუნძული იაპონიაში

მასზე მოთავსებულია აეროპორტი შვეულმფრენისთვის , სხვადასხვა სასტუმროები , უნივერსიტეტები , მუზეუმი ,  სპორტულ – გამაჯანსაღებელი ადგილები , IKEA – ს ჰიპერმარკეტი , დასასვენებელი პარკები  და   რამოდენიმე კაფე. აქვე ტურისტებისთვის არსებობს პატარა ტურისტული მატარებელი კუნძულის დასათვალიერებლად. კუნძულთან დაკავშირება ხდება საავტომობილო ხიდით.

კანსაის საერთაშორისო აეროპორტი - ხელოვნური კუნძული რომელიც აშენდა ნაგვით.

შემდეგი ხელოვნური კუნძული აშენდა 1987 და დასრულდა 1989 წელს ,  კუნძულზე განთავებულია კანსაის საერთაშორისო აეროპორტი , კუნძული 4 კილომეტრის სიგრძისაა და ესეც იგივე პრიონციპით არის აგებული , საძირკველში მოათავსეს უამრავი ტონა ნაგავი და შემდეგ დააკონსერვეს. ხელოვნური კუნძული მთლიანად აეროპორტს უკავია , მასე აშენებულია ორი ასაფრენ – დასაფრენი ზოლი და აეროპორტის შენობა.  სპეციალურად მოწვეული ინჟინრების დახმარებით , მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ  კუნძული მთლიანად გამორიცხავს  რაიმე ნგრევას და კატაკლიზმებს კუნძულზე.

ნაგვის ურნები იაპონიაში

იაპონელები ნაგავს მეორადი დანიშნულებით იყენებენ .  პირველ რიგში ქუჩაში , საზოგადოებრივ ადგილებში ,  დიდ სავაჭრო ცენტრებში ყველგან დგას ნაგვის სხვადასხვა  ურნები , რომლებიც სპეციალურად განკუთვნილია სხვადასხვა დახარისხებული ნაგვისთვის. მაგალითად პლასტმასის ბოთლები ერთ სპეციალურ  ურნაში  თავსდება , ალუმინის ქილები ერთ ურნაში , ქაღალდის ნივთები ცალკე , შუშის ბოთლები ცალკე და ა.შ. პლასტმასის ბოთლების გადამუშავების შემდეგ იაპონელები აკეთებენ სპორტულ ტანსაცმელს , სკოლის ფორმებს , საკანცელარიო ნივთებს , საოფისე ავეჯს და სხვა.

თუ გავლით მოხვდებით იაპონიაში , ნაგვის გადაგდებისთვის დაგჭირდებათ სპეციალური ნიშნების სწავლა.

გადამუშავების წინ პლასტმასის ბოთლებს რეცხავენ , ასუფთავებენ და იყენებენ დანიშნულებისამებრ.  მაგალითად ერთ ერთი იაპონური  კომპანია შუშის ნაგვისგან აწარმოებს   ქუჩის მინის ფილებს.  აგრეთვე შუშისგან აკეთებენ ერთი სერიის ფოტოაპარატებს რომელიც შედარებით იაფი ღირს , მსგავსი ფოტოაპარატები იაპონელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ყველაზე დიდი შოკი ნაგვის გადამუშავების არის ქალაქ კავასაკიში სადაც უშვებენ ხარისხიან საპონს  ცხიმისგან ,   რომელიც რჩება რესტორნებში კერძების მომზადების შემდეგ , კაფეებში , სკოლის სასადილოებში და ა.შ. როგორც ამბობენ ძალიან არომატული სურნელება აქვს.  (თუმცა ამის გაკეთებას ჩვენ რეალობაში არ იქნება მაინცდამაინც კარგი 🙂 )

Advertisements

20 comments on “ნაგავი იაპონიაში

  1. და აი ბიოლოგიურ ნარჩენებს სად ყრიან? მაგ.: კარტოფილის ნაფცქვენებს, ბანანის ქერქებს და ა.შ.
    რა კარგი იქნებოდა ჩვენთანაც რომ იყოს ნაგვის დახარისხება. რაღაცას აპირებს მგონი მთავრობა.

  2. მაგარი ხალხია რა.
    აბა მე, მთელი თვე ვეძებე მაკულატურის ჩასაბარებელი, მთელი ტონა წიგნები რომ არ დაგვეწვა ოფისის დახურვის მერე. არც “მესემიჩკეებს” ჭირდებოდათ ამდენი ქაღალდი შესახვევად.
    ვერავინ მითხრა, სად იბარებენ მაკულატურას 😦

  3. ტანჯვა იყო იქ ნაგვის გადარჩევა. საჭმლის ნარჩენებს და ქაღალდს ერთად ვაწყობდით ხოლმე ქაღალდის პარკებში. იქ თან ბოთლს უნდა გააცალო გარედან შემოკრული და თავსახურიდა ისინი ცალკე ჩაყარო, PET ბოთლები ქვია… და თუ არასწორად გაანაწილე მერე ნაგავს არ წაიღებენ 😐

  4. თავიდან იმ ნიშნევს ძლივს ვიმახსოვრებდი, რომელი რომელი იყო და ა.შ. სუპერმარკეტში რასაც ყიდულობ, ყველაფერს აწერია, სად უნდა ჩაყარო თან… სია მქონდა გაკრული კედელზე იმხელა…

  5. ერთის მხრივ კარგია, მაგრამ ასეთ სისულელეებში თანხების ხარჯვამ იაპონია მიიყვანა კრიზისამდე, რომელიც უკვე 20 წელია გრძელდება

  6. გამოხმაურება: ნაჰავი ქუთაისში (ნაწილი III) | Zurriuss.Ge

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s