იაპონია მე – 19 ს ბოლოს და მე – 20 ს დასაწყისში.


რუსეთ - იაპონიის ომი. (უკიოეს სტილი by Kyōkatsu, მაისი 1904 )

ვაგრძელებ იაპონიის  ისტორიის  მოკლე მიმოხილვას ამჯერად მე – 19 ს. ბოლო – 20 – ს. ის  დასაწყისზე  გავამახვილებ ყურადღებას.   ამერიკა – იაპონიის ერთობლივ  თანამშრომლობას იაპონიის მთელ ტერიტორიაზე მოჰყვა სტიქიური და ორგანიზებული გამოსვლები , ამის მიზეზი იყო ქვეყნის უეცარი და მოულოდნელი  დასავლური კურსის აღება. მთლიანად შეიცვალა სამხედრო რეფორმა , ქვეყანა გადავიდა თანამედროვე ცეცხლსასროლ იარაღებზე  , სამურაის ინსტიტუტი ძალაუფლებას კარგავდა. ხელისუფლება თავისთავად წარმატებით ახშობდა აჯანყებულთა გამოსვლებს და სულ უფრო მკვეთრ  დასავლურ  პოლიტიკურ გეზს იღებდა.

პოლიტიკურ ცხოვრებაში იაპონიის ხელისუფლება დაადგა აგრესიულ კურს.  ამ პოლიტიკის განხორციელებისას მმართველი კლასები მოხერხებულად იყენებდნენ სხვა ქვეყანასთან არსებულ წინააღმდეგობებს.  პირველ აგრესიულ კურს მიემხრო ამერიკის ხელისუფლება. ამერიკის ხელისუფლებას სურდა  იაპონიის გამოყენებით კორეასა და ტაივანში შეეღწიათ და თავიანთ კონტროლზე აეყვანათ ეს ქვეყნები. ამ ოპერაციით ისინი შეასუსტებდნენ ინგლისსა და რუსეთის პოლიტიკას შორეულ აღმოსავლეთზე. თუმცა გეგმები ვერ ხორციელდებოდა ჯერ ჯერობით რადგან  კორეა და ტაივანი იმ დროს ჩინეთის კოლონიად ითვლებოდა.

თავისთავად იაპონიასაც ქონდა ტერიტორიული ინტერესები.  ამერიკასთან შეთანხმებით იაპონია ცდილობდა სამხრეთ სახალინის შემოერთებას. თუმცა აქ რუსეთის დიდი წინააღმდეგობას წააწყდნენ. 1875 წელს დაიდო რუსეთ – იაპონიის ხელშეკრულება , რომლის თანახმადაც იაპონიას გადაეცა კურილიის კუნძულები , სამაგიეროდ თავი უნდა დაენებებინა სახალინისთვის.

1876 წელს იაპონიამ ომის მუქარით აიძულა კორეა წამოსულიყო არათანაბარ ხელშეკრულების დადებაზე. თუმცა ჩინეთისგან თანხმობა ვერ მიიღეს.  1894 წელს ინგლისის ესკადრის დახმარებით იაპონელებმა დაიპყრეს კორეა და ტაივანი და ჩინეთს აიძულეს გადასახადი ეხადა იაპონიისთვის. საბოლოოდ 1896 წლის აპრილში შიმონოსეკეში დაიდო ზავი. ზავის თანახმად კორეა გამოცხადდა ჩინეთისგან დამოუკიდებელი და შევიდა იაპონიის მფარველობაში. ჩინეთი თმობდა ლაოდუმის ნახ.კუნძულს და კუნძულ ტაივანს. მოგივანებით იაპონიამ ლაოდუმის ნახ.კუნძული უკან დააუბრუნა.

1899 წელს იაპონიამ მიაღწია იმას , რომ ყველა ხელშეკრულება რომელიც დადებული ქონდა ქვეყნებთან გააუქმა. მათ შორის ამერიკისაც. აღარ იყო საჭირო სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა  , რადგან ჩინეთ – იაპონიის ზავის შემდეგ ქვეყანამ ჩათვალა , რომ მაქსიმუმს მიაღწიეს აგრესიულ-კოლიონიური პოლიტიკის გატარებით.

ქვეყანა დაადგა განვითარების გზას. დაჩქარდა მრეწველობის დარგის აღორძინება, განვითარდა საფეიქრო საქმე. დიდი მიღწევები ქონდათ მეტალურგიას , გემთმშენებლობას. ქვეყნის ეკონომიკურ მრეწველობას თან სდევდა ქვეყნის მონიპოლისტური კომპანიების (მიცუი , მიცუბიში) შექმნა. მსხვილმა კომპანიებმა ქვეყნის განვითარება  მაღალ დონეზე აწიეს.  სამრეწველო წარმოებამ წინ გაუსწრო ამერიკას , იტალიას და მიუახლოვდა საფრანგეთს.

ამის მიუხედავად ქვეყანაში მაინც ჯერ კიდევ არსებობს ფეოდალური გადმონაშთები , რაც ძალიან დიდ სიძნელეებს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარებას. ქვეყანა არის ნახევრად დემოკრატიული და ნახევრად  ფეოდალური. ხელისუფლება ეკუთვნოდა არა ბურჟუაზიას არამედ ფეოდალებს. ქვეყანას ფორმალურად მართავდა კონსტიტუციური მონარქია , მაგრამ ფაქტობრივად ეს იყო თვითმპყრობელური დესპოტური მონარქია. ეს ყველაფერი ხელს უშლიდა ქვეყნის განვითარებას.

იაპონელების შესვლა პორტ-არტურში

1896 წელს ჩინეთსა და რუსეთს შორის დაიდო ხელშეკრულება ურთიერთდახმარებაზე . ფაქტიურად ეს იყო რუსეთის ინტერესების გატარება კორეა-ჩინეთზე. რუსეთმა ახალი მოთხოვნები გაუგზავნა იაპონიას : რომლის თანახმადაც რუსეთი თანახმა იყო იაპონიის ჯარები შესულიყო კორეაში  , თუმცა ზღუდავდა რიცხვს და ვადას. ამის სანაცვლოდ იაპონიას უნდა ეცნო რუსეთის უპირატესობა მანჯურიასა და ჩინეთის იმ საზღვრებში , რომელიც რუსეთს ეკვროდა. იაპონის მთავრობამ უარყო ეს წინადადება და პირდაპირ ომი გამოუცხადა რუსეთს. ომამდე იაპონიამ დახმარებითვის მიმართა ინგლისს თუმცა სამხედრო დახმარებაზე  უარი მიიღო.     ყოველივე ამან საბაბი მისცა დაწყებულიყო რუსეთ – იაპონიის ომი (1904-1905 წწ).  იაპონიამ მოვლენებს გაუსწრო და ომის გამოუცხადებლად თავს დაესხა რუსეთის ფლოტს – პორტარტურში.

იაპონია - რუსეთის გემები

იპონიამ კარგად გამოიყენა მოულოდნელობის ფაქტორი და  ამერიკის და ინგლისის ფინანსური დახმარება. პორტარტურის 11 თვიანი თავდაცვითი ბრძოლების დროს იაპონიამ ამოწურა თავისი რესურსები , ფინანსური მდგომარეობა კრიზისურლი გახდა , საშინაო პოლიტიკა დაიძაბა ,  ყოველივე ეს მოითხოვდა ომის შეწყვეტას. შედეგად რუსეთის ფლოტი სასტიკად დამარცხდა.  ინგლისმა გადაწყვიტა რუსეთს დახმარებოდა ომის დამთავრებაში , ამერიკასაც არ აწყობდა იაპონიის მეტისმეტი გაძლიერება, ამიტომ რუზველტმა მათ შუამავლობა შესთავაზა.

აშშ-ს ქ. პორტსმუთში 1905 წლის აგვისტოს ბოლოს დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკება. რუსეთმა ცნო იაპონიის უფლებები სამხ. მანჯურიასა და კორეაში. სახალინის გადაცემაზე კი თავი შეიკავა. თუმცა  27 აგვისტოს ნიკოლოზ II – მ მიიღო დესპანი თხოვნით დაეთმოთ იაპონიისთვის სახალინი.  მეფეს ეჩქარებოდა ზავის დადება რევოლუციური მოვლენების გამო. მან განაცხადა , რომ მზად არის უკიდურეს შემთხვევაში სახალინის სამხრეთ ნაწილზე.

სახალინის ნახ.კუნძული

საბოლოოდ ზავი დაიდო 1905 წლის 5 სექტემბერს. გარდა ამისა , რუსეთმა ცნო იაპონიის უპირატესი პოლიტიკური ინტერესები კორეაში. გარდა ამისა რკინიგზა პორტ-არტურიდან კუან- ჩენძიმდე.

20 – საუკუნის დასაწყისში იაპონია უძლიერესი სახელმწიფო ხდება. ამერიკა და ინგლისისთვის  , რომლებიც უწინ აქეზებდნენ და ეხმარებოდნენ იაპონიას სამხედრო ოპერაციებში , ახლა უკვე პირად სახიფათო მტრად იქცა. ეს ყველაფერი ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევდა ინგლისისა და ამერიკის პოლიტიკურ წრეებში.

Advertisements

4 comments on “იაპონია მე – 19 ს ბოლოს და მე – 20 ს დასაწყისში.

  1. რა კარგი დრო გამახსენე 🙂 როცა გრძელ ჭკვიანოზობას ვწერდი აშშ-იაპონიის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ წყნარი ოკეანის რეგიონში…

    როცა ტერიტორიულ ინტერესებს და სამფლობელოების გადანაწილებას ეხება საუბარი, კარგი იქნებოდა თუ რუკებსაც დაადებდი იმ პოსტებს 🙂 უფრო აღქმადი ხდება.

  2. საინტერესოა ძალიან ამ ქვეყნის ისტორია, ტრადიციები, კულტურა … ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ამავდროულად ტრადიციული ქვეყანაა…

  3. საქართველოსნაირი აფრიკაზე ჩამორჩენილი დაგლეჯილ დაქუცმაცებული ქვეყნისთვის სამაგალითოა იაპონიის ხალხის შრომის სიყვარული. ნულიდან თანამედროვეობამდე მათ შეძლეს 30 წელში!!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s