იაპონელები როგორც თავაზიანი ერი


საყოველთაოდ ცნობილია , რომ იაპონელები ყველაზე მოკრძალებული , ტრადიციების დამცველი და ზრდილობიანი ერია. ზრდილობა იმდენად აქვთ გამჯდარი ყოველდღიურ ცხოვრებაში , რომ სალანძღავი ლექსიკაც არ გააჩნიათ. ყველა საუბარი თუ დიალოგი თავაზიანად მიმდინარეობს და ყოველთვის იხმარება სიტყვა ბოდიშით (すみません – sumimasen) ან უკაცრავად (ごめん – gomen).

სასტუმროში , მაღაზიაში თუ სამედიცინო დაწესებულებაში სტუმარს ყოველთვის თავაზიანად და სტუმართმოყვარეობით იღებენ. ქუჩებში , ბაღებში , საზოგადოებრივ დაწესებულებებში შეიძლება შეხვდეთ წარწერებს , რომლებიც ხალხს მოუწოდებს თავაზიანობისკენ. იაპონიაში არავის უკვრის მაღაზიის ალერსიანი , მომღიმარი გამყიდველი , ყურადღებიანი ტაქსის მძღოლი , ზრდილობიანი ოფიციანტი.

იაპონელების თავაზიანი მისალმება

იაპონელების მისალმება და დამშვიდობებაც ერთი დიდი რიტუალია.მისალმების დროს იაპონელები ერთმანეთს მოკრძალებით უკრავენ თავს.  მოკითხვის შემდეგ დამშვიდობება ხდება ასევე მოკრძალებით და უაკნ უკან თავის დაკვრით , ანუ ზურგის შექცევა დიდ უზრდელობად ითვლება , დამშვიდობების შემდეგ სამი მეტრით უკან სვლის შემდეგ ორი იაპონელი აგრძელებს თავის გზას. ერთი  სიტყვით იაპონიაში ყველაფერს თავაზიანობის ბეჭედი აზის.

თავაზიანობის დემონსტრაცია ხდება ჩაის სმის დროს , როდესაც მასპინძელი ყველანაირად ცდილობს სასიამოვნო და ესთეთიკური განწყობა შეუქმნას სტუმარს. ჩაის ცერემონიალის მომზადებაც დიდი აკურატულობით და რუდუნებით ხდება.

ამ 130 მილიონიან კუნძულოვან ქვეყანაში მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა იაპონელია. რათქმაუნდა არსებობს მცირე პროცენტი უცხოელი მოსახლეობის  რომლებიც დიდ ქალაქებში არიან განლაგებულები , ეს პროცენტი არანაირად არ უშლის ხელს იაპონელებისთვის რამე ეტიკეტის ან წესების გაუქმებას.

იაპონელების თავაზიანობის მიზეზი ეფუძნება იაპონიაში გავრცელებულ რელიგიებს რომლებშიც ერთ ერთი მთავარ მორალს წარმოადგენს ადამიანების ერთმანეთთან პატივისცემა , მშობელის , უფროსისადმი მორჩილება , ბუნების მიმართ პატივისცემა. ყველაფერმა ამან განსაზღვრა იაპონური ქცევების და წესების თავისებურებანი რაზეც იაპონელები სამაგალითო და სტაბილურ საზოგადოებად ჩამოაყალიბა.

Advertisements

21 comments on “იაპონელები როგორც თავაზიანი ერი

  1. აღარ მახსოვს ვინ თქვა, რომ სალანძღავი სიტყვები უკულტურობაზე და გაუნათლებლობაზე მიუთითებს.
    მსგავს ერს არ სჭირდება ასეთი სიტყვები, არადა რამდენი იეროგლიფი აქვთ, მაგრამ არა!

    • აჰა , თავად ვიცი რამოდენიმე ცუდი სიტყვა იაპონურად , მაგრამ სართულებიანი გინებები და ლანძღვა არ არსებობს ბუნებაში :mrgreen: ერთი ჰეტა იციან ეგეც დებილს ნიშნავს (იგივე უვიცი)

      • მაგარია 😉 საერთოდ მგონია, რომ ჩვენნაირი ცხრასართულიანები არცერთ ნორმალურ კულტურაში არსებობს…
        რა კაია დებილს დავიმხასოვრებ ეხა და ეგრე დავუძახებ ხალხს 😉

  2. “იაპონიაში არავის უკვრის მაღაზიის ალერსიანი , მომღიმარი გამყიდველი , ყურადღებიანი ტაქსის მძღოლი , ზრდილობიანი ოფიციანტი.”
    ნეტა ჩვენთანაც ასე იყოს
    მომეწონა ეს პოსტი!

  3. რომ ვთხოვდი, მასწავლეთ-მეთქი სალანძღავი, ვერ მასწავლიდნენ, არ გვაქო, გავოგნდი 😀
    ნერვების მომშლელია ხოლმე ხშირად გადაჭარბებული ზრდილობა… მაღაზიაში შეხვალ და მთელი მაღაზია თავს გიკრავს და Irasshaimase-ს გეუბნება…

  4. სასწაული ხალხია… აზიური სამყაროდან იაპონელები ჩემთვის ყველაზე უფრო დასაფასებელი და პატივსაცემი ერია 😉

  5. “იაპონიაში არავის უკვრის მაღაზიის ალერსიანი , მომღიმარი გამყიდველი , ყურადღებიანი ტაქსის მძღოლი , ზრდილობიანი ოფიციანტი.”
    მე უკვე აღარ მიკვირს ჩვენ წინ მაღაზიაში როგორი ცუდია ლოდინი სანამ მორჩება ვიღაცასთან ლაპარაკს გამყიდველი რო მოგაწოდოს რასაც ეტყვი !!! და ამ დროს 7ჯერ გკითხავს მაგრამ მაინც გააგრძელებს ლაპარაკს !!! :შშშ

  6. მე მაქვს მშვენიერი წიგნი იაპონური სლენგების და სალანძღავი სიტყვების კრებული :))))) ასე რომ არავინ მოგატყუოთ გინება არ აქვთო :)))) უბრალოდ მოკლე სიტყვებით გამოითქმის გრძელი სიტყვა :)))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s