ციცინათელების სამარხი


შეგიძლიათ გაიხსენოთ , რომელმა ანიმაციის ყურებამ  იმოქმედა ისე , რომ მთელი ერთი კვირა ამ ანიმაციის გმირებზე ფიქრობდე ? ან თუ ყოფილა ისეთ მულტფილმი რომლის ნახვამ ცხარე ცრემლებით აგატირაათ და რელაურად დაგაფიქრათ მულტფილმის გმირებზე  ?  ალბათ იტყვით , რომ გამორიცხულია მსგავსი რამ დაგემართოთ რადგან მდგრადი ნერვების პატრონი ხართ და სენტიმენტალური გრძნობები თგვენგან შორსაა.

თუკი მაინც გადაწყვეტთ გამოცადოთ თქვენი შინაგანი გრძნობები აუცილებლად უყურეთ იაპონურ ანიმე ფილმს “ციცინათელების სამარხი / Hotaru no Haka (1988) რომლის ყურება არ დაგტოვებთ უემოციოდ და შეასაძლებელიცაა ერთი – ორი ცრემლიც კი გადმოგიგორდეთ თვალებდან .

ციცინათელების სამარხი –  ის შემთხვევა , როდესაც უნდა დაივიწყოთ თქვენი ასაკი ან  განწყობა იაპონურ ანიმესთან , ეს ის ანიმეა სადაც არ არის ბატალური სცენები , ფენტეზის ელემენტები , რობოტები და კომიქსის გმირები.  ფილმი მთლიანად აგებულია ადამიანურ  ურთიერთობაზე , ცხოვრებაზე და დრამაზე.

სეცუკო ❤

ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით ეს დღემდე შექმნილი ერთ-ერთი უძლიერესი ომისსაწინააღმდეგო ფილმია. ანიმაციის ისტორიკოსი ერნესტ რისტერი ამ ფილმს ადარებს სტივენ სპილბერგის “შინდლერის სიას”, მისი სიტყვებით “ეს არის ყველაზე მკაფიოდ ჰუმანური ანიმაციური ფილმი”.

კადრი ფილმიდან – ციცინათელების სამარხი / Hotaru no Haka (1988)

ფილმის შინაარს სპეციალურად არ დავწერ , ვისაც არ უნახავს მისთვის მთლიანად უცნობი , რომ დარჩეს ფილმის მოვლენები. უბრალოდ მოკლე მონახაზისავით ვიტყვი , რომ  მოქმედება მიმდინარეობს მეორე მსოფლიო ომის ბოლოსკენ იაპონიაში და მოთხრობილია ობოლი და-ძმის – სეიტა და მისი უმცროსი და სეცუკოს – გულისამაჩუყებელი ურთიერთობის შესახებ , რომელიც უდედმამოდ დარჩნენ  და მარტოდ – მარტო მოუწევთ გამკლავება ომის სასტიკ რეალობასთან.  მეტს ვერაფერს დავამატებ ….

გადმოსაწერი ლინკები ზემოთ არის მოცემული , ამიტომ ვისაც არ აქვს ნაყურები დაუყონებლივ ვიწერთ და ვისაც აქვს ნაყურები ფილმი ქვემოთ კომენტარებში ვიხსენებთ ამ იაპონურ ანიმაციის შედევრს.

Advertisements

28 comments on “ციცინათელების სამარხი

  1. 😦 ძალიან კარგი ანიმეა…. თბილი და არარი მხოლოდ მულწიკი … ძალიან კარგია…. ძალიან კარგი და თბილი ანიმეა 🙂

  2. უი, უი, ასე თუ ერქვა აღარც მახსოვდა. ბავშვობაში მაქვს ნანახი ეს მულტფილმი. მართლა ძლიერი ანიმეა, ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი.

    • ის ატომურ დაბომბვაზე კიდე სხვაა..
      ეს სულ სხვა ანიმეა. ჩემი აზრით ეს უფრო შინაარსიანია. აუცილებლად ნახეთ.

  3. ამ მულტფილმზე ნაღდად ვერ გაგიჟდება კაცი!(სენტიმენტების მოყვარულებს არ ვგულისხმობ). მაგრამ დასაფასებელია, რომ 1988 წელშია გადაღებული. რეჟისორი გამუდმებით ცდილობდა დაყრდნობოდა პატარა ბავშვის ემოციებს, იმდენად, რომ უკვე ხელოვნურიც კი გამოდიოდა. სიუჟეტი ძალიან მდორედ მიმდინარეობს… ერთი სიტყვით ძალიან ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ ამდენს მაინც არავინ წაიკითხავს გაგანია სიცხეში. (ის ბავშვი მაინც გულში ჩამივარდა…:დ)

  4. ეხლა ვუყურე ამ ანიმეს და ძალიან ბევრი ვიტირე, ამდენი მართლა აარცერთ ფილმზე არ მიტირია დიდი ხანია არაჩვეულებრივია

  5. ვერ წარმოიდგენ, როგრო გამიხარდა ამ პოსტის მოძებნა…. ბავშვობაში ამ მულტფილს ერთხელ ვუყურე, მგონი 7–8 წლის ვიყავი და მწარედ ვიტირე.. იმის შემდეგ არ მინახავს, არც სახელწოდება ვიცოდი, არც ვიცოდი რანაირად უნდა მომეძებნა,.. გავიდა რამდენი წელი და მგონი 22 წლის ვიყავი, როდესა სრულიად შემთხვევით ავოიეზე ამომიგდო… ეგრევე ვიცანი ..ლვუყურე და ისევ ბავშვივით ვუყურე… ჩემი უსაყვარლესი ანიმეა ^_^ ძალიან ემოციური… და ვერანაირად ვერ დავარქმევთ საბავშვოს 🙂
    ძალიან გამახარე ამ პოსტით 🙂

  6. 1988? 😮 მართლა ასეთი ძველი თუ იყო არ ვიცოდი. ძალიან მიყვარს ეს ანიმე, ვიტირე რომელია, ნიანგის ცრემლებს ვღვრიდი…
    მაგრამ ჩემთვის ნომერი პირველი მაინც ტიხიროს ამბავია (spirited away), აი მისი ყურების შემდეგ დაახლოებით ერთი საათი დაშოკილი ვიჯექი და ნანახის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი

  7. როგორ მიყვარს იაპონია, იაპონური ცხოვრება იმიჯი საერთოდ ყველაფერი მომწონს მაგათი შეიძლება ითქვას… ეს ფილმი ხომ შედევრია მე ოსკარს მივანიჭებდი. ეს ფილმი მართლაც რომ სჰედევრია

  8. “Death Note-სიკვდილის რვეული” აი ერთი კვირა კი არა რაც ვუყურე იმის მერე სულ ამაზე ვფიქრობ. ჩემზე მაგრად იმოქმედა ძალიან. ამ ანიმესაც ვნახავ ახლა

  9. ერთი ამოსუნთქვით საყურებელია,დამთავრდება ფილმი და შენ შენ აღარ ხარ,რადგან ცრემლები და ბოღმა გახრჩობს…ყელი გაკაწრულია…თვალები გეწვის…სუნთქვა გიჭირს…ემოციები გადაჭარბებული…გრძნობები აღრიალებული…
    საყვარელი კადრი- ბავშვი წყალში ანარეკლს ეთამაშება…
    სურვილი- მეც მინდა “ისეთი” ძმა…
    შედეგი- არასოდეს დამავიწყდება…

    * მე მიყვარს ციცინათელები,თქვენ?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s