იაპონური აბანო


იაპონელებისთვის 4 მთავარი სტიქია – ცეცხლი , წყალი , მიწა და ჰაერი მოქცეულია ერთ კონცეფციაში და მას აბანო ეწოდება.  აბანო იაპონელებისთვის  უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე უბრალოდ ჰიგიენურ საშუალებას.  იგი ადამიანს ხელს უწყობს მოდუნდეს , განიწმინდოს როგორც გონებრივად , ისე სულიერად. აბანო ნაწილობრივ ჰიგიენაა , ნაწილობრივ კი თერაპია.  არსებობს სამი სახის აბანო – სენტო (Sentō – 銭湯 ) საერთო  აბანო , ონსენი (Onsen –  温泉) ბუნებრივი ცხელი  წყლის აბაზანა და  ოფურო (Ofuro風炉) –   ინდივიდუალური სახლის  აბანო.  სამივე ტრადიციული იაპონური აბანოა.

იაპონელებს უყვართ საერთო აბანოში სიარული. უმრავლესობისთვის სამუშაო დღის შემდეგ აბანო ნამდვილი სამოთხეა. აქ საუბრობენ , კამათობენ , მნიშვნელოვან პრობლემებს წყვეტენ. მიაჩნიათ , რომ დაძაბულობის მოხსნის შემდეგ , მოდუნებისას , წარმატებით შეიძლება გადაიჭრას მრავალი საკითხი. აბანო სწორედ ის ადგილია სადაც იაპონელი ივიწყებს თავის პრინციპებს და უშუალო ხდება.

 

Sento - საერთო აბანო

 

ტოკიოში 2,500 ზე მეტი სენტოა , თვითოეულს აბანოს ყოველდღიურად ათასობით ადამიანი აკითხავს , საღამოობით კი მუდამ ხალხმრავლობაა. როგორც წესი სენტო იღება სამ საათზე და შუაამამდე მუშაობს.

რათქმაუნდა სენტო იყოფა კაცებისა და ქალების განყოფილებად. მომსვლელი შესასვლელისთანავე იხდის ფეხსაცმელს , ყიდულობს ბილეთს და შედის გასახდელში. გასახდელში  ტანსაცმელს იხდის , ალაგებს კალათაში და შედის დარბაზში სადაც მიიღებს  წყლის პროცედურებს.  აუზის წყალი წლის ნებისმიერ დროს  წარმოუდგენლად ცხელია , ევროპელები სპეციალური ვარჯიშის შემდეგ თუ ბედავენ ჩასვლას.  წყლის აბაზანის მიღების შემდეგ იაპონელი დადებითი ენერგიით დამუხტული აგრძელებს დარჩენილი დღის საქმიანობას.

 

onsen - მინერალური ცხელი წყლის აბანო

 

ონსენი – მინერალური ცხელი წყლის აბაზანებს ქვია რომელიც უმთავრესად ღია ცის ქვეშ არის განთავსებული , თუმცა არის ასევე არსებობს  დახურული ტიპიც.  რადგან იაპონია მთლიანად  ვულკანური წარმოშობის ქანებზეა განთავსებული , ბუნებრივი ცხელი წყალი მრავლად არის ტერიტორიაზე. სახლებს , სასტუმროებს და აბანოებს ბუნებრივი ცხელი წყლის ახლოს აშენებენ , რადგან ყველაფერთან ერთან ისინი უფასო მინერალური ცხელი წყლის მომხმარებლები იქნებიან.

მინერალური აბაზანის განლაგება ქალაქის ტერიტორიაზე სპეციალური ნიშნებით არის აღნიშნული –  ♨ . ონსენის პროცედურები განსაკუთრებით ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის არის  სასარგებლო.

 

 

Ofuro

 

ოფურო – იაპონელების სტანდარტული სახლის აბაზანაა თუმცა მას სახლის  ეზოშიც შეხვდებით  , აღსანიშნავია , რომ იაპონელებში შხაპი მიღებული არ არის. ოფუროს  ძველად ხის კასრისგან  აკეთებდნენ , თუმცა  იაპონიელები ახლაც იყენებენ მსგავს ხის კასრებს  სტანდატრულ ქალაქურ ბინებშიც .  კასრში  დგას ტევადი ავზები და სხვა საამისოდ გამოსადეგი ჭურჭელი ჩასაწოლად. სიღრმე 81 სანტიმეტრია , სიგანე ერთ მეტრამდე.

 

 

Old japanese bath - Ofuro

 

ოფურო რათქმაუნდა ცხელი წყლით ივსება და მასში სურვილისამებრ ამატებენ სხვადასხვა სურნელოვან ეთერზეთებს ან ზღვის მარილს მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად.  იაპონელებს მიაჩნიათ , რომ ოფურო არამარტო ფიზიკური ჯანმრთელობისთვის არის კარგი ასევე სულიერ მდგომარეობაზეც დადებითად მოქმედებს.

ერთ სიტყვით აბანოს იაპონელები ერთობ სერიოზულად უდგებიან. მისი  გამოყენება თითქმის  რიტუალის დონემდე არის  აყვანილი.  მრავლად შეხვდებით აბანოს თემას ფილმებსა თუ ანიმეს სცენებში.

Advertisements

9 comments on “იაპონური აბანო

  1. მმმ რა მაგარია
    აი ის შუა აბანო განსაკუთრებით, ღია ცის ქვეშ ❤
    მასეთში ვიყავი შვეიცარიაში, გარშემო მთები, თავზე ვარსკვლევები და ცოტა ფიფქები და ქვემოთ ქაფქაფა ცხელი აუზები თავისი მორევებით და დუშებით. ვაიმე რა მაგარი იყო და წარმომიდგენია იაპონიაში რა დონეზე იქნება ეგ ყველაფერი…

    ეს ოფუროც მომეწონა, დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი სახლში, ორიგინალურია 🙂

  2. გამიკვირდა, რომ http://www.xa-xa.org/uploads/posts/2009-12/thumbs/1260216413_1259924602_snow_animal-16.jpg

    ამგვარი ფოტო არ დადე 🙂

    ყველაზე კარგად (ჩემი სუბიექტური აზრით, რა თქმა უნდა) ეს ფოტო ასახავს იაპონური აბანოების არსს – სიცხე წყაალში და სიცივე გარეთ 🙂

  3. Gamarjoba : ))) pirveli komentaria am blogze da cota vrclad davwer : ))) kargi blogia, ar shewyvito wera da kvlav ganatavse xolme saintereso siaxleebi : ) vafaseb blogebs sadac erti mimartulebis konkretul temebze iwereba da ar var e.w “varez” blogebis momxre : )

    konkretul saqmestan dakavshirebit _ mogexsenebat axlandeli ruset iaponiis dadzabuli urtiertoba kuriliis kundzulebtan dakavshirebit … albat uyuret axali ambebis gamoshvebas sadac am sakitxtan dakavshirebit rusetis dumis deputatma vladimer jirinovskim sheuracxyofa miayena da dascina iaponel xalxs (ix. bmuli _ ” http://www.youtube.com/watch?v=_Qjhu2pzQEI&feature=player_embedded ” )

    saqartvelo rusetis dgevandeli mdgomareobidan gamomdinare da ruset iaponiis aseve chvens msgavsad teritoriuli davis gamo vtvli rom rusebis am damokidebulebam unda miagwios ubralo iaponelebis yuramde da tvalamde… ert-ert qartul forumze gaixsna tema sadac aqtiurad ganixila es sakitxi da youtubezec atvirtes video iaponelebis misamartit …

    txovna: Tqven rogorc virtualuri iaponiis sruluflebiani araoficialuri elchi saqartveloshi 😀 sul cota solidarobis gamosaxatavad da tqveni mtavari funqciis (informaciis gacvlis) shesrulebistvis, valdebuli xart iaponelebis yuramde da tvalamde (sul mcire nawilis yuramde da tvalamde mainc) miitanot es video, da mere mat gansajon rogori rezonansi miscen am faqts _ gaaxmauron es yvelaferi tu ubralod gaataron … winaswar mogaxsenebt did madlobas yuradgebistvis da gulisxmierebisaTvis : )))

    • ვფიქრობ არასწორი ადგილი შეარჩიე მსგავსი კომენტარის განსათავსებლად
      ეს ბლოგი ემსახურება იაპონური კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში და საერთოდ არ ისახავს მიზნად პოლიტიკურ ამბებში ჩართვას მითუმეტეს ისეთ ამბებში რომელიც ჩვენ საერთოდ არ გვეხება
      თან მსგავსი საკითხებისთვის საქართველოშ იმყოფება ელჩი იაპონიიდან, რომელიც თუ საჭიროდ ჩათვლის გააგებინებს თავისი ქვეყნის მოსახლეობას რუსების დაცინვის შესახებ
      ჩვენ ახალგაზრდები ვართ რომეთაც არც რუსეთთან ომი გვინდა და არც იაპონელებთან და მითუმეტეს ამ ორ ბუმბერაზს შორის გაჩხერვა
      გვიარია რომ ესე “ზრუნავ” იაპონელებზე მაგრამ ჯობია ისევ ფორუმ.გე-ს საშუალებით იაქტიურო

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s