იაპონელები გარყვნილი ერი


ამ რამდენიმე დღის წინ ჟურნალმა “ლბერალმა” გაავრცელა ვიდეო სადაც ჟურნალისტი თბილისის ქუჩებში სხვადასხვა ასაკის, სქესისა და შეხედულებების მოქალაქეებს ასმენინებს დეკანოზ დავით ქვლივიძის ქადაგებას , სადაც დეკანოზი იაპონიაში მომხდარ მიწისძვრას იაპონელების გარყვნილ ცხოვრებას და ცოდვების გამო ღვთის სასჯელს უკავშრებს.

ვიდეო ერთობ დამაფიქრებელია , გამოკითხულთა უმრავლესობა ემხრობა დეკანოზის ქადაგებას.   მებადება ეჭვი , რომ მოსახლეობა ვერ საზღვრავს რა არის ბუნებრვი მოვლენა და რა არის რელიგია.  ან ზუსტად არ იცნობენ ამ ქვეყანას , რომელიც ოდითგანვე “განებივრებული” იყო  ღმერთის რისხვით , ქვეყანა რომელიც 4 კუნძულის სახით არის წარმოდგენილი მთლიანად  სეისმურ ზონაშია განლაგებული , მსოფლიოში მიწისძვრების  მაღალი სიხშირით გამორჩეული იაპონია , ისჯება იმიტომ , რომ ხალხი არის გარყვნილი და ცოდვების გამო ღმერთი სჯით ?

იაპონელების გარყვნილებაზე ლაპარაკი მემგონი უფრო დიდი ცოდვაა ,  რა თქმა უნდა 40 მილიონიან ქვეყანაში ვიღაცა შეურაცხადი იქნება , მაგრამ მთლიანად ერის გარყვინლობაზე ლაპარაკი ღიმილის მომგვრელია. უდიდესი პროცენტი იაპონელების არის მოკრძალებული , ტრადიციების დამცველი და თავაზიანი ერი. ადრეც დავწერე იაპონელების ამ ქცევაზე ამიტომ განმეორება , რომ არ გამომივიდეს აქვე დავდებ ბმულს : იაპონელები როგორც თავაზიანი ერი

ახლა რაც შეეხება მიწისძვრას და იმ ტრაგედიას რაც 11 მარტს მოხდა. მე ეჭვიც არ მეპარება , რომ იაპონია ისევე დადგება მყარად ფეხზე და ისევ მოწინავე პოზიციას დაიკავებს მსოფლიო ქვეყნებს შორის როგორც აქამდე იყო. ქვეყანას სამწუხაროდ არაერთი უდიდესი ტრაგედა აქვს გადატანილი წარსულში , კუნძლოვან ქვეყანას ზედიზედ 2 ატომური ბომბის სამწუხარო შედეგი აქვს გამოვლილი , რამოდენიმე წლის განმავლობაში სხვა ქვეყნის კოლონიად ყოფნაც არ იყო უცხო. მიწისძვრებზე და მსგავს ბუნებრივ მოვლენებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. იაპონიას 22 საუკუნის ქვეყნად მოიხსენიებენ და ეს ყველაფერი იაპონელი ხალხის თავდაუზოგავი შრომის შედეგად. შეგახსენებთ , რომ ქვეყანა არ არის მდიდარი სასარგებლო წიაღისეულით თუ ბუნებრივი სიმდიდრით … ამ ტრაგედიასაც მედგრად გადაიტანს იაპონელი ხალხი , თავიანთი მტკიცე ბუნებით , დაუღალავი შრომით და იაპონია ისევ გაბრწყინდება.

ჩვენ კი ძალიან კარგი იქნება თუ მივბაძავთ იაპონელ ხალხს ყველა ამ საკითხში და გულუბრყვილოდ და უგონოდ ნუ დავეთანხმებით ყველანაირ რელიგიურ ქადაგებას.

Advertisements

71 comments on “იაპონელები გარყვნილი ერი

  1. ეგ ქადაგება რომ ვნახე ინტერნეტში, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენი ადამიანი სერიოზულად დაიჯერებდა და მართლა ღმერთის სასჯელად ჩათვლიდა. თავი დავანებოთ იმას, რომ მასეთი სასჯელი არ ქონია ჰიტლერს, სტალინს და არ ატყდება დღეს ჰოლანდიას, რომელსაც უზნეო და გარყვნილ ქვეყანად მიიჩნევენ, მაგრამ ტექტონიკურ ფილებზე და სეისმურ ზონებზე არაფერი სმენიათ? ეს ხომ სკოლის მასალაა..

    ასეთი ქადაგებები ადრე თუ გვიან უარყოფით დამოკიდებულებას გააჩენს იაპონელი და ზოგადად “არაქრისტიანი” ხალხის მიმართ. კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სამძიმრის წერილი გაუგზავნა და მწუხარება გამოთქვა, ადრე კი ქადაგებებში ბევრჯერ შეუქია იაპონური კულტურა და თვითონ იაპონელებიც. ეს ხალხიც კიდე რა ბრმად იჯერებს, გეგონება არდაჯერება ცოდვა იყოს. რელიგიურ კუთხეს რაც შეეხება, ლუკას სახარებაში ამბობს იესო, რომ მსგავსი სასჯელები არ ნიშნავს ხალხის ცოდვიანობას. ეგ მღვდელი კიდევ ძველ აღთქმას იშველიებს.

    იაპონელებს დიდ პატივს ვცემ, როგორ მშრომელ და პროგრესულ ხალხს, ასეთი უბედურება რომ დაატყდათ თავს, ძალიან მეწყინა. ეს ქადაგება კიდევ რომ მოვისმინე, საერთოდ..

    • sascaulia adaminia modzgvars saxarebis codnashi da qadagebashi ejibrebodes. ase gamovida: me vici rato iyo micidzvra iaponiashi es xo skolashi viscavleo da gmertma ra iciso….
      ise holandiasac ro gadauaros cunamma mere ras davcert neta? stalini ro cocxali yopiliyo am modzgvars aseti kadagebistvis albat gadaasaxlebda da arc chven vikcevit naklebad am shemtxvevashi.

      • ამ ხალხს სულ ცოტათი ადამიანობა არა აქვთ და ცოტათი თანაგრძნობა?

      • კიდევ ერთხელ თუ გადახედავ ნაწერს ოღონდ არა ბრმა თვალებით გაარკვევ რომ ღმერთს არავინ ეჯიბრება, ეს “მოძღვრები კიდევ, სტალინი რომ ცოცხალი იყოს სულ სხვანაირად იჭიკჭიკებდნენ.

  2. ვფიქრობ, ხალხი იმიტომ აქნევს თავს, ანუ თანახმაა ამ მარაზმთან, რომ არც უკვირდება რას ამბობს მღვდელი ანუ ადამიანი რომელიც მათთვის რაღაც ზე-ადამიანად ითვლება.

    მარტო ჩვენთან არ ხდება ეგ. ეგერ მიხალკოვმაც რაღაც ეგეთი გამოაცხო.

    • VISAC GMERTIS AR CAMS MAS MGDVLISAC AR JERA . MODZGVARIS, MICAZE MOVLENILI ADAMINIS, ROMELIC XIDIA SHENSA DA GMERTS SHORIS. TU ARAPRIS AR GJERAT DA AR GINDAT GAIGOT TKVENTVIS KARGI ROM AR ARIS CODVA DA UMSGAVSO CXOVREBA MASHIN DAVANGRIOT EKLESIEBI, AR MIVAKCIOT KURADGEBA MODZGVREBS, AR MOVINATLOT, EKLESIASHI AR VIAROT, SHOBLEBS AR DAVUJEROT, DAVANGRIOT SKOLEBI, UNIVERSITETEBI, AR VISCAVLOT CHVENI ISTORIA (ISINIC XOM CHVEULEBRIVI ADAMIANEBI IYVNEN) DA SAERTOD RATO VART COCXLEBI? VICXOVROT INSTIQTEBIT MOGVSHIVDEBA VCHAMOT:D CHVEN GVICHIRAVS XELSHI ES AMXELA DEDAMICA AMXELA GTIKASHI? RISI GCAMT? SAIDAN MOVEDIT? SAD MIVDIVART? DA ADAMIANIS DANISHNULEBA RAARI? MEMGONI ISIC VER GAGIRKVEVIAT MAIMUNEBI VART TU ADAMIANEBI. CHEMI AZRIT ADAMIANI GMERTIS RCMENIS GARESHE DA IMIS GAAZREBIS GARESHE TU RANI VART DA RISTVIS VART MARTLAC MAIMUNIA (TVITON GRDZNOBS TAVS ASE QVECNOBIERAD) IMIS BRALIA ES YVELAPERI RO MIDREKILNI VART CODVISKEN DA PROTESTI GAKVT RATOM ARIS IS CODVA RAC GINDAT METI ARAPERI.

      • ისადა… შენ ადამიანი ხარ? 😀 არ გევასება მგონი ადამიანები ხო იცი..

        მისმინე: ღმერთი და მოძღვარი უნდა გაიმიჯნოს რა. ყველა მოძღვარი ერთი არაა. მე არ მჯერა იმ მოძღვრის, ვინც სიგარეტს ეწევა და ბილწსიტყვაობს და არ თქვა, ასეთები არ არსებობენო! ღმერთი სხვაა და მოძღვარი სხვა

      • shen momismine me davcere da eklesiurad asea da kidev ertxel vcer shen rogor tvli ar vici modzgvari aris xidi gmertsa da adamians shoris romelsac agsarebas abareb da gaziarebs uplis xorcsa da sisxls.marto agsarebis dros ar esmis sheni eshmaks imitom rom modzgvari da shen gvriuri cecxlit xart mosili sxvagan versad daemalebi eshmaks. “cudi modzgvrisganac” shen igive madls igeb rogorc “kargi modzgvrisgan” is misi codvaa da tviton agebs tavis codvaze asmagad pasuxs vidre shen. upalma mogca upleba aricho modzgvari da vinc mogcons mastan iaro da gaxdes sheni sulieri mama. gmertis mcams da modzgvris ar mcams es martlmadidebloba ar aris. xatic adamianis xelit aris dacerili mashin da rato gvcams masshi tu uplis xels ver vxedavt?

      • radgan erti mRvdlis natqvams ar vetanxmebit, ar nishnavs imas, rom urjuloebi vart. mRvdeli adamiania da iseve sheidzleba sheeshalos rame, rogorc nebismier sxvas. Im gansxvavebit, rom mas asobit adamiani usmens da ijerebs mis sityvebs, shesabamisad bevrad ufro didi pasuxismgebloba akisria imaze tu ras ityvis.

      • moica da me qristiani var mara bevri mamao minaxavs da msmenia romlebic ewevian sigarets,mersedesebit daiarebian,iginebian da a.sh….martla ra shuashia gmertis sasjeli ver vxvdebii

  3. იაპონელები მართლაც ძალიან ტრადიციულები არიან, მართალია მე მათი ასეთი იერარქიული დამოკიდებულება ურთიერთობებში და ბევრი შეხედულება სულაც არ მომწონს, მაგრამ მათი ერთგულება ტრადიციებისადმი, რელიგიისადმი და მათი რწმენებისადმი ბევრმა ერმა უნდა ინატროს. და მეც კიდევ ერთხელ დაგეთანხმებით რომ მომხდარში ცოდვები ნამდვილად არაფერ შუაშია…

  4. ar vici ra vTqva magram me piradad imas vabraleb am ambas rom seismur zonashia iaponia, torem chemi azrit iaponiaze Zalian bevrida mzime codviani eri arsebobs shah abasma amowyvita naxevari saqristiano da miwiszvra ar icoda mgoni ra iyo ise mokvda igives vityodi hitlerze, stalinze, da kidev da kidev bevrze amitom chemi azrit aq gmertis sasjelze ar unda vilaparakot

  5. ar vici ra vTqva magram me piradad imas vabraleb am ambas rom seismur zonashia iaponia, torem chemi azrit iaponiaze Zalian bevrida mzime codviani eri arsebobs shah abasma amowyvita naxevari saqristiano da miwiszvra ar icoda mgoni ra iyo ise mokvda igives vityodi aleqsandre makedonelze, da kidev da kidev bevrze amitom chemi azrit aq gmertis sasjelze ar unda vilaparakot

  6. იმ ქადაგებას კარგად უნდა მოუსმინოთ და ისე იმსჯელოთ. ქადაგება არ შეეხება კონკრეტულად იაპონელების გარყვნილებას. იქ ნახსენებია სოდომ-გომორიც, ნინევიაც და საქართველოდ შუასაუსუნეების ისტორიიდანაც არის მაგალითიმოყვანილი. ეს ქადაგება არ არის ნიშნის მოგება, ეს გაფრთხილებაა. გამგები გაიგებს. ქვების სროლა არც იაპონელების მიმართ შეიძლება და არც მღვდლების მიმართ.

  7. ეს ქადაგება კი არა, დაბოლებაა. ბოლომდე ვერც ვუსმინე ამ ტვინის გამორეცხვას. ტიპს სახარება წესიერად წაკითხულიც არა აქვს. სამყაროს დასასრულს კაცი კაცთან დაწვებაო სახარებაში წერიაო. იქნებიან მიწისძვრანი დიდ-დიდნიო, ეს დიდ-დიდნი თავისი დამატებულია. მოკლედ ჯიგარს მაგრად ევასება თავისი როლი ამ ცხოვრებაში.

  8. aranairad ar maqvs ufeba mamaos qadagebaze rame vtqva , magram vfiqrob xalxistviss damzafrelia meored mosvlaze saubari . magram echvic ar mepareba imashi rom iaponiashi momxdari gmertis sasjelia . tu eklesiurebi xart amashi echvic ar shegeparebodat. daskvna chemi aris es : yvelaze ganvitarebuli qveyana, rogoricaa iaponia gmertis winashe matlivit patara da ususuria! da ici raa ? saqartvelo samagalito eria mtel msoflioshi . adrindeli istoria udzlieresi gvaqvs . magram axla ra?? momiyvanet magaliti vinc odnav mainc waagavs chven winaprebs ! damtavrda es warsulshi iyo , saqartgveloc gairyvna ise rogorc sxva qveynebi . shorena begashvili (medzavi) ro dagijdeba televizorshi da giqadagebs magari qveyanaa dzaan . da kide popularuli sishihvlit ro xdebi fuiiiiii !

  9. 1. “იაპონელების გარყვნილებაზე ლაპარაკი მემგონი უფრო დიდი ცოდვაა , რა თქმა უნდა 40 მილიონიან ქვეყანაში ვიღაცა შეურაცხადი იქნება”
    შეურაცხადობა რა შუაშია? მე როგორც ვიცი, იმ ‘ქადაგებაში” საუბარი იმაზე იყო, რომ იაპონიაში ქალიშვილობის ინსტიტუტი არ არსებობს. მგონი ქალიშვილობის არქონა და შეურაცხადობა სხვადასხვა რამეა, არა? : )
    2. “ქვების სროლა არც იაპონელების მიმართ შეიძლება და არც მღვდლების მიმართ.”
    მღვდლების არა და “მღვდლების” მიმართ პირიქით, საჭიროა.

  10. maari ….aranairad ar maqvs ufeba mamaos qadagebaze rame vtqva ,
    თუ არ გაქვს უფლება არც თქვა არაფერი, შენ ხომ გიხარია, რომ ყველაზე მორალური ერის ნაწილი ხარ, და ყველაზე ტრადიციულის?
    არ თქვა, თანაგრძნობაც არ გამოხატო სხვის ტრაგედიის მიმართ და იყავი ასე, ყოველგვარი ადამიანური თვისებების გარეშე!!!! ისიც არ თქვათ, ეს ქადაგება თანაგრძნობით და ქრისტიანული სიყვარულით იყოო???????!!!!!!!!!!! მათ ეს დაიმსახურეს თურმე, და როგორი რეაქცია უნდა ქონოდა იაპონიის საელჩოს? არც კი შეგვცხვეს?

  11. ბლოგის ავტორს მივმართავ!!!! ძაან გთხოვ დახურო ბლოგი!!!! ძაან მრცხვენია ამ ხალხის მაგიერ, ვინც ილია მეორის ვიზიტის შემდეგ საელჩოში კიდევ ასეთ რაღაცეებს ამბობს და ერთი მღვდლის არაქრისტიანული ქადაგებით, სადაც ერთი სიტყვაც არ იყო თანაგრძნობის… თავის თავს და ჩემ რწმენას შეურაწყოფს……

  12. მერი ხალვაშს და ბესიკ ლიპარტელიანს სრულიად ვეთანხმები!
    ამ ვიდეოს ყურების დროს საშინლად მომინდა იმ ხალხიც ცემა, რომელიც ასე ამცირებს იაპონიას! არ შეიძლება ილაპარაკო ასეთი საშინელი რაღაცეები ქვეყანაზე და მითუმეტეს ერზე, რომელზეც წარმოდგენაც არ გაქვს! შემიძლია სანაძლეო ჩამოვიდე, რომ არც ერთმა ამათგანმა არაფერი არ იცის იაპონიის შესახებ!
    როგორ ვერ ვიტან ხალხს, რომელიც ბრმად ერთანხმება ყველაფერს, რასაც საზოგადოება ამტკიცებს!.. მაინტერესებს აქვთ თუ არა მათ წაკითხული ”მარიტა” ან ”ეშმაკის ქვა”. რომც ჰქონდეთ მგონი მათ დაავიწყდათ რა იყო ამ მოთხრობებში მთავარი სათმელი. ალბათ მათ არც ის იციან რა არის ”ბრბოს ფსიქოლოგია”. შეიძლება ამ შემთხვევას მასთან არც ისე ბევრი რამ აკავშირებს, მაგრამ ამ ვიდეოში ნათლად არის ასახული, თუ რამდენად ბრმა შეიძლება იყოს ხალხი. იცით რას ვფიქრობ? რომ შევკრიბოთ ყველა ის ადამიანი, რომესაც ტვინი ამ ჩანაწერმა გამოურეცხა, ისინი ისე მოკლავენ იაპონელს, რომ იმასაც არ იკითხავენ არის ის ”რელიგიური” თუ არა. რა საშინელებაა..
    მე წავიკითხე ყველა კომენტარი და ოდნავ დავწყნარდი. ვეთანხმები maari-ს რომ არავის არ აქვს უფლება სხვის საქციელზე რამე თქვას, ამიტომაც მე მივმართავ ნებისმიერს, ვინც წაიკითხავს ჩემს კომენტარს : მე ჯერ 13 წლის ვარ და შეიძლება ჩემი აზრი ძალიან ბევრმა ჩათვალოს უბრალო ბოღმის ამონთხევად, მაგრამ ეს ასე არ არის. მე არ ვარ იდეალური და ამიტომაც არ შემიძლია შევაკავო ბრაზი, როდესაც ასეთ ხალხს ვხედავ და მათ ბოდვას ვისმენ. ასევე მეც დიდ ცოდვად ვთვლი, როდესაც ვინმე მამაოზე ცუდ რამეს ამბობს, თუმცა ხალხს, რომელიც თავის თავს მამაოს ან მორწმუნეს ეძახის და ამავე დროს საშინლად იგინება ან ბორდელებში დადის, მე პირადად არ ვცნობ როგორც ეკლესიის ნაწილს. ჩვენს დროში, სამწუხაროდ, ასეთი ხალხის რაოდენობა ძალიან მაღალია.
    მართალია რომ ხალხს უნდა ჰქონდეს ღვთის შიში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ ჩვენ არ გვინდა დავისაჯოთ ისევე, როგორც ”გარყვნილი ერი”, უნდა წავიდეთ მონასტერში, ბერებად შევირაცხოთ და მთელი ცხოვრება გავატაროთ ლოცვაში :”უფალო გთხოვ არ მომკლა!”.
    მე ძალიან ბევრი რამ ვიცი იაპონიაზე და მის ერზე და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ იაპონიასავით ტრადიციული ქვეყანა მთელს დედამიწაზე მხოლოდ რამოდენიმეა!
    მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები იმის წინააღმდეგი, რაც ჩემს შეხედულებეს ეწინააღმდეგება, იმ შემტხვევაშიც კი, თუ მას მთელი დანარჩენი მსოფლიო დაეთანხმება. თქვენს თავებზე ზეგავლენის მოხდენის უფლება არავის არ უნდა მისცეთ!

    • arc is ari mashin sheni sakme vin bordelshi dadis da vin ras aketebs…. shen naxe sheni tvalit? amxile ratom dumxar patarav? es kadagebaa da romelsac sapudzvlad shentvis kargi udevs an moismine da gaige an gachumdi imitom rom aramgonia 13 clis asakshi imxela codna gkondes rom pretenzia camogviyeno rom shen yvelaze meti ici… dapikrdi sheidzleba shema gauazrebelma ertma sityvam da arascorad dalagebulma cinadadebam sheidzleba vinmes rcmenas bzari gauchinos rac dzalian didi codvaa? ilias mkvlel kartvelebs modzgvris upativcemuloba gvaklia da avshendebit… tkven meti salaparako ar gakvt sakartveloshi meti araperi xdeba? bevr rameze xart ukmakopiloebi magram sityvas ver dzravt imito rom geshiniat axla icit tavshi aravin “chagartyamt” da imito gakvt amxela enebi …..

  13. ar miyvars iaponia. ar miyvars ki ara titqmis mezizgeba. amistvis piradi mizezebi maqvs. magram… dzalian didi sisulelea vtqvat ro iaponia gmertma dasaja. gmerti boroti babua ggoniat romelic chasafrebulia da elodeba rame daashavo ro dagsajos? ubralod eg mosazreba sruli debilobaa. chven vize ras vambobt? saqartvelos zogierti dzalian garyvnili qveyana jobia. tu dasjaa pirveli chven davisjebodit an romelime sxva qveyana. didad ar shevuwuxebivar iaponiis katastrofas. sheidzleba itqvas piriqit… magram degenerati unda iyo ro daijero, rom gmertma egeti rame qna.

  14. 1) ჩემი აზრის გამო თავში რატომ უნდა ჩამარტყას ვინმემ! რაც იფიქრა, ის თქვა.
    2) 13 წლის იქნება ადამიანი თუ 50ის, იმაზე არ უნდა ილაპარაკოს, რაც არ იცის. მე არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ჩილეში მიწისძვრები იქაურების გარყვნილების ბრალია. მე არ ვიცი, როგორი ერია ჩილეში. იმის თქმა, რომ ერი გარყვნილია მაშინ, როცა ამის საფუძველი არ გაქვს და ელემენტარული ინფორმაცია არ გაქვს იმაზე, რომ იაპონიაში (ისევე, როგორც ჩილეში) სულ მიწისძვრებია და ამაში გასაკვირი არაფერია, მართებული არაა.. მე ასე მგონია! და ნებისმიერს ვეტყვი პირში. იგივეს იზამს ჩემი დაც.
    3) ყველამ თავის თავს მივხედოთ რა მოდი. ასაკს და ცოდნას ერთმანეთთან არაფერი ესაქმება. ”შენზე მეტი მიცხოვრია და შენზე მეტი ვიცი” იდეოლოგიაზე რომაა აგებული ჩვენი ”საზოგადოება”, მაგიტომაც ვართ კარგად. საკუთარ ცოდვებს მივხედოთ და იმას, რომ ქართველები ბევრად უფრო გარყვნილები ვართ, ვიდრე იაპონელები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვიცი და არა იმიტომ, რომ ასე მგონია.
    4) კარგად წაიკითხე. არ უთქვამს, ყველაზე მეტი ვიციო. ბავშვმა თავისი სათქმელი თქვა.
    5) ძალიან ბევრი ბრმად მორწმუნე ადამიანი ვიცი და ძალიან ბევრიც ისეთი, ეკლესიაში რომ დადის მარტო იმისთვის, რომ კარგი ბიჭები გაიცნოს. p.s. მხილებაში რას გულისხმობ? მივიდეს ადამიანთან და უთხრას, რატო სცოდავ, თუ მორწმუნედ ასაღებ თავსო?

    ისე, მორწმუნე ადამიანი არასდროს ამბობს, მე მორწმუნე ვარო. (ცნობისთვის)

    • damijere bevri azris gamo “tavshi chagartyamen” da ver ityvi chemo kargo es shenc ici mec da dzalian bevrma… ganatleba da codna kiar aris mtavari, mtavaria ganatlebas da codnas rogor gamoiyeneb. shen iaponiis shesaxeb ici da imden kargs xeda rom mis uaryopit mxareebze ver laparakob da ici gsmenia da cagikitxavs dgevandeli berebis da modzgvrebis cxovrebaze da mogvaceobaze rame? darcmunebuli var ara da imitom xedav matshi marto cuds. upali ambobs egret codebuli “cudi mgdvlisganac” shen imdeni madli mogiva ramdenic egret codebuli “kargi mgvdlidan” is misi codvaa da mas asmagad moekitxeba vidre me da shen. ase rom yvelam tavis codvebs mixedos da shen tu ici rom romelime modzgvari ashavebs da cudat ikceva da pretenzia gakvs midi da zurgsukan laparaks tviton mas daeleaparake da utxari da tviton agixsnis da getyvis rato. chveulebrivi mascavlebelic sheidzleba chvenze codvili iyos da misgan araperi viscavlot? igive mshobeli sheni da chemi. saqartvelo ro garyvnia riti ebrdzvi magas marto laparakit? bevr modzgvars shemoubrunebia adamiani kargisken da shen tvli rom matze meti gakvs gaketebuli? iaponiashi yvela cdilobs albat rom garyvnili ar iyos tavisi kveynis shvili da shen ras cdilob rogor ranairad gvitxari imit rom pirshi gveubnebi rom garyvnilebi vart? brmad morcmunetatvis romlebic eklesiashi bichebis gasacnobad dadian modzgvari arsebobs rom mat ascavlon rom ase ar sheidzleba da shen da me aravin gvekitxeba. eklesiashi siaruls veravis daushli verasdros eklesia uplis saxlia da shen cirvaze mdgomi gverdze ro ar ixedebode da cirvas usmende verc sheamchnev vin ristvis aris mosuli ik.

  15. მე წირვაზე მდგომი აქეთ-იქით არ ვიხედები და არ მაინტერესებს, ვინ რას აკეთებს ეგ 1. ეკლესიიდან გამოსულს გამიგია სხვების ლაპარაკი, ის რა კაი ბიჭი იყოო და ა.შ. მოძღვრებს რაც შეეხება და ხატებს… ისე ბიბლია (იცი ალბათ) კონსტანტინე დიდმა შეადგინა, რომელიც ამ წიგნის შექმნის დროს ჯერ კიდევ ცეცხლთაყვანისმცემელი იყო. მხოლოდ მაშინ გაქრისტიანდა, როცა კვდებოდა და ისიც პოლიტიკის გამო.
    ცოდვილი ერი.. იცი რა აი ბევრი ქალიშვილი უფრო ცოდვილია, ვიდრე არაქალიშვილი. ჩვენთან ქალიშვილები ისეთ რაღაცებს აკეთებენ, არც დაგესიზმრება, მაგრამ ამ საკითში არ ხარ გარკვეული დარწმუნებული ვარ და ამაზე არც არაფერს გეტყვი. მე ასე ვფიქრობ და ვამბობ. პირში მითქვია და ყოველთვის ვეტყვი ჩემს აზრს ყველას. ზურგს უკან ლაპარაკი არ მჩვევია ნამდვილად. ასეთი ლაპარაკით ვერც შენ გადამარწმუნებ მე და ვერც მე – შენ. ასე რომ, მე დავამთავრე და შენ შენს გზაზე გაგიმარჯოს. უბრალოდ დაიმახსოვრე, რომ ბრმად არ უნდა ენდო არავის, თორე გავა ცხოვრება და მერე სანანებელი არ გაგიხდეს. ყველას თავისებური გზა აქვს ღვთისკენ მისვლისა და შეიძლება ადამიანი ერთხელად არ იყოს ეკლესიაში ნამყოფი და ყველაზე მორწმუნე იყოს. მე ჩემს აზრს ვამბობ. აბა შენ იცი

    • SHENI AZRIS TAVISUPLEBA MASHIN MTAVRDEBA ROCA SXVISI ICYEBA IMISATVIS ROM SHENI AZRI DAAPIKSIRO AR ARIS AUCILEBELI ROM SXVAS SHURACYOPA MIAYENO ES ARIS ELEMENTARULI KANONI ROMELIC YVELA ADAMINMA UNDA ICODES. MARIAM MAGDALINELI IYO MEDZAVI (ALBAT GSMENIAT) DA UPALMA BRDZANA PIRVELI KVA ESROLOS IMAN VINC UCODVELIA. ASE ROM KVEBIS SROLAS MOVESHVAT. YVELA ADMIANI CODVILIA YOVELCAMIERAD CHAVDIVART YVELANI CODVAS ES ADAMIANIS BUNEBA MAGRAM YVELAZE ” CUDI ADAMIANISGANAC” SHEIDZLEBA DADEBITIS AGEBA DA SCAVLA TU VISCAVLIT ADAMIANIS DADEBITI MXAREEBIS DANAXVAS. UARYOPITI MXAREEBIS DANAXVA GAMOASHKARAVEBA DA MATZE “UAZRO ” LAPARAKI ARAPERS MOGVCEMS TU SAKME AR MIVAXMARET. YVELAZE MINDOBA AR VARGA DA ARC IS VARGA YVELAS KRITIKULAD DA UARYOPITAD UYUREBDE. GMERTMA ICIS VIN ARIS MORCMUNE DA VIN ARA. TU VERC SHEN SHEMACVLEVINEB AZRS DA VERC ME RA AZRI AK AM YVELAPERS EBRAULI CYEVLAA ERTI ” SHENI AR GACODINA DA SXVISI AR GAGONAO” MECODEBA ASETI ADAMINI ME PIRADAD ASETI ME VAR TU SHEN KIDE SAKITXAVIA 🙂

      • DA KIDEV ERTI CIXESHI PATIMREBIS XATCERAS ASCAVLIAN DA MAT SHORIC VINC GAUPATIUREBISTVIS MKVLELOBISTVIS KURDOBISTVIS YACHAGOBISTVIS DA SXVA MDZIME DANASHAULEBISTVIS ZIAN CIXESHI DA XATEBS EKLESIEBS CIRAVEN. DA PATIMREBS DILIS DA SAGAMOS LOCVEBSHI DA YVELA CIRVAZE MOVIXSENIEBT MISTVIS ROM SCOR GZAS DAADGNEN. LOCVAA SACHIRO DA ARA GINEBA. GINEBIT DA SAZOGADOEBIDAN GARIYVIT MAS KIDEV UPRO MDZIME DANASHAULISKEN VUBIDZGEBT.

      • ლოცვაა საჭირო და არა გინებაო. მე არავის ვაგინებ მგონი ხო? არც ვწყევლი და არც ვლანძღავ. SHENI AZRIS TAVISUPLEBA MASHIN MTAVRDEBA ROCA SXVISI ICYEBA IMISATVIS ROM SHENI AZRI DAAPIKSIRO AR ARIS AUCILEBELI ROM SXVAS SHURACYOPA MIAYENO ES ARIS ELEMENTARULI KANONI ROMELIC YVELA ADAMINMA UNDA ICODES.შეურაცხყოფაც არავისთვის მიმიყენებია. არასწორი რაღაც გავიგე და ვთქვი, რომ არასწორია. კიდევ ერთხელ ვამბობ: ჩემი აზრი გამოვხატე, რასაც ვერავინ დამიშლის. ვინ როგორი ადამიანია ეგ მე არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში. რაც არ ვიცი, იმას არვამბობ. შესაბამისად, როცა არ იცი, არ უნდა დადო თავი ამაზე. ისე იაპონიას ჩემი დაცვა ნამდვილად არ ჭირდება, ისედაც ჩვენზე ბევრად უკეთ ცხოვრობენ. თუ შენ იმიტომ წერ ამდენს, რომ გგონია, ვინც საუბარს დაასრულებს გამარჯვებულიც ის იქნება, კი ბატონო, წერე რამდენიც გინდა.

  16. ვინც ამას არ დაიჯერებს ღმერთი საშინლად დასჯის ეს ჭეშმარიტებაა არ დაგავიწყდეთ რომ ღმერთის ნებით დაეცა სოდომ გომორი და კიდევ 6 000 წლის წინათ სიცოცხლე შეწყდა დედამიწაზე დაიღუპა უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ მუცელში მჯდარი ადამიანებიც შეეწირნენ სოდომში და გომორში ამოწყდა მთელი ხალხი ღმერთს ურწმუნოები და გამოუსწორებლები არ ჭირდება ისინი იმ ქვეყნადაზ დაისჯებიან ღმერთი როცა ხედავს რომ არაფერი აღარ ეშველება უშვებს ამ ყოველივეს იაპონელი ხალხი სიმართლე რომ გითხრათ არ მეცოდება რადგან ეს მათივე ურწმუნოების ნაყოფია ისინი საერთოდ აიგვებიან თუ არ შეინანებენ ეს ღვთის სასჯელი იყო და არა ბუნებრივი მოვლენა მას გავდა მხოლოდ ადამიანი ღვთის ნების გარეში იცოდეთ რომ ვერც გაივლიან არამცთუ ისუნთქებენ ბუნებრივი მოვლენა კი ქრისტეს გარეში არ მოხდება მისი ნების გარეშე არ მოხდება ეს ქრისტეს სასჯელი იყო და არა სხვა გგონიათ რომ მეძავებს და გარყვნილებს ღმერთი თავზე ხელს გადაუსვამს რა კარგად იქცევითო არავინ ჩათვალოს ამ კაციის ქადაგება ყარყოფითად

    • ძალიან გთხოვ არ გვინდა ეგეთი ამბიციური საუბრები რელიგიის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ შენზე ბევრად მეტი ვიცი იაპონიაზე, მის ერზე, მის კულტურაზე და ა.შ. თუ გგონია, რომ იაპონიამ დაიმსახურა ეგ სასჯელი და ყველაფერი ამ ქვეყანაზე სამართლიანია და ღვთის ნებით ხდება, უნდა გითხრა, რომ ძალიან ცდები. ეგ ჭეშმარიტება რომ ყოფილიყო გამოვიდოდა, რომ ჰაიტის საცოდავმა, ღარიბმა მოსახლეობამ, რომელიც მთელ სიცოცხლეს შრომაში ატარებდა, დაიმსახურე ეგ საშინელება! ან გამოდის, რომ I და II მსოფლიო ომებიც მისი ”კურთხევით” მოხდა!
      ისადა.. იაპონელებს იესო არ სწამთ ცნობისთვის და თავიანთ რელიგიაში ურწმუნოები არიან თუ მორწმუნეები, ეგ შენ არ გეცოდინება. და ვიღაც რომ იტყვის, იაპონელები გარყვნილები არიანო, არ უნდა დაუჯერო ასე სიტყვაზე. სხვათა შორის, ქართველები უფრო გარყვნილები ვართ, ვიდრე იაპონელები არიან უმეტეს შემთხვევაში. ჩვენს ქვეყანაში მალავენ უბრალოდ..თორე დიდად არ განვსხვავდებით თუნდაც ამერიკისგან და ევროპისგან. აქ ქალიშვილებს უფრო ბევრი საშინელება აქვთ ჩადენილი, ვიდრე უცხოეთში ”გარყვნილ” არაქალიშვილებს.
      გთხოვ, გაიგე, რომ ყველაფერი ქრისტეს ნებით რომ ხდებოდეს, ჩვილი ბავშვები და მოზარდები, რომლებიც ჩვეულებრივად, თავისთვის ცხოვრობდნენ და არც ძალიან გარყვნილნი იყვნენ და არც ძალიან მორწმუნენი, არ დაიღუპებოდნენ კიბოთი ან რამე მაგის მაგვარით. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მე ღმერთის არ მჯერა ან რამე მაგის მაგვარი, მაგრამ მერწმუნეთ, მეც ისეთივე უბრალო ქრისტიანი ვარ, როგორიც თქვენ.
      დაფიქრდით სანამ რამეს დაწერთ! სისულელეების დაწერა ბევრს შეუძლია!

  17. ის რაც იაპონიაზე მოხდა და სხვა კვეყნებზეც მალე რომ მოხდება ეს წინასწარ არის უკვე დანახული იაპონია კი არა ურწმუნოებას ღმერთი გაანადგურებს საერთოდ (ქვეყნებს) ჩინეთი გინდა ინდოეთი გინდა თუ სხვა თქვენ ის გავიწყდებათ რომ ღმერთში ყველა თვისება ერთ დონეზეა სიყვარული მოთმინება განრისხება და ა შ როცა მეორედ მოსვლა მოხდება და საბოლოოდ გადაირჩევიან ანუ გარდაცვლილნი ადგებიან და ასე ის ჯოჯოხეთის მკვიდრნი რომელიც იქ არიან ღვთის ამქვეყნიურ სასჯელზე წინასწარ ცახცახებენ ისინი იმ ქვეყნად კი არა როცა ღმერთი ამქვეყნადაც მოიყვანს აქაც დაისჯებიან სახალხოდ ეს ქადაგებიდან ვიცი ხოლო სამოთხის მკვიდრნი კიდევ უფრო ბედნიერად იქნებიან ააქ ღმერთის მეორედ მოსვლაზე კი არ უნდა გაგვიხარდესო უნდა ვტიროდეთ ჩვენი ცოდვებზე რა მოგველის ამ ქვეყნადო შენი ცოდვები სახალხოდ იქნება განგებული და ასე რაც შეეხება იმას რომ ღმერთის ნებით არაფერი ხდება სიცრუეა და მას ღმერთი ქრისტე არ წაამს ქრისტეს გარეშე რომ ცუნამები ხდებოდეს ანუ ბუნება არ ემორჩილებოდეს ღმეერთს ჩვენი ღმერთი ბუნება იქნებოდა და არა ქრისტე ღმერთის გარეშე მგელი ცხვარს ვერ შეჭამს ხიდან ფოთოლი ვერ ჩამოვარდება ბუნება ეს ის არის რაც ქრისტეს ემორჩილება და მისი ნების გარეშე ტაიფუნები ტორნადოები და აშ ვერ ხდება ღმერთი ამ ყოველივეს ჩვენივე ცოდვების გამო უშვებს დედამიწაზე არ დაგავიწყდეთ რომ სიცოცხლე შეწყდა ერთხელ უკვე რაც შეეხება საქართველოს ქართველები ზოგადად მაინც გარყვნილები ვართ და თუ ვაართ იმიტომაა რომ თვალები გვრჩება ჩვენს ტერიტორიებზე გაუბედურებულები რომ დავდივართ ეს ჩვენივე ცოდვების გამო დაუშვა უფალმა თამარის დროოს ოქროს ხანა როცა გვქონდა საქართველოში ერთ სამეძავო სახლს ვერ ნახავდი ამ ქვეყანაში ასევე იყო აღმაშენებლის დროს და ასე შემეგ საერთოდ ნელა ნელა ყველა ქვეყანა განადგურდება ვისაც მეტი რწმენა ექნება უფალი მათ გადაარჩენს საქართველოში რომ მთელი მოსახლენი მართმადიდებლები იყვნენ უბედნიერესი ქვეყანა ვიქნებოდით მთელ მსოფლიოში მარა ნელა ნელა ვკარგავთ ღვთის რწმენას და იმის გვწაამს რომ ღვთის სასჯელს არამედ იმით ვიგებთ რომ გამოვსწორდეთ არამედ ვიგებთ იმით რომ ეს ბუნებრივი მოვლენა იყო და მეტი არაფერი ხვალვე საქართველო ურწმუნოებით გაივსოს და ნახავთ რა დღეში ვიქნებით საქართველო აღარ იარსებებდა რა დღეში არიან ებრაელები ეს მათივე ურწმუნოების და ღვთისაგან განშორების ბრალია ასეა ღმერთი არ დაინდობს გამოუსწორებელ ურწმუნოებს თორე ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ რა დღეში ჩავარდებიან მალე ცოტახანში წამყვანი ქვეყნები აღარ იარსებებენ საერთოდ იაპონიის ტრაგედია იმ მშობიარობის სათაიურია რაც დაიწყება ასეა ვისაც მეტი მიეცა მეტიც მოეთხოვება თუ არა და განადგურდება საერთოდ როგორც ღვთის სასჯელი თუნდაც სოდომ-გომორი იყოს

  18. ნამდვილად არ მინდოდა სეურაცმყოფა მიმეყენებინა ვინმესათვის მაგრამ შენი სულელური ლაპარაკი ჩემს ნერვებზე ცუდად მოქმედებს. პირველ რიგში რაღაც მინდა გითხრა: წერტილ-მძიმეებიც არსებობენ ენაში! ყველაფერი ისე არეულ-დარეულად გიწერია, რომ ძლივს გავიგე აზრი. გრამატიკული შეცდომებიც საკმაოდ ბევრი გინახე, მაგალითად ”რაც შეეხება იმას რომ ღმერთის ნებით არაფერი ხდება სიცრუეა და მას ღმერთი ქრისტე არ წაამს”.იმედია ხვდები რაზეც ვლაპარაკობ.
    მეორე რიგში მინდა გავიმეორო ჩემი თხოვნა, რომელიც მგონი დაგავიწყდა ან საერთოდ არ წაიკითხე: ძალიან გთხოვ არ გვინდა ეგეთი ამბიციური საუბრები რელიგიის შესახებ! ყველაფერს, რაც იცი ან გაგიგია თუ დაწერ, რაღაც სისულელე გამოვა და მეტი არაფერი. დამიჯერე, მეც ქრისტიანი ვარ და ნამდვილად არ ვარ ნორმალურ ადამიანზე ცოდვილი. ჰო მართლა, რაც შეეხება ზევით აღნიშნულ ციტატას, თუ ჩემს პოსტს კარგად გადაავლებ თვალს ალბათ შეამჩნევ, რომ მე არ დამიწერია ღმერთის ნებით არაფერი არ ხდება-თქო. მე ვთქვი, რომ თუ ჩვენი წარმოდგენები ღმერთის სესახებ სწორია და ის ყველაზე კეთილია ამ ქყევანაზე, მე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ იგი ასე უმაწყალოდ დაიწყებდა ხალხის ხოცვას.
    რომ ამბობ იაპონელები ყველაზე გარყვნილები არიანო და დაისაჯნენ მაგიტოო, აბა შეხედე ამერიკას ან რომელიმე ევროპის ქვეყანას: ერთადერთი რამ, რაც განასხვავებს იაპონიას მათგან ის არის, რომ იაპონია უფრო განვითარებულია, იქ უფრო მეტ პატივს ცემენ ტრადიციებსა და ადათ-წესებს და ამერიკა და ევროპის ქვეყანაში ბევრად უფრო მეტი ”ცოდვილია” ვიდრე იაპონიაში. თუ შენ გგონია, რომ ვინც ყველაზე ”ცუდია”, ის პირველად დაისჯება და სამართალი იზეიმებს, ძალიან ცდები. იმდენად გაქვს თავი გამოტენილი მაგ შენი ქადაგებებითა და რელიგიით, რომ ელემენტარულ რეალობას ვერ ხედავ. ყველაფერი სამართლიანი რომ იყოს, საცოდავი ზანგები არ იშიმშილებდნენ, გერმანელები ამოწყდებოდნენ და რუსებიც ზედ მიყვებოდნენ და ჩვილი ბავშვები, რომელთაც, დარწმუნებული ვარ, ჯერაც ვერ მოესწროთ ”ცოდვის” ჩადენა, არ მოკვდებოდნენ ექიმის შეცდომისა თუ სხვა მიზეზის გამო.
    გაიგე, რომ ცხოვრება უსამართლოა! იმედია ეს ფრაზა პირველად არ გესმის. და შენ ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ ხარ განწყობილი, ვინც მიიგო რეალობა ისეთი, როგორიც არის! ყველაფერზე თვალის დახუჭვა და რელიგიაზე დაბრალება არასწორია! როდესაც შენ ამბობ, რომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება, შენ მას აბრალებ არა მარტო კარგ, არამედ ცუდ მოვლენებსაც.
    მითხარი, ღმერთი ოდესმე მოკლავდა უბრალო ხალხს? ხალხს, რომლაც განსაკუთრებულად ცუდი არაფერი არ ჩაუდენია! არა მგონია, რომ ოდესმე გაზეთებიდან ან ტელევიზორიდან შეგეტყო რამე, რაც დაადასტურებდა იაპონიის ”გარყვნილებას”. ხოლო მე ძალიან ბევრი ასეთი რამ გამიგონია სხვა ქვეყნებზე. მაგალითად ზოგიერთ ქვეყანაში იმართება აქციები, რომლის მონაწილეებსაც არ უნდა ეცვათ ტანსაცმელი ან რამე მაგის მაგვარი. თუმცა ასეთი მოვლენები უკვე ნორმალურია ყველა(თითქმის) ახალგაზრდასათვის.
    ამათ უფრო მეტად არ დაიმსახურეს ”სასჯელი”??? მაშ რატომ არ დაისაჯნენ? და არ გაბედო ისევ შენი ქადაგებების წაკითხვა! მიპასუხე ამ შეკითხვაზე!

  19. წერტილ მძიმეების წერა არ ვიცი ეს პრობლეამა არაა ალბათ შენ ის გავიწყდება რომ დედამიწაზე სიცოცხლე 6 000 წლის წინ შეწყდა ღმერთის 120 წლიანი გაფრთხილების შემდგომ იაპონიის ტრაგედია ნაწინასწარმეტყველები იყო არა წინასწარმეტყველის მიერ და კიდევაც მოხდება უამრავი კიდევ უაზრობებს იძახი ზანგები არ იშიმშილებდნენ გერმანელები ამოწყდებოდნენ და რუსებიცო აფრიკელებს ქრისტე არ სწაამთ და ღმერთი მათ როგორ დაეხმარება თუ არ იღებენ ან რა იცი გერმანელებს ან რუსებს უფალი ხვალ რას უმზადებს ისე ნუ ლაპარაკობ რომ თითქოს მორჩა ასე და ისე არიანო რა იცი ან ამერიკას რა მოელის ან ევროპას კიდევ იძახი იაპონიაში ის ტრადიციიაო მეძავობას ტრადიცია ეძახიი და ღმერთი ეტყვის კარგად იქცევითო რასაც ისინი ტრადიცია ეძახიან მეძავობაა სხვა რა უნდა იყოს შენ ის გავიწყდება რომ თუნდაც ტრადიცია ღმერთის ნებას არ უნდა შეეწინააღმდეგოს არ გეთანხმები რომ ცხოვრება უსამართლოა მე მასე არ მივიჩნევ ყოველივე სამართლიანობაა რაც ხდება მეც მქონია ისეთი შემთხვევა როცა დავსჯილვარ (და ნამდვილად საშინელება იყო) მარა არასოდეს მითქვამს რატო ღმერთო მეთქი ეს მცირედმორწმუნეობაა სწორედაც ყოველივე უფლის დაშვებით მოდის საშინელებებიც და ბედნიერებებიც კარგიც და ცუდიც შენ თუ ასეთი რწმენით იწნები განწყობილი ანტი ქრისტე ადვილად შეგაცდენს ის ომებს ბოლოს მოუღებს შიმშილს და უბედურებებს მარა კეთილი იქნებაა ეს ყოველივე ცრუდ იქნება ჩადენილი მარა მესიად აღიარეებ? და ბოლოს გეტყვი რომ ღმერთი საშინელი კი არ არის სიყვარული არის ღმერთში 50% თუ სიყვარულია 50% განრისხებაა მარა საბოლოო ჯამში მაინც სიყვარული არის ღმერთი ღმერთი რომ 100% სიყვარული იყოს და არ უშვებდეს ომებს მიწისძვრებს და კტაკლიზმებს ადამიანები მას ცუდად გამოიყენებდნენ >>>>>>>>>>>>>

  20. ისევ ვერ გაიგე რის თქმას ვცდილობ..ბოლო სიტყვები კი არ წაგიკითხავს.. იცი, რომ ადამიანის თვალბი კი არა ტვინი ხედავს? თვალები აგზავნიან სიგნალებს ტვინში და მხოლოდ ტვინის საშუალებით ვხედავთ გამოსახულებას. ამის გამო ადამიანი არ აღიქვამს იმას, რაც მის ლოგიკას ეწიინააღმდეგება. ნუ, ეს ჯერ მხოლოდ ჰიფოთეზაა, ასე რომ არ ვიცი ყველა ადამიანი ასეთია თუ არა, თუმცა შენ მგონი იმათ წრეში სედიხარ, ვიზეც ეს მოქმედებს. ნუ დაყვები შენს აგრესიას. სხვებსაც მოუსმინე. მე ხომ გთხოვე არ ვგინდა ეგეთი ამბიციური საუბრები-თქო? ნა ყოველ კომენტარში თუ ერთი და იგივეს თუ დაწერ, ვერავის ვერ დააჯერებ შენს სათქმელს.
    მართალი ხარ, მე ნამდვილად არ ვიცი რა მოუვათ ამერიკელებს, რუსებსა თუ გერმანელებს ხვალ, მაგრამ შენს სიტყვებს თუ დავუჯერეთ, ის ისჯება ვინც ცოდვას სჩადის. მაგაში ნამდვილად მართალი ხარ. თუ ეგრეა, ვინც უფრო მეტ ცოდვას სჩადის, ის ყველაზე მკაცრად უნდა დაისაჯოს, ხო? მაშ რატომ არ ისჯება მთელი გერმანია? რატომ არ სჯის ღმერთი მთელს ქვეყანას მათი წინაპრების შეცდომებისათვის? ჰო ყველამ კარგად იცის, რომ წინაპრების ცოდვები შთამომავლებს მოეზღვავებათ. შენი აზრით ეს სამართლიანია? სამართლიანია, რომ, მაგალითად 3-4 წლის ბავშვები უეცრად კვდებიან. ეს არის ”სამართალი”? მე უკვე ძალიან ბევრჯერ დავრწმუნდი, რომ ეს ცხოვრება უსამართლოა, და თუ რამოდენიმე ადამიანს გაუმართლა და მათი ამბავი სამართლიანად დამთავრდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამართალი ყვავის! მე, როგორც უკვე ვთქვი, ღმერთის მწამს, და მას არასოდეს არ მივაყენებ შეურაცმყოფას(და თუ მივაყენებ, რამენაირად მოვინანიებ), ასე რომ ცილს ნუ მწამებ!
    კიდევ იმას გეტყვი, რომ მე კარგად ვიცი რას ნიშნავს სიტყვა ტრადიცია და ნამდვილად არ შემეშლებოდა იგი სიტყვა ”გარყვნილება”-ში.იაპონიას მე კარგად ვიცნობ. ის, რა თქმა უნდა იდეალური არ არის და იქაც ძალიან ბევრი ცოდვილია, მაგრამ მთელი ქვეყანა მათ გამო ნამდვილად არ დაისჯებოდა.
    ღმერთი ამბობს ”გიყვარდეს მტერი შენი”, ხომ მართალია? მაშ რატომ კლავს ხალხს? ეს ღმერთის ჩადენილი არ არის! არ მინდა ვიფიქრო, რომ ღმერთი ასეთ რამეს გაუკეთებდა კაცობრიობას! იაპონია სეისმურად აქტიურ ზონაშია, ეგ არის და ეგ! ბევრ ვიდეოში ცანს, რომ მიწისძვრის დროს ხალხი გარეთ კი არ გარბოდა, იმ ადგილებს ეჭიდებოდა, სადაც უსაფრთხო იყო, რადგან იქ ძალიან ხშირად არის ცუნამი და მიჭისძვრა.
    იმედია ერთმანეთს რამენაირად გავუგებთ. უბრალოდ არ მინდა, რომ ვინმემ ასეთი აზრებით გამოიტენოს თავი. თუ კიდევ აპირებ წერას წერე, მაგრამ ეგრე აგრესიულად ნუ წერ. ხალხი იმიტომ წერს, რომ სხებს გაუზიაროს თავისი აზრები. კითხვა მკითხველს სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს! 🙂

  21. მე ყოველი ადამიანის აზრს უდიდეს პატივს ვცემ რა მნიშვნელობა აქვს რას იტყვის მარა ჭეშმარიტება რა არის ეს ვიცი მე აშკარად ვიცი.

  22. სრულიად გეთანხმები ^_^ მეც ძალიან კარგად ვიცი რაში მდგომარეობს ჭეშმარიტება. მე პირადად მჯერა, რომ ადამიანმა ბუნება და რელიგია ერთმანეთში არ უნდა აურიოს.

  23. იცით თუ არა რომ დედამიწაზე ანტი ქრისტეს თაყვანის ცემის შემდეგ ღმერთი საშინლად დაგვსჯის ის განრისხდება რა თქმა უნდა იმ ადამიანებზე ვინც მას ეთაყვანებიან იქნება უდიდესი მიწისძვრები ცუნამები სამწელიწად ნახევარი ზეცა წვიმას აღარ გამოსცემსო დედამიწაზე აღარ იქნება ხილი ბოსტნეული ალვის ხეს დაემსგავსება ყოველივეო წერია წარმოიდგინეთ ხილი არაა ბოსტნეული არ მოვა ეს იქნება ნიშანი იმისა რომ ღმერთი განრისხებულია სამყაროზეო ეს დრო არც ისე შორსაა რომ იცოდეთ ვაიმეეეეე

  24. ხალხო ღმერთი ადრეც ეუბნებოდა ეზდრა წინასწარმერყველს რომ ბოლო ჟამის მცხოვრებები მისი მცნების გარეშე არ იცხოვრებდნენ და უფალი დასჯიდა უფალმა თქვაა ისინი ჩემი ნების წინააღმდეგ წავლენ და მათთვის გამზადებული მაქვს სასჯელი მიწისძვრით ცეცხლით წყალდიდობებით და ასე შ ეს რა არის 2012 2013 წლებში მწერები გაჩნდებიან რომლებიც ურწმუნოებს დაესევიან და ისინი ტანჯვა წამებაში მოკვდებიან ამას უფალივე იძახის ვისი ბოდიალი უნდა დაიჯერო თუ არა უფალის სიტყვის ეს არის ჭეშმარიტება

  25. ხალხნო ნუ დაწყვიტეთ ერთმანეთი..ამ მამაოს შეეშალა როგორც ჩანს რაღაც..მე ერთი რამ მაინტერესებს საპატრიარქოს ამის თაობაზე რამე განცხადება არ გაუკეთებია????????..არა მგონია ქრისტიანს, სხვა ერის უბედურება გაუხარდეს..ამდენი ადამიანის სიკვდილი..

  26. სრულიად გეთაბხმები! ღმერთმა ადამიანს თავსუფალი ნება მისცა! იაპონიაზე გარყვნილი ძალიან ბევრი ქვეყანა და ერი ვიცი და მათ რატო არ მოუვიდათ არაფერი აბა? ღმერთი ძალიან კეთილია, ხო? მაშინ რატო მოუნდებოდა ასეთი სასაკლაოს მოწყობა??

  27. რაც თოვლიანმა თუ ფიფქიანმა თქვა გამეცინა ღმერთმა თქვა დავსჯი იმ ქვეყნებს რომლებიც ჩემი ცნებების გარეშე იცხოვრებენო მიწისძვრებით წყალდიდობებით და ასე შშშშ… ეხლა დაიწყება სწორედაც ყველაფერი ღმერთმა არ ქნას წარღვნას მოვესწროთ ხალხო თავი გაანძრიეთ და ბიბლიას გადახედეთ რასაც წაიკითხავთ აზრი მერე გამოიტანეთ გაიხსენეთ ეზდრა ||| -ეს წინასწარმერყველი იყო ღმერთმა რა უთხრა საერთოდ რეები მოხდება>>>>>>,,,,,,,,,,,……………….

  28. თქვენ საერთოდ ხო არ უბერავთ რაღაცეებს?????? რა კომენტარები წერია აააააააააქქქქქქქქქქქქ!! ჰააა სადაა ადამიანის განსასჯელი ის ქვეყანა რატო ისჯება და ეს რატო არ ისჯება ეს ღმერთის განსასჯელიააა გაიგეთთთთთთთთთთ და არა ადამიანის იაპონია დაისაჯა და განისაჯა როცა სხვა ქვეყანა დაისჯება მათივე ურწმუნოების ნაყოფად იმაზე მერე ილაპარაკეთ ხო გაიგე და სისულელეებს ნუ წერთ გამაღიზიანებელია თქვენი განსასჯელი არაა ვინაა დასჯის ღირსი და ვინ არა გრამი რწმენა აღარ შეგრჩათ მაგ ტვინში უკვე სწორი ცუდი გგონიათ (ქადაგებაზე მაქვს ლაპარაკი) ასე გავაგრძელოთ და იაპონიასნაირს გაათმაგებულს მივიღებთ უკან ვინ მოგცათ უფლება განსაჯეთ ჰოლანდია გერმანია რუსეთი არ ისჯებაო არ მიყვარს იაპონია მარა არც მძუულს, მარა ის ვიცი ასეთ ურწმუნოების სოროს რასაც იაპონია ქვია ისევ მტერი მართმადიდებელი რუსეთი მირჩევია <<<<<<<<<<<<>>>>>>>>>>>>>>>>>>><<<<<<<<<<

  29. დედამიწაზე ცხოვრობს, 6 მილიარდი ადამიანი. ამათგან 4 მილიარდამდე არის ბუდისტი. მარტო ჩინეთი და ინდოეთი რათ გინდა 3 მილიარდია არა იქაც შეიძლება, იყოს ქრისტიანი მარა რამოდენიმე ასეული ისიც კათოლიკე. დანარჩენი კი არის ისლამის მიმდევრები, სატანისტები, კათოლიკეები, და ასე თავი ბოლო ქრისტიანი კი არის 700 მილიონი კაცი. ან მაქსიმუმ 800 ამათგან, ნახევარზე მეტი სწორად მართმადიდებლურად არ ცხოვრობს! ალათ 450 მილიონი. თავი ბოლო სწორად მართმადიდებლობის მიმდევრები კი არის რაც დარჩა თქვენც ხედავთ 150 მილიონ კაცამდე. ან ცოტა მეტი და ამას ეძახით რწმენის მიწას და რწმენის გაძლიერებას. არავის გეგონოთ კათოლიკე ქრისტიანები ცხონდებიან, ისინი სულიწმინდის მგმობელები არიან. და ამ ყველაფრით გინდათ, ღმერთმა მოწყალების თვალით, გადმოგვხედოოს?დარწმუნებული ვარ ვინც აქ წეერს კომენტარებს ან ნერვებზე თამაშობენ, ან არ ესმით რა ხდება. ჩვენი კი გვსუურს! და პროტესტს ვაცხადებთ, ქვეყნები რატო ინგრევიანო. დაინგრევიან აბა, რაა და რა მაინტერესებს! რა შუაშია სეისმურად აქტიური ზონაა? ეს არაფერს არ ნიშნავს. საქართველოშიც მომხდარა მიწისძვრები გაგახსენებთ: საჩხერის მიწისძვრას და კიდევ ვარძიასთან საქართველოც აქტიურ ზონაშიაა? როცა ხალხი სწორად ცხოვრობდა საქართველოს ისტორიაში მიწისძვრა არ მახსენდება. რაღაც ერთ ბალიანიც კიი. და ბოლოს ისიც არ დაგავიწყდეთ, როომ ღმერთის შვილები ვართ და ასეთი გამოთქმაცაა: ღმერთი ბადებს, ღმერთი კლაავს.კარგად!

  30. ურწმუნნო: რა არის აქ შეცდომა! ჰა მამა დავითს არ უთქვამს იაპონია გარყვნილების გამო დაისაჯაო.მან ისაუბრა,იმ ერზე რომელიც დაისაჯა საერთოდ გესმით რას ნიშნავს ქადაგება! დეკანოზის ქადაგებას ეწინააღმდეგებით? აბა ეს რაა ღმერთმა ამრავლოს ასეთი დეკანოზები თქვენ კი არასწორი რომ გგონიათ ეგ იმის ბრალია რომ არ ცხოვრობთ ჭეშმარიტებაზე.

  31. ნაწილობრივ მართალია მოძღვარი, მაგრამ ყველაფერში ნამდვილად ვერ დაეთანხმები ადამიანი,- მერე რა , რომ მოძღვარია?!იაპონიაში არ ვყოფილვარ , მაგრამ როგორც გამიგია მათნაირი მოწესრიგებული ქვეყანა ცოტა თუ არსებობს, ძალიან მშრომელი ხალხი ცხოვრობს და ჯერ მარტო მაგიტომაა დასაფასებელი ეგ ქვეყანა,,,რაც შეეხება მათ გარყვნილებას პირველად გავიგე ასეთი რამ, როგორც ვიცი ძალიან ტრადიციული ქვეყანაა,,ღმერთი მოწყალეა და მსოფლიოში,, სადაც მართლაც ამდენი გარყვნილი ქვეყანა, რატომ უნდა დაესაჯა ასეთი ხალხი?! თან ისიც ცნობილია, რომ მარტო ახლა არ მომხდარა ასეტი კატასტროფა, ნუ ამხელა მასშტაბით არა ,, მაგრამ…მაგრამ მე მჯერა,რომ ისევ ღმერთის შეწევნით ყველაფერს გამოასწორებენ, არადა ძალიან მაგარი ქვეყანაა…კარგი პოსტია(იდეა)),, მეც დავწერდი ამაზე რამეს : დ )))

  32. საერთოდ ვთვლი (და მგონი არ ვცდები) რომ არ შეიძლება არცერთ ერზე ითქვას გარყვნილი. არც ის, რომ კარგია და არც ის, რომ ცუდია. რაც არის ის არის. ისევე როგორც შავი ცუდია და თეთრი კარგიას თქმა სისულელეა. (არც თეთრი გამოჩნდება შავის გარეშე და არც პირიქით)
    მხოლოდ საკუთარი ერი და კულტურა შეიძლება აკრიტიკოს ადამიანმა.

    საოცარია ის ფაქტი რომ თვითონ იაპონელებიც ღვთის რისხვას (ზოგიც გაფრთხილებას) უწოდებენ ამ ტრაგედიას, მაგრამ სულ სხვა ასპეკტში. იმას რასაც ჩვენ გარყვნილებას ვუწოდებთ იაპონელებისთვის იმდენად დაბალმნიშვნელოვანია, რომ ვერ მიხვდებიან რას ლაპარაკობს მამაო. ერი რომელიც ისტორიულად შიმშილობდა და შეიძლება ითქვას რომ უსასოო/უიმედო იყო საუკუნეების განმავლობაში (როდესაც საკუთარ შვილს შიმშილით გარდუვალი სიკვდილისგან გაჩენის დღესვე ცოცხლად დამარხავ, -ინფანტიციდის პრაქტიკა. და ნუ იფიქრებს ვინმე, რომ აბორტი უფრო ჰუმანურია) იყვნენ იქ სექსის და ასე შემდეგ ცნება სხვა სიბრტყეზეა.

    თვითონ იაპონელები თვლიან, რომ ისეთი გაჭირვება რომელიც ერმა გამოსცადა და რა ყოფაშიც იყო, დღეს ფეხიფეხზე გადადებული ზედმეტი კომფორტული აზროვნების ბრალია ყოველივეო.
    ღმერთი გვაფრთხილებს რომ შეიძება ერთ წამში მოისპოს ყოველივე მატერიალური კომფორტი და გაცამტვერდეს. ამიტომ სულიერ ღირებულებებზე მეტი ფიქრი და შრომაა საჭირო რომელსაც სანამ ცოცხალი ხარ ვერც ვერავინ წაგართმევს და ვერც ვერაფერი დაგინგრევს.

    .

  33. koveltvis magizianebs iaponelebze da iaponiaze aseti saubari, garkvnili kvela qvekanashia,da mat shoris saqartveloshic bevri, ra shuashia 11-martis tragediastan gmerti?mashin ratom ar daicva gmerttma is 100 000 qartveli roca jalal-el-dini shemoesia tbiliss da ese igi garkvnilebas unda davabralot kvelaferi? gamecit pasuxi, da saertod gmerti ar martavs am wutisofels im dgidan rodesac adamma shescoda. es qvekniereba satanisaa, da adamianebi ki misi qveshevrdomebi martaven dedamiwas, gmerti arafer shuashia,es sitkva mdzuls ”iaponia garkvnili eria”, vinc amas ambobs is ragatqma unda goneba bneli adamiania da kidev gamigia aseve kvelapers iaponelebi igoneben da amitom moxda es tragediao, mashin ratom ikeneb im gamogonebas shen tu wminda xar?ese igi shenc garkvnili gamodixar mashin. goneba gaunatdes mas vinc ambobs iaponelebze aset rames da am dros iaponiashi damzadebuli klaviaturit wers komentars :DDDDDD

  34. იაპონია ღვთისგან დაისაჯა და კიდევ დაისჯება უამრავი ქვეყანა (უფრო სწორედ ისჯება სანამ აქ ვწერ) ქრისტე იძახის ბოლო ჟამს ადამიანებს დავსჯი ცეცხლით წყლით მიწისძვრებით ქარიშხლებით და ასე

  35. gimili momgvara ratomgac am kvelaferma 🙂 samcuxaroa, rom dzalian bevri ar icnobs am xalxis kulturas da tradiciebs. garkvnilebaze roca vsaubrobt, jer chveni ganvsajot da svisaze mere visaubrot. kargad gadavxedot chvens kvekanashi ra xdeba…

  36. ირაკლი
    October 15, 2011 @ 16:05

    დედამიწაზე ცხოვრობს, 6 მილიარდი ადამიანი. ამათგან 4 მილიარდამდე არის ბუდისტი. მარტო ჩინეთი და ინდოეთი რათ გინდა 3 მილიარდია

    ჩინეთის მოსახლეობა არის მილიარდ 350 მილიონი და ინდოეათისა მილიარდ 200 მილიონი, ორივე ერთად გამოდის 2 მილიარდ 550 მილიონი…

    მერე მანდ არის ინდუიზმი, ბუდიზმი, ისლამიც ბევრია დამიჯერე. თუ გინდა წაიკითხე და თავად დარწმუნდები.

    მთელი აზიის მოსახლეობა არის დაახლოებით 4 მილიარდი და მარტო აზიაში ცხოვრობს დაახლოებით 1 მილიარდი მუსლიმი, იაპონელებსსაც თავიანთი რელიაგია აქვთ

    სადღაც წავიკითხე ჩინეთში 60 მილიონი ქრისტიანიაო(არ ვიცი რამდენად სანდოა) და სად არის აზიის არეთ ბუდიზმი ისე გავრცელებული რომ მილიონებით ვითვალოთ? არსად

    მაგრამ სიმრავლე ნამდვილად აქვთ:)))

  37. GIA
    November 3, 2011 @ 16:05

    ურწმუნნო: რა არის აქ შეცდომა! ჰა მამა დავითს არ უთქვამს იაპონია გარყვნილების გამო დაისაჯაო.მან ისაუბრა,იმ ერზე რომელიც დაისაჯა საერთოდ გესმით რას ნიშნავს ქადაგება! დეკანოზის ქადაგებას ეწინააღმდეგებით? აბა ეს რაა ღმერთმა ამრავლოს ასეთი დეკანოზები თქვენ კი არასწორი რომ გგონიათ ეგ იმის ბრალია რომ არ ცხოვრობთ ჭეშმარიტებაზე.

    გია ძმაო ამდენი ხალხი იმიტომ არის ურწმუნო რომ ღმერთისგან დახმარებას ვერ ხედავენ. და თუ გვეხმარება რაში გამოიხატება? ხალხის შიმშილში, ომში, ავადმყოფობაში და ასე სემდეგ?

    ადამიანთა მოდგმის ნახევარზე მეტი ნაგავია მაგრამ რა დააშავა იმ ნახევარზე ცოტამ? გინდ 1 % რომ იყოს. და ჯიბე გასქელებულები, კაი ნაშებით და ყველაფრით უზრუნველყოფილი მხოლოდ ასეთი დამპალი ნაროდი დადის ვინც არაპატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობს

    სად არის აქ სამართალი?

    იქნებ ვცდები კიდეც მაგრამ რაც დავწერე ამის მერე სამწუხაროდ ნაკლებად სავაუდოა…..

    • “მან ისაუბრა,იმ ერზე რომელიც დაისაჯა ” anu iaponiaze? da ris gamo daisaja iaponia…? aqet iqit miixed- moixedet, tu dasasjelia vinme, sakartveloshi unda momxdariyo yvelaferi. iaponias tavi ra sindisit unda sheadarot mitxarit xalxno. usaqmurobit ro cydeba garshemo yvela. iaponiis meatedi shromismoyvare da pativsacemi xalxi mainc viyot. Adre saukuneebis cin ra viyavit ertia da ra vart meore. umravlesoba arafris maqnisia, uvicobisgan mogvdis. Vinc icnobs kulturas, icis rasac ambobs. da uvicebi avlenen taviant saxes. rodesac raRac ar ici, gasagebia, yvelaferi ver gvecodineba, magram rac ar ici yvelaferze brmad tavi ar unda aqnio.

  38. ამ პოსტს სრუალიად ვეთანხმები. რაც შეეხება კომენტერებს ეს ხომ კატასტროფაა, ყველა არ წამიკითხავს, მაგრამ თქვენ ქრისტიანობა რა გგონიათ გასაჭირში ჩავარდნილს რომ უთხრა შენ ღირსი ხარ და იმიტომ მოგივიდა ეგრეო? ეს არის კაცთმოყვარეობა? ან კიდევ თქვენც უბიწო ანგელოზები არ მყავდეთ რომ სხვის ცოდვებზე ხმას იღებთ. ყველამ თავის თავს მიხედოს. ღმერთმა თქვენზე უკეთ იცის ვინ რისი ღირსია მათ შორის თქვენც, ვინც ბოლო ჟამზე და განკითხვის დღეზე ლაპარაკობთ.

  39. qartvelebs xo usvamen mamaoebi im garyvnilobaze rasac chadian (imito ar cdiloben patiosnebis shenarchunebas))) da sxva qveynisas ambobs..mamao ar unda ambobdes ese ugunurad ragacas.
    qartveli ro scodavs da ar icavs arc qalishvilobis tradicias da sheundoben da tan manqanit aseirneben mrevls.sxva qveyanas akritikebs.brmad mindobili eri vart da sacodavebi.raxan mamoa da rasac daaxetqebs tashs ukravt…logika ar arsebobs…ra gmertis nebit,buneba aq ra shuashia araaa? 😀 uimeeee

  40. იაპონია ძალიან მომწონს და შეიძლება ჩემი ცხოვრების სერიოზული ასპექტები დავუკავშირო კიდეც ამ ქვეყანას. მაქვს რაღაც გეგმები. ამ კაცსაც ძალიან მოსწონს, იქ ცხოვრობს და იქაური ცოლი ჰყავს. ამ ყველაფრის მიუხედავად, რაღაცეებზე თვალის დახუჭვა არ ღირს.
    მაგალითად, ამაზე: https://www.youtube.com/watch?v=WThzpap2-B4

    ამაზე: https://www.youtube.com/watch?v=l7p__C-0sBQ

    ან სულაც ამაზე: https://www.youtube.com/watch?v=Xtvl_LKuY-Q

    ყველგან არის მინუსი და არაა საჭირო დამბაჩებზე ხელის გავლება, დამშვიდდით 🙂

    მიწისძვრა რატომ მოხდა და ღმერთი ვის როგორ მოკითხავს, ეგ მართლა არავინ იცის ზუსტად.

  41. icit ras vityvi rogrc ambobs rom codvebi gavrcelda martalia magram bevri ram am videoshi shecdomaa iaponelze mowesrigebuli eri neta vinmem naxo aseve bavshvebis urchoba rogorc tqva aseti ram iaponiashi ar xdeba da es miwisdzvrebi kundzulovani zonis bralia da jereserti gmerti adamians ganvitarebis kargi saqmistvis gamoyenebistvis ar sjis

  42. ღმერთი არავის არ სჯის, ის ყველაზე კეთილი არსებაა, ზოგიერთი მღვდელი დროა გამოვიდეს სიბნელიდან, მსოფლიოში უამრავი საშინელება ხდება ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველგან ღვთის სასჯელია, უბრალოდ ესე ხდება. ზოგიერთი მღვდელი ძალიან გაუნათლებელია, მემგონო ზოგს ბიბლიაც არ აქვს წაკითხული და ესეთ ადამიანებს ვუსმენთ. რა გვეშველება?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s