არა შიშს !



საინტერესო და უცნაური ხალხია ისევ და ისევ იაპონელები , ვუყურებ ამ საშინელ კადრებს , ამ ტრაგედიას და თითოეულ იაპონელს სახეზე არ ემჩნევა შიში და სასოწარკვეთა. გასაგებია , მესმის რომ ეს მიწისძვრები , ცუნამი და ვულკანის ამოფრქვევა უცხო რამ არ არის მათთვის თითქმის ყოველდღიური მოვლენაა, მაგრამ მაკვირვებს ამ ტრაგედიის შემდეგაც მათი სიმტკიცე და  გამძლეობა.

მიწისძვრას და ცუნამს კიდევ ერთი კატასტროფა რადიაციის გავრცელებაც დაემატა. საამაყოა მათი თავდადება ქვეყნისთვისაც , როდესაც ფუკუსიმასს ატომური რადიოსადგურის მწყობრიდან გამოსვლის გამო ასობით იაპონელი იბრძვოდა რამენაირად  ხელი შეეშალათ რადიაციის გავრცელებას იაპონიის ტერიტორიაზე.

ქვეყნის და ხალხის დასახმარებლად მთელი მსოფლიო გაერთიანდა , საქართველოც არ ჩამორჩა ამ ქველმოქმედებას ცალკე ჰუმანიტარული დახმრაება და ცალე მილიონი დოლარი გადარიცხა ქვეყნის დასახმარებლად.

ამჯერად ქვეყანა ნორმალურ ცხოვრების რიტმს უბრუნდება.  თუმცა ქვეყანაში კვლავ ფიქსირდება სეისმური ბიძგები და კვლავ არის რადიაციის გავრცელების საფრთხე.

წარმოგიდგენთ Flickr – იდან  ფოტოებს მიწისძვრის შემდეგ იაპონიას.

Advertisements

6 comments on “არა შიშს !

  1. კი, თვალში მეც ეგ ფაქტი მომხვდა, რომ ინტერვიუს დროს ყველა იღიმოდა ან ჩვეულებრივი სახეები ჰქონდათ… მხოლოდ ნათესავების დანახვისას ვერ იკავებდნენ ტირილს… 😦

  2. ცოტა გვიან ვკითხულობ ამ პოსტს (გადანახული მქონდა რატომღაც) და მდგომარეობა როგორ დამძიმებულია. კიდევ კარგი, აშშ, გერმანია და საფრანგეთი რეგულარულად რომ ეხმარებიან. გლობალური კატასტროფა რომც არ იყოს (არადა, არის!), მაინც საშიში, სახიფათო და შესაცოდებელია ეს სიტუაცია 😦

  3. ხომ გიკვირს მათი სიმტკიცე…მე კი თავად იაპონელმა მითხრა ერთხელ …”ეს ქართველები როგორი გამძლე,მტიცე ხალხი ხართ…უკან არ იხევთ…მიუხედავად თქვენი წარსულისა და დღევანდელი ვითარებისა…ფეხზე როგორ დგეხართ კიდევო,როგორ მოიტანეთ აქამდე ეს ყველაფერი….აი შენც გიყურებ და როგორ იბრძვი ყოველ დღე, როგორი მტკიცე ხარ და ოპტიმისტი,შემართება გაქვს”…გამიხარდა ეს სიტყვები, მითუმეტეს უცხოსაგან, სხვა ყვეყნის წარმომადგენლისა…იმ ქვეყნის რომელიც მე ძალიან მიზიდავს!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s