ჩემი პირველი ანიმე


იაპონია იმითაც გამორჩეული ქვეყანაა , რომ საფუძველი ჩაუყარა ანიმაციის ისეთ მიმართულებას , როგორიცაა ანიმე. სხვა ქვეყნის ანიმაციებისგან განსხვავებით , რომელიც მხოლოდ ბავშვებზეა გათვლილი , ანიმეს უამრავი ჟანრი აქვს , რომელიც სხვადასხვა ასაკზეა გათვლილი. სხვა არცერთ ქვეყანას არ გააჩნია ანიმესავით გამორჩეული ხატვის სტილი , რომელიც აგერ უკვე საუკუნეს ითვლის.  ზოგს მოსწონს ანიმაციის ეს სტილი , ზოგს პირიქით. აი მე საშუალო პოზიციაზე ვარ , არც მომწონს და არც მეზიზღება. არის ზოგი ანიმე რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

პირველი ანიმე  ჩემთვის  რომელიც მაშინ არც ვიცოდი ანიმე თუ იყო , ალბათ თქვენც უყურებდით  90 – იან წლებში სერიალი  მფრინავი სახლი – 1982 / The Flying House , ცოტა უჩვეულო  ქრისტიანული ჟანრის ანიმე. ანიმაციის გმირები დროში მოგზაურობდნენ მფრინავი სახლით და ყოველთვის  სასურველ დროდ ირჩევდნენ ქრისტეს მოღვაწეობის პერიოდს , გმირები ჩაციკლულები იყვნენ ამ პერიოდზე , ხან უფროსის გარეშე გაიპარებოდნენ ,  ხან  პირიქით აქეთ ჩამოჰყავდათ რომელიმე ბიბლიური პერსონაჟი , შემდეგ როგორც მახსოვს შორიდან აკვირდებოდნენ იქ განვითარებულ მოვლენებს  და თუ საჭირო იყო  თავის კორექტივებსაც აკეთებდნენ.

კადრი ფილმიდან - The Flying House - 1982

საკამოდ კარგი ანიმაცია იყო , სახალისო გმირები. თუმცა ახლანდელი გადმოსახედიდან მართლა უჩვეულო იყო მსგავსი ჟანრის ანიმე.

შემდეგ იყო ფეხშიშველა გენი / Barefoot Gen – სამხედრო დრამა , ერთ-ერთი კლასიკური ანიმე, ძალიან მძიმე და სევდიანი ,  მორი მასაკის/Mori Masaki შემოქმედება.  ექვსი წლის გენის  ტრაგიკული ცხოვრება , ანიმეში აღწერილია რეალური მოვლენა – ჰიროშიმას ატომური დაბომბვა, რომელიც 6 აგვისტოს 1945 წელს მოხდა.

კადრი ფილმიდან - Barefoot Gen 1973

ანიმე ძალიან მძიმე საყურებელია , ამიტომ 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყურება არ არის რეკომენდირებული. ძალიან მძიმედ მახსოვს ახლაც ამ ფილმის ყურება , ვერ ვხვდები რატომ ვნახე ან ვინ მაყურებინა. ატომური ბომბის ჩამოგდების შედმეგ ადამიანების სიკვდილის სცენა ანიმაციაში  როგორი შემზარავი.

ამას მოჰყვა ლეგენდარული მფრინავი გემი მოჩვენება / Flying Phantom Ship – 1963  ფენზეტის ჟანრის ანიმე , რომელიც თითქმის ყველას ნანახი აქვს.

კადრი ფილმიდან - Flying Phantom Ship 1969

ფილმის შინაარსი საკმაოდ საინტერესო იმ პერიოდისთვის ,   ქალაქში სადაც ცხოვრობს პატარა Hayato თავს  დაესხნენ გიგანტური რობოტები. Hayato -ს  მშობლები დაიღუპნენ , გადარჩა მხოლოდ მისი ერთადერთ მეგობარი ძაღლი.  Hayato სურს როგორმე გაუმკლავდეს გიგანტ რობოტებს , ამისათვის ის დაუკავშირდება იდუმალ მფინავ გემის მფლობელს ბატონ Kuroshio – ს.  ანიმე რუსული ბაზრისთვის  რუსულ ენაზე ითარგმნა , გაიარა ცენზურა , ზოგი კადრი ამოიჭრა და იმ დროინდელ მთელ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში იქნა ნაჩვენები.

ამით ანიმესთან ჩემი პირველი შეხება მორჩა , შესაძლებელია კიდევ იყო რომელიმე ანიმე , მაგალითად ახლაც ძალიან კარგად მახსოვს ანიმე  თაგვზე დიდი მრგვალი ყურებით , კიდევ რობოტებზე Gundam – ის ჟანრის კეთილი და ბოროტი რობოტები თუმცა დეტალურად  ახლა არ მახსენდება , აგრეთვე გრენდაიზერი თუმცა , ეს ცოტა გვიან მახსოვს რომ იყო , თან არც ვუყურებდი 😉

Advertisements

10 comments on “ჩემი პირველი ანიმე

  1. Ghost in the Shell/Ghost in the Shell: Innocence ❤ ეგეთი სერიოზული აზრი ფილმების უმრავლესობაშიც არაა ჩადებული.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s