ვისწავლოთ იაპონური ენა


უკვე 10 წელზე მეტია საქართველოში  არსებობს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი თსუ და აზია აფრიკის უნივერსიტეტი (ახლანდელი თავისუფალი უნივერსიტეტი) სადაც იაპონურ ენის , კულტურის და  ისტორიის დაუფლებაა შესაძლებელი. ენის შესწავლა პრობელმას არ წარმოადგენს , მთავარია თქვენი სურვილი და ფინანსები.  თუმცა ელემენტარულ იაპონურის შესასწავლად სულაც არაა საჭირო ფინანსები.  ამ პოსტში მე დეტალურად ავხსნი თუ როგორ შეისწავლოთ ელემენტარული სასაუბრო იაპონური ენა.  პირველ რიგში ზოგადი წარმოდგენა რომ შეგვექმნას ამ ქვეყნის ენასა და მის დამწერლობაზე მოკლე მიმოხილვა.

იაპონური სადამწერლობო სისტემა გამოიყენებს ჩინურ დამწერლობის ნიშნებს, რომელსაც იაპონიაში ჰქვია კანჯი იგივე იეროგლიფები. გარდა ამისა არსებობს სუფთა იაპონური ანბანური სისტემა  ჰირაგანა და კატაკანა. იაპონური ენის შემსწავლელს ამის გამო ფაქტიურად სამი ანბანის დაუფლება უწევს კანჯის, ჰირაგანასა და კატაკანასი. ნებისმიერი იაპონური ტექსტი შეიცავს დამწერლობების სამივე სახეობას, რადგან ყოველივე მათგანს თავისი სემანტიკურ–გრაფიკული ფუნქცია აქვს ტექსტში.  დეტალურად ავხსნათ თუ რა განსხვავებაა მათ შორის.

  • კანჯი (იგივე იეროგლიფები) – იეროგლიფებით როგორც წესი იწერება სიტყვის ერთი უცვლელი ნაწილი. მაგალითად სიტყვა : სახლი  – 家 , ყვავილი – 花  , ქალი – 女 და ასე შემდეგ. რახან იეროგლიფების სისტემა ჩინელებისგან არის გადაღებული მათი ჟღერადობა იყოფა იაპონურ (კუნ) და ჩინურად (ონ) ორივე ფორმა მთლიანად ათვისებულია იაპონურ ენაში . იეროგლიფებით იწერება ზედსართავი  სახელები და ზმნები რომლებსაც სხვადასხვა გრამატიკულ ფორმაში ჰირაგანის ანბანის დაბოლოება აქვს.
  • ჰირაგანა –  მარცვლოვანი დამწერლობა , იაპონური დამწერლობის შემადგენელი ერთ-ერთი მთავარი ნაწილი.  ჰირაგანათი იწერება ნამდვილი იაპონური სიტყვები, ფართოდ იხმარება სიტყვების გრამატიკული დაბოლოებების დასაწერად . მაგალითად სიტყვა : ჭამა  იწერება ჯერ კანჯით  食べる და შემდეგ ბოლოვდება ჰირაგანათი.
  • კატაკანა – მარცვლოვანი დამწერლობა , რომელიც გამოიყენება არაიაპონური (იგივე ნასესხები ) სიტყვების დასაწერად , კატაკანა წერის მხრივ უფრო მარტივია, მაგრამ მისი გამოყენების სფეროც უფრო შეზღუდულია:   მაგალითად ყველი – チーズ  , ნამცხვარი  – ケーキ, ლუდი –  ビール. კატაკანით იწერება აგრეთვე არაიაპონური  სახელები.

თავდაპირველად აუცილებელია ჰირაგანა – კატაკანის ანბანის შესწავლა. რადან მის გარეშე ვერ შევძლებთ საწყის დონემდე იაპონური ენის შესწავლას. ჩემი მოსაზრებით ერთი ორი კვირის სისტემატიური მეცადინეობის შედეგად შესაძლებელი იქნება სრულად ავითვისოთ ეს სისტემა.  ამ ცხრილით მოცემულია ჰირაგანა და კატაკანის ანბანის სრული სია ქართული განმარტებით.

ჰირაგანა – ანბანი

あ ა

い ი

う უ

え ე

おო

ゃ (я)

ゅ (ю)

ょ (ё)

か კა

き კი

く კუ

け კე

こ კო

きゃ კя

きゅ კю

きょ კё

さ სა

し ში

す სუ

せ სე

そ სო

しゃ შя

しゅ შю

しょ შё

た ტა

ち ჩი

つ ცუ

て ტე

と ტო

ちゃ ჩя

ちゅ ჩю

ちょ ჩё

な ნა

に ნი

ぬ ნუ

ね ნე

の ნო

にゃ ნя

にゅ ნю

にょ ნё

は ჰა

ひ ჰი

ふ ჰუ

へ ჰე

ほ ჰო

ひゃ ჰя

ひゅ ჰю

ひょ ჰё

ま მა

み მი

む მუ

め მე

も მო

みゃ მя

みゅ მю

みょ მё

や я

ゆ ю

よ ё

ら რა

り რი

る რუ

れრე

ろრო

りゃ რя

りゅ რю

りょ რё

わ ვა

を ო

ん ნ

が გა

ぎ გი

ぐ გუ

げ გე

ご გო

ぎゃ გя

ぎゅ гю

ぎょ гё

ざ ძა

じ ჯი

ず ძუ

ぜ ძე

ぞ ძო

じゃ ჯя

じゅ ჯю

じょ ჯё

だ და

ぢ (ჯი)

づ (ძუ)

で დე

ど დო

ぢゃ (ჯя)

ぢゅ (ჯю)

ぢょ (ჯё)

ば ბა

び ბი

ぶ ბუ

べ ბე

ぼ ბო

びゃ ბя

びゅ ბю

びょ ბё

ぱ პა

ぴ პი

ぷ პუ

ぺ პე

ぽ პო

ぴゃ პя

ぴゅ პю

ぴょ პё

კატაკანა – ანბანი

ア ა

イ ი

ウუ

エ ე

オ о

ャ(я)

ュ (ю)

ョ (ё)

カ კა

 キ კი

 ク კუ

 ケ კე

 コ კო

キャ კя

キュ კю

キョ კё

サ სა

シ ში

ス სუ

セ სე

ソ სო

シャ შя

シュ შю

ショ შё

タ ტა

チ ტი

ツ ცუ

テ ტე

ト ტო

チャ ჩя

チュ ჩю

チョ ჩё

ナ ნა

ニ ნი

ヌ ნუ

ネ ნე

ノ ნო

ニャნя

ニュ ნю

ニョ ნё

ハ ჰა

ヒ ჰი

フ ჰუ

ヘ ჰე

ホ ჰო

ヒャ  ჰя

ヒュ ჰю

ヒョ ჰё

マ მა

ミ მი

ム მუ

メ მე

モ მო

ミャ მя

ミュ მю

ミョ მё

ヤ я

ユ ю

ヨ ё

ラ რა

リ რი

ル რუ

レ რე

ロ რო

リャ რя

リュ რю

リョ რё

ワ ვა

を ო

  ン ნ

ガ გა

ギ გი

グ გუ

ゲ გე

ゴ გო

ギャ გя

ギュ гю

ギョ гё

ザ ძა

ジ ჯი

ズ ძუ

ゼ ძე

ゾ ძო

ジャ ჯя

ジュ ჯю

ジョ ჯё

ダ და

ヂ (ჯი)

ヅ (ძუ)

デ  დე

ド დო

ヂャ (ჯя)

ヂュ (ჯю)

ヂョ (ჯё)

バ ბა

ビ ბი

ブ  ბუ

ベ ბე

ボ ბო

ビャ ბя

ビュ ბю

ビョ ბё

パ პა

ピ პი

プპუ

ペ პე

ポ პო

ピャ პя

ピュ პю

ピョ პё

ანბანის დაუფლების შემდეგ შესაძლებელია ელემენტარული საბავშვო წიგნების წაკითხვა,  ინტერნეტში ძალიან ბევრ ონლაინ წიგნებს წააწყდებით მაგალითად:
 Japanese Childrenbooks – Practice reading Hiragana ! ამავე საიტზეა უამრავი საბავშვო აუდიო თუ ვიდეო წიგნი. ძალიან კარგი ქართული საიტი იაპონური ენის შესასწავლად საერთოდ ამ საიტზე წარმოდგენილ გაკვეთილებს თუ გაჰყვებით საკმაოდ კარგი შედეგი გექნებათ: Iaponia.ge

მოსახერხებელი პროგრამების დიდი არჩევანი ჰირაგანა – კატაკანის შესასწავლად და აუდიო კურსი
ენების შესწავლის ყველაზე პოპულარული საიტი რომელსაც მეც ვიყენებ livemocha.com საიტი მრავალფუნქციურია და შესაძლებელია როგორც დამწყები დონის ასევე საშუალო დონის არჩევა.
ზუსტად დამწყებებისთვის შესანიშნავი საიტი www.easyjapanese.org

Basic Kanji Book 1 & 2

იეროგლიფების შესასწავლად შეუცვლელი წიგნია Basic Kanji Book 1 & 2 თითოეულში 500 – 500 იეროგლიფია მოცემული , წიგნები ინგლისურ ენაზეა და არის დამწყებებისთვის საუკეთესო სახემძღვანელო. გადმოწერა PDF ფორმატით შეგიძლიათ Download.

Advertisements

49 comments on “ვისწავლოთ იაპონური ენა

  1. ძალიან კარგია! არ ვიცი, რამდენად გამოვნახავ დროს იაპონურის სასწავლად, მაგრამ ადრე ძალიან მინდოდა, ლექსიკონებითაც დავრბოდი… ეჰ, ყმაწვილკაცობას რა ვუთხარი 🙂

  2. ჰირაგანა და კატაკანა ვიცი.. ახლა კანჯის ვებრძვი.. livemocha მართლა ძლიერი საიტია, ბევრი იაპონელი მეგობარი შევიძჳნე, მაგრამ ცოტა გრამატიკულადაა გაუგებარი.. iaponia.ge მავსებს!
    ბოლო წიგნის ლინკისთვის მადლობა ^^

  3. ის მიზეზი რის გამოც ასეთ ენებს არ ვსწავლობ, არის გამოყენების ფაქტიური შეუძლებლობა.. როგორც ვისწავლი, ისევ ისე დამავიწყდება

  4. ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა
    日本語 にほんご
    იწყება იაპონური ენის შესწავლის უფასო ლექციები დამწყებთათვის. ლექციები ჩატარდება ხუთშაბათს და პარასკევს 14-00, 15-00, 16-00, 17-00 და 18-00 საათზე. თსუ-ს III კორპუსი, II სართული 206 აუდიტორია. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვწეროთ ან დაგვიკავშირდეთ: 593 53 15 16
    ელ-ფოსტა: stevenlloydtbs@yahoo.co.uk

  5. იაპონური სადამწერლობო სისტემა გამოიყენებს ჩინურ დამწერლობის ნიშნებს, რომელსაც იაპონიაში ჰქვია კანჯი იგივე იეროგლიფები. გარდა ამისა არსებობს სუფთა იაპონური ანბანური სისტემა ჰირაგანა და კატაკანა. იაპონური ენის შემსწავლელს ამის გამო ფაქტიურად სამი ანბანის დაუფლება უწევს კანჯის, ჰირაგანასა და კატაკანასი. ნებისმიერი იაპონური ტექსტი შეიცავს დამწერლობების სამივე სახეობას, რადგან ყოველივე მათგანს თავისი სემანტიკურ–გრაფიკული ფუნქცია აქვს ტექსტში. დეტალურად ავხსნათ თუ რა განსხვავებაა მათ შორის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s