Cat cafe


ისეთ  ქვეყანაში, როგორიცაა იაპონია რთულია შინაური ცხოველის ყოლა სახლის პირობებში , რადგან იაპონელების საცხოვრებელი სახლი ისეა მოწყობილი , რომ ცხოველის ყოლა წარმოუდგენელია. ზოგ კორპუსებში კრძალავენ კიდევაც შინაურცხოველებს , ამიტომ იაპონელებმა  იპოვეს გამოსავალი და შექმნეს ცხოველების კაფე კერძოდ კატების კაფე.

ცხოველების მოყვარულებს შეუძლიათ მთელი ის დრო კატების გარემოცვაში გაატაროს , თან მიირთვან ერთი ჭიქა არაჩვეულებრივი მწვანე ჩაი. პირველად ასეთი ობიექტი გაიხსნა 2004 წელს, ოსაკაში და მაშინვე მოიპოვა დიდი პოპულარობა. მოგეხსენებათ იაპონიაში კატების მოყვარულთა დიდი არმიაა , რადგან ოდითგანვე ეს ცხოველი მშვიდობასთან და კეთილდღეობასთან ასოცირდებოდა , კატების თემა დიდია აგრეთვე ეროვნულ პოპ კულტურაში , ანიმე ფილმებში. ამიტომ ეს ორიგინალური კაფე ქვეყნის მაშტაბით მთლიანად აითვისეს და ახლა ასეულობით კაფეს ითვლის მთელ ქვეყნის ტერიტორიაზე.

კაფის სივრცე გაყოფილია ორ ნაწილად.  კატების განყოფილება, სადაც ყველა სახის გასართობი საშუალებაა კატისთვის და კაფის განყოფილება სადაც სტუმარს შეუძლია მიირთვას სხვადასხვა სასმელი , კერძები , ეთამაშოს პატარა არსებებს  და აგრეთვე ისარგებლოს ინტერნეტ მომსახურეობით. კატებთან ურთერთობა საათობრივია და 5 დან 18 დოლარამდე ღირს.

როგორც წესი კატების კაფეში ცხოვრობს 15-20 კატა, რომელთაგან თითოეულს აქვს საკუთარი არქივი , დანაჩანგალი და მოვლის საშუალებები. მათ მუდმივად აკვირდება და მონიტორინგს უტარებს გამოცდილი ვეტექიმები ,  თანამშრომლები , ფსიქოლოგები. კატები იკვებებიან რეგულარულად სპეციალური საკვებით.

კაფეში ცხოველების მიყვანა ხდება ნებისმიერი გზით თუნდაც პატრონს ცხოველის ჩაბარება სურდეს , ან თუ კატა პატრონის და თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი. ეს არის შესანიშნავი გადაწყვეტილება ცხოველებისთვის მოხვდეს იქ სადაც მათზე რეალურად იზურნებენ და დიდი სიყვარულით მოუვლიან.

Advertisements

14 comments on “Cat cafe

  1. ვაიმე ეს რა ფანტასტიური ადგილია. ვგიჟდები კატებზე:) თუმცა ასეთ გარემოცვაში მშვიდად როგორ დაველაპარაკები მეგობარს, ან მივირთმევ საკვებს თუ სასმელს ვერ წარმომიდგენია, რადგან სულ კატებით ვიქნები გართული:)
    რა საინტერესო იდეაა:)))

  2. კატები არ ვიცი მაგრამ იაონური მწვანე ჩაი კი მიყვარს ^^ არა კაწუშებიც კარგები არიან…რას აღარ მოიგონებს კაცი გაჭირვებაში

  3. ყლე ჩინელები ჯერ აჭმევენ მოასუქებენ მერე დაკლავენ :დ შევეცი ჩინელებს და ჩინეთს რატო არ გაწყდენ ვაფშე მაგ დედით ყლე მამით მუტელი ხალი :დ

    თუ რამე გინდათ myzoo.in – ზე პმ მომწერეთ ბოზო ჩინელებო

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s