იაპონური აბანო


იაპონელებისთვის 4 მთავარი სტიქია – ცეცხლი , წყალი , მიწა და ჰაერი მოქცეულია ერთ კონცეფციაში და მას აბანო ეწოდება.  აბანო იაპონელებისთვის  უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე უბრალოდ ჰიგიენურ საშუალებას.  იგი ადამიანს ხელს უწყობს მოდუნდეს , განიწმინდოს როგორც გონებრივად , ისე სულიერად. აბანო ნაწილობრივ ჰიგიენაა , ნაწილობრივ კი თერაპია.  არსებობს სამი სახის აბანო – სენტო (Sentō – 銭湯 ) საერთო  აბანო , ონსენი (Onsen –  温泉) ბუნებრივი ცხელი  წყლის აბაზანა და  ოფურო (Ofuro風炉) –   ინდივიდუალური სახლის  აბანო.  სამივე ტრადიციული იაპონური აბანოა. Continue reading

Advertisements

აზიური სილამაზე


იაპონელების გარეგნობაზე და სილამაზეზე ყველას სხვადასხვა აზრი აქვს , ზოგს მოსწონს ზოგს არა სტანდარტული  იაპონელი ქალის  გარეგნობა , ყველანაირი სიმაღლის და პროპორციების გარეშე , პირადად მე ძალიან მომწონს აზიური ეკზოტიკური გარეგნობა  , წვრილი თვალები , დაბალი სიმაღლე , თთქმის  ერთნაირი ღიმილი .  თუმცა იაპონური სილამაზეს ჩინური სილამაზე მირჩევნია 🙂  Continue reading

კატანა – სამურაის ხმალი


ალბათ გინახავთ აზიურ ფილმებში რა სასწაულებს აკეთებენ  სამურაის ხმლით იგივე კატანით  (Katana) , ერთი ხმლის მოქნევით მოწინააღმდეგე მთლიანად ლიკვიდირებულია. გაგიკვირდებათ და არაფერი არ არის გადამეტებული. ერთი ხმლის მოქნევით ნამდვილად შესაძლებელია ადამიანი თავის გარეშე დავტოვოთ და უფრო მეტიც  სულ თავისუფლად ჭრის შუაზე  სხვა დანარჩენ ფოლადის ხმლებს.

Continue reading

პატარა იაპონელები


იაპონელი ბავშვები და საერთოდ აზიური გარეგნობის პატარები დამეთანხმეთ ძალიან სიმპატიურები არიან 🙂 იაპონიაში პატარები  ისეთივე უფლებებით სარგებლობენ , როგორც დანარჩენ ცივილიზირებულ ქვეყნებში. ქვეყანაში არ არსებობს ბავშვის ყოლის ლიმიტი , არც შვილად აყვანა ან ხელოვნურად ჩასახვის პრობლემა არსებობს. Continue reading

იაპონელები როგორც თავაზიანი ერი


საყოველთაოდ ცნობილია , რომ იაპონელები ყველაზე მოკრძალებული , ტრადიციების დამცველი და ზრდილობიანი ერია. ზრდილობა იმდენად აქვთ გამჯდარი ყოველდღიურ ცხოვრებაში , რომ სალანძღავი ლექსიკაც არ გააჩნიათ. ყველა საუბარი თუ დიალოგი თავაზიანად მიმდინარეობს და ყოველთვის იხმარება სიტყვა ბოდიშით (すみません – sumimasen) ან უკაცრავად (ごめん – gomen). Continue reading

Kuroshio – ს აკვარიუმი


Chibi – სგან გავიგე ამ აკვარიუმზე.  მსოფლიოში რიგით მეორე  ყველაზე დიდი აკვარიუმი , რომელიც მდებარობს იაპონიაში , კუნძულ ოკნავაზე .   აკვარიუმი განლაგებულია ოკინავას ეროვნულ  პარკში. შედგება ოთხი სართულისგან  რომლებშიც მოთავსებულია ატრაქციონები  , 80 სახეობის ზღვის არსებები ,ზვიგენები , დელფინარიუმი  , მარჯნის და სხვა ტროპიკული თევზები.  აკვარიუმის ფართობი 19,000 მეტრია ,  სულ 77 ავზი და მასში მოთავსებულია 10 ათასი ტონა წყალი.  რომელიც ყოველ 24 საათში იცვლება ავტომატიურად.  Continue reading

იაპონური რეკლამა


იაპონურ რეკლამებს დავყოფ სამ კატეგორიად 😀  სასაცილო , კრეატიულ და სულელურ რეკლამებად !  ამასწინათ ვათვალიერებდი იაპონურ რეკლამებს და მინდა წარმოგიდგინოთ ერთ- ერთი  ძალიან , ძალიან  , ძალიან სულელური რეკლამა .  რეკლამა ეხება საღეჭ რეზინას Fits , რომელიც სერიებად არის გამოსული და მასში მონაწილეობის მისაღებად ჩატარდა მთელი რიგი  კონკურსი და ქასთინგი , კერძოდ პრეტენდენტებს  კარგად და სინქრონში უნდა შეესრულებინათ პეციალურად დადგმული სარეკლამო  ცეკვა … რეკლამაში  მთავარი სარეკლამო დატვირთვა არის მუსიკა და ცეკვა , რომელიც ძალიან სასაცილოა. Continue reading

ნაგავი იაპონიაში


იაპონია სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ყველაზე წარმატებულად და სასარგებლოდ  იყენებს ნაგვის ნედლეულს. ქვეყანაში 127 მილიონი კაცი ცხოვრობს  , ისედაც პატარა კუნძულოვან და მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში საერთოდ არარსებობს ადგილი სადაც მთელი ქვეყნის ნაგავი ერთად იყრიდეს თავს.  უფრო მეტიც ტერიტორიის გასაფართოებლად ნაგვისგან აკეთებენ ხელოვნურ ხმელეთს. Continue reading

ჰანამობა 2010


იაპონიაში გაზაფხულის დადგომასთან ერთად ალუბლის ხეების – საკურას ყვავილობასაც ზეიმობენ.  ეს ტრადიცია იაპონიაში ნარას ექოპიდან იღებს სათავეს  (710-784 წ.) თავიდან იაპონელები ქლიავის ხეების ყვავილობას აღნიშნავდნენ , თუმცა ჰეიანის ეპოქიდან საკურას მიმართ უფრო დიდი ინტერესი გაჩნდა.   საკურა იაპონელებს სილამაზის სიმბოლოდ მიაჩნიათ. საკურას ხეების ძირში იაპონელები მიირთმევენ საკეს , საუბრობენ სხვადასხვა თემებზე , წერენ ლექსებს და ატარებენ მხიარულად დროს. Continue reading

გრძნობებში დაკარგულები


ორი ერთმანეთისგან უცნობი ადამიანი , საპირისპირო სქესით , განსხვავებული ასაკით , განსხვავებული სამოქალაქო სტატუსით , ერთი შეხედვით არაფერი საერთო, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთ მთავარი რამ მარტოობა და  ერთმანეთთან  ურთიერთობის ჟინი.  ეს გახლავთ სოფია კოპოლას ერთ-ერთი ბრწყინვალე სარეჟისორო ნაშრომი  Lost in Translation . სადაც ძალიან კარგად არის გადმოცემული  ორი ადამიანის ურთიერთობა , რომლებიც  ერთიდაიგივე ადგილას , ერთიდაიგივე დროს , ერთიდაიგივე პრობლემებით შეხვდებიან ერთმანეთს. Continue reading