ციცინათელების სამარხი


შეგიძლიათ გაიხსენოთ , რომელმა ანიმაციის ყურებამ  იმოქმედა ისე , რომ მთელი ერთი კვირა ამ ანიმაციის გმირებზე ფიქრობდე ? ან თუ ყოფილა ისეთ მულტფილმი რომლის ნახვამ ცხარე ცრემლებით აგატირაათ და რელაურად დაგაფიქრათ მულტფილმის გმირებზე  ?  ალბათ იტყვით , რომ გამორიცხულია მსგავსი რამ დაგემართოთ რადგან მდგრადი ნერვების პატრონი ხართ და სენტიმენტალური გრძნობები თგვენგან შორსაა.

თუკი მაინც გადაწყვეტთ გამოცადოთ თქვენი შინაგანი გრძნობები აუცილებლად უყურეთ იაპონურ ანიმე ფილმს “ციცინათელების სამარხი / Hotaru no Haka (1988) რომლის ყურება არ დაგტოვებთ უემოციოდ და შეასაძლებელიცაა ერთი – ორი ცრემლიც კი გადმოგიგორდეთ თვალებდან . Continue reading

გრძნობებში დაკარგულები


ორი ერთმანეთისგან უცნობი ადამიანი , საპირისპირო სქესით , განსხვავებული ასაკით , განსხვავებული სამოქალაქო სტატუსით , ერთი შეხედვით არაფერი საერთო, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთ მთავარი რამ მარტოობა და  ერთმანეთთან  ურთიერთობის ჟინი.  ეს გახლავთ სოფია კოპოლას ერთ-ერთი ბრწყინვალე სარეჟისორო ნაშრომი  Lost in Translation . სადაც ძალიან კარგად არის გადმოცემული  ორი ადამიანის ურთიერთობა , რომლებიც  ერთიდაიგივე ადგილას , ერთიდაიგივე დროს , ერთიდაიგივე პრობლემებით შეხვდებიან ერთმანეთს. Continue reading

იაპონური პოეზია


იაპონური  პოეზია – ერთ ერთი გამორჩეული და სპეციფიკური ხელოვნებაა მთელ მსოფლიოში. იგი  მთლიანად  დაფუძნებულია აღმოსავლურ კულტურაზე და ხელოვნებაზე. თავად პოეზიაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ძენ ბუდიზმმა. ეს გავლენა პოეზიაზე ბევრად ძლიერია , ვიდრე ფილოსოფიაზე. იაპონურ  პოეზიას სხვადასხვა ჟანრობრივი მიმართულება აქვს , მაგრამ ყველაზე მთავარი განშტოება არის – ჰაიკუ. Continue reading

გეიშები და მაიკოები


წარმოგიდგენთ გეიშების და მაიკოების სურათებს , რომლებიც გადაღებულია 1896 – 1897  წლებში იაპონიაში უცხოელი ფოტოგრაფების მიერ.  Continue reading

ორიგამი – ქაღალდის ხელოვნება


ორიგამი - ქაღალდის ხელოვნება

ორიგამი  ეს არის ქაღალდის ხელოვნება რომლიც დაიბადა იაპონიაში. მიუხედავად იმისა , რომ ქაღალდი ჩინეთიდან წარმოიშვა , სწორედ იაპონელებმა მისცეს მას ხელოვნების დატვირთვა ანუ  ქაღალდისგან სხვადასხვა ფიგურების გაკეთება. Continue reading

ბონსაი


ბონსაი

ბონსაი – არის ოთახის პირობებში გამოზრდილი მომცრო ზომის ხე ან მცენარე , რომელსაც შენარჩუნებული აქვს ბუნებრივ  პირობებში არსებული ხის მთელი სილამაზე. ბონსაი სიტყვასიტყვით ნიშნავს ,,ლანგარზე გაზრდილს”. ბონსაი იმით განსხვავდება ჩვეულებრივი ქოთნის მცენარეებისაგან,  რომ ამ უკანასკნელში ძირითადად მნიშვნელობას ყვავილებს ან ფოთლებს ანიჭებენ, ბონსაიში კი უპირველეს ყოვლისა ზრუნავენ ხის ყველა ნაწილის პროპორციის შენარჩუნებაზე. ბონსაი ხშირად 30 სმ სიმაღლისაა, მაგრამ მთებში გაზრდილი მაღალი , დატოტვილი ხის ზუსტი ასლია.

Continue reading

იაპონური მუსიკა


იაპონური მუსიკა

იაპონური მუსიკა ზოგადად აერთიანებს ყველა ტიპისა და ყველა დროის მუსიკას, დაწყებული პრეისტორიული პერიოდიდან დამთავრებული ჩვენი დროით. იაპონურ ცივილაზაციაში უძველესი დროიდან არსებობდა ადგილობრივი მუსიკალური საკრავები, რომლებიც მხოლოდ იაპონიაში არსებობდნენ და ეხლაც არსებობენ. თუმცა ფაქტია რომ იაპონურ მუსიკაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩინურმა კულტურამ. მიუხედავად ჩინური მუსიკის დიდი გავლენისა, იაპონიამ შეძლო შეექმნა მისი საკუთარი სტილი და საკუთარი მუსიკალური საკრავები და საბოლოოდ დაეღწია თავი ჩინური ზეგავლენისაგან. Continue reading

ჩაის ცერემონიალი


267926683_36f0502a8b

იაპონური ჩაის ცერემონიალი , განეკუთვნება ყველაზე უნიკალურ ხელოვნებათა რიგს. იგი ასრულებს არსებით როლს იაპონელების სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩაის ცერემონიალი მკაცრად დადგენილი რიტუალია , მასში მონაწილეობენ ჩაის ოსტატი , რომელიც ადუღებს ჩაის და ფინჯნებში ასხამს , და ისინი ვინც ესწრება ამ ცერემონიალს და სვამენ ჩაის. Continue reading

იაპონური კინემატოგრაფია


კინო

კინო როგორც ხელოვნების ერთ – ერთი სახეობა იაპონიაში და მთელ ევროპაში თითქმის ერთ პერიოდში გაჩნდა , მე -19 საუკუნის ბოლოს. ”მოძრავ ფოტოების” ხელოვნებას იაპონელები პირველად 1886 გაეცნენ და 1899 წელს კი უკვე გადაღებული ქონდათ პირველი ფილმი.  1903 წელს ტოკიოში გაიხსნა პირველი კინოთეატრი , ხოლო 1908-წელს პრველი კინოსტუდია. Continue reading

იაპონური ფერწერა


მხატვრობა

იაპონური ფერწერა ისეთივე უნიკალურია , როგორც მთელი კულტურა.  დასავლური შეხედულების ადამიანს იაპონური ტრადიციული ფერწერა  შეიძლება ეგონოს უბრალო ნახატი , , მაგრამ ეს რა თქმა უნდა ესე არ არის , თვით ევროპელი იმპრესიონისტები აღიარებდნენ მას შედევრად ! Continue reading