არა შიშს !



საინტერესო და უცნაური ხალხია ისევ და ისევ იაპონელები , ვუყურებ ამ საშინელ კადრებს , ამ ტრაგედიას და თითოეულ იაპონელს სახეზე არ ემჩნევა შიში და სასოწარკვეთა. გასაგებია , მესმის რომ ეს მიწისძვრები , ცუნამი და ვულკანის ამოფრქვევა უცხო რამ არ არის მათთვის თითქმის ყოველდღიური მოვლენაა, მაგრამ მაკვირვებს ამ ტრაგედიის შემდეგაც მათი სიმტკიცე და  გამძლეობა. Continue reading

Advertisements

იაპონელები გარყვნილი ერი


ამ რამდენიმე დღის წინ ჟურნალმა “ლბერალმა” გაავრცელა ვიდეო სადაც ჟურნალისტი თბილისის ქუჩებში სხვადასხვა ასაკის, სქესისა და შეხედულებების მოქალაქეებს ასმენინებს დეკანოზ დავით ქვლივიძის ქადაგებას , სადაც დეკანოზი იაპონიაში მომხდარ მიწისძვრას იაპონელების გარყვნილ ცხოვრებას და ცოდვების გამო ღვთის სასჯელს უკავშრებს. Continue reading

პატარა იაპონელები


იაპონელი ბავშვები და საერთოდ აზიური გარეგნობის პატარები დამეთანხმეთ ძალიან სიმპატიურები არიან 🙂 იაპონიაში პატარები  ისეთივე უფლებებით სარგებლობენ , როგორც დანარჩენ ცივილიზირებულ ქვეყნებში. ქვეყანაში არ არსებობს ბავშვის ყოლის ლიმიტი , არც შვილად აყვანა ან ხელოვნურად ჩასახვის პრობლემა არსებობს. Continue reading

იაპონელები როგორც თავაზიანი ერი


საყოველთაოდ ცნობილია , რომ იაპონელები ყველაზე მოკრძალებული , ტრადიციების დამცველი და ზრდილობიანი ერია. ზრდილობა იმდენად აქვთ გამჯდარი ყოველდღიურ ცხოვრებაში , რომ სალანძღავი ლექსიკაც არ გააჩნიათ. ყველა საუბარი თუ დიალოგი თავაზიანად მიმდინარეობს და ყოველთვის იხმარება სიტყვა ბოდიშით (すみません – sumimasen) ან უკაცრავად (ごめん – gomen). Continue reading

იაპონური რეკლამა


იაპონურ რეკლამებს დავყოფ სამ კატეგორიად 😀  სასაცილო , კრეატიულ და სულელურ რეკლამებად !  ამასწინათ ვათვალიერებდი იაპონურ რეკლამებს და მინდა წარმოგიდგინოთ ერთ- ერთი  ძალიან , ძალიან  , ძალიან სულელური რეკლამა .  რეკლამა ეხება საღეჭ რეზინას Fits , რომელიც სერიებად არის გამოსული და მასში მონაწილეობის მისაღებად ჩატარდა მთელი რიგი  კონკურსი და ქასთინგი , კერძოდ პრეტენდენტებს  კარგად და სინქრონში უნდა შეესრულებინათ პეციალურად დადგმული სარეკლამო  ცეკვა … რეკლამაში  მთავარი სარეკლამო დატვირთვა არის მუსიკა და ცეკვა , რომელიც ძალიან სასაცილოა. Continue reading

ნაგავი იაპონიაში


იაპონია სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ყველაზე წარმატებულად და სასარგებლოდ  იყენებს ნაგვის ნედლეულს. ქვეყანაში 127 მილიონი კაცი ცხოვრობს  , ისედაც პატარა კუნძულოვან და მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში საერთოდ არარსებობს ადგილი სადაც მთელი ქვეყნის ნაგავი ერთად იყრიდეს თავს.  უფრო მეტიც ტერიტორიის გასაფართოებლად ნაგვისგან აკეთებენ ხელოვნურ ხმელეთს. Continue reading

ჰანამობა 2010


იაპონიაში გაზაფხულის დადგომასთან ერთად ალუბლის ხეების – საკურას ყვავილობასაც ზეიმობენ.  ეს ტრადიცია იაპონიაში ნარას ექოპიდან იღებს სათავეს  (710-784 წ.) თავიდან იაპონელები ქლიავის ხეების ყვავილობას აღნიშნავდნენ , თუმცა ჰეიანის ეპოქიდან საკურას მიმართ უფრო დიდი ინტერესი გაჩნდა.   საკურა იაპონელებს სილამაზის სიმბოლოდ მიაჩნიათ. საკურას ხეების ძირში იაპონელები მიირთმევენ საკეს , საუბრობენ სხვადასხვა თემებზე , წერენ ლექსებს და ატარებენ მხიარულად დროს. Continue reading

იაპონელი ბლოგერები


იაპონიაში მოქმედი  ბლოგების რიცხვი 17  მილიონს აღწევს ,  მოსახლეობის თითქმის 20% – საკუთარი ბლოგი აქვს , ხოლო ბლოგის ჩანაწერები ჯამში 1,35 მილიარდია , ეს ინფორმაცია , რომ შევაჯამოთ  სულ თავისუფლად ეყოფა რამოდენიმე მილიარდ  წიგნს გამოსაშვებად. Continue reading

ყოველ 15 წუთში თვითმკვლელობა


იაპონია რაც არ უნდა უცნაური იყოს მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას ადამიანთა თვითმკვლელობებით. სტატისტიკა იმდენად შემაშფოთებელია , რომ იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო ამ სენს მოიხსენიებს როგორც იაპონურ ეპიდემიას , სტრუქტურა  მთლიანად ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად იღწვის. სტატისტიკურად  ბოლო 11 წლის მანძილზე მთლიანად იაპონიაში ყოველ 15 წუთის ინტერვალით ხდებოდა თვითმკვლელობები. ეს სტატისტიკა , რომ შევადაროთ მცირე რიცხოვან ერთან , შეიძლება ამ 11 წლის მანძილზე ეს ერი საერთოდ გამქრალი ყოფილიყოს. Continue reading

იაპონური ქორწილი


ქორწილი იაპონიაში ყოველთვის იგეგმება ზაფხულში , როცა ყველაფერი ყვავის , მზეა  და ამინდიც შესაბამისად საზეიმოა. უმრავლესობა იაპონელი ქორწილს აღნიშნავს შინტოისტური რელიგიის პრინციპების დაცვით , მაგრამ არსებობს სხვა რელიგიის კანონებით ქორწილის აღნიშვნაც.  რათქმაუნდა ნებისმიერი იაპონური ქორწილის  ცერემონიალი  არის ულამაზესი და   ქვეყნის ტრადიციების დაცვის  საუკეთესო მაგალითი. Continue reading