Cat cafe


ისეთ  ქვეყანაში, როგორიცაა იაპონია რთულია შინაური ცხოველის ყოლა სახლის პირობებში , რადგან იაპონელების საცხოვრებელი სახლი ისეა მოწყობილი , რომ ცხოველის ყოლა წარმოუდგენელია. ზოგ კორპუსებში კრძალავენ კიდევაც შინაურცხოველებს , ამიტომ იაპონელებმა  იპოვეს გამოსავალი და შექმნეს ცხოველების კაფე კერძოდ კატების კაფე. Continue reading

იაპონური ფარული კამერა


იაპონიური  ფარული კამერით გადაღებული სასაცილო ვიდეოები თუ გინახავთ დამეთანხმებით ძალიან კრეატიული და სასაცილოა. ამ პოსტში წარმოგიდგენთ რამოდენიმე სასაცილო ვიდეოს რათქმაუნდა ფარული კამერით გადაღებულს … Continue reading

ვისწავლოთ იაპონური ენა


უკვე 10 წელზე მეტია საქართველოში  არსებობს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი თსუ და აზია აფრიკის უნივერსიტეტი (ახლანდელი თავისუფალი უნივერსიტეტი) სადაც იაპონურ ენის , კულტურის და  ისტორიის დაუფლებაა შესაძლებელი. ენის შესწავლა პრობელმას არ წარმოადგენს , მთავარია თქვენი სურვილი და ფინანსები.  თუმცა ელემენტარულ იაპონურის შესასწავლად სულაც არაა საჭირო ფინანსები.  ამ პოსტში მე დეტალურად ავხსნი თუ როგორ შეისწავლოთ ელემენტარული სასაუბრო იაპონური ენა.  პირველ რიგში ზოგადი წარმოდგენა რომ შეგვექმნას ამ ქვეყნის ენასა და მის დამწერლობაზე მოკლე მიმოხილვა. Continue reading

საკურას ყვავილობა – 2011


იაპონიაში ტურისტული ვიზიტისთვის საუკეთესო პერიოდად ითვლება იაპონური ალუბლის საკურას ყვავილობის  სეზონი (ჰანამი – იაპ: ყვავილით ტკბობა) , სადაც მარტიდან დაწყებული დამთავრებული აპრილის ბოლომდე ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე ყვავილობას იწყებს ალუბლის ხეები , ეს დღე იაპონიაში უკვე დღესასწაულამდე არის აყვანილი. საკურას ყვავილობა დაახლოებით 7  დღემდე გრძელდება  , ამ ხნის განმავლობაში იაპონელები მის ძირში ატარებენ მთელ დღეს , სვამენ საკეს და ტკბებიან ულამაზესი და სურნელოვანი ალუბლის ყვავილობით.

Continue reading

არა შიშს !



საინტერესო და უცნაური ხალხია ისევ და ისევ იაპონელები , ვუყურებ ამ საშინელ კადრებს , ამ ტრაგედიას და თითოეულ იაპონელს სახეზე არ ემჩნევა შიში და სასოწარკვეთა. გასაგებია , მესმის რომ ეს მიწისძვრები , ცუნამი და ვულკანის ამოფრქვევა უცხო რამ არ არის მათთვის თითქმის ყოველდღიური მოვლენაა, მაგრამ მაკვირვებს ამ ტრაგედიის შემდეგაც მათი სიმტკიცე და  გამძლეობა. Continue reading

იაპონია 11.03.11


სამწუხაროა , მთელი გულით ვუთანაგრძნობ იაპონელ ხალხს ამ დიდი ტრაგედიის  გამო.   ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს  დაღუპულთა სულები 😦

იაპონური აბანო


იაპონელებისთვის 4 მთავარი სტიქია – ცეცხლი , წყალი , მიწა და ჰაერი მოქცეულია ერთ კონცეფციაში და მას აბანო ეწოდება.  აბანო იაპონელებისთვის  უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე უბრალოდ ჰიგიენურ საშუალებას.  იგი ადამიანს ხელს უწყობს მოდუნდეს , განიწმინდოს როგორც გონებრივად , ისე სულიერად. აბანო ნაწილობრივ ჰიგიენაა , ნაწილობრივ კი თერაპია.  არსებობს სამი სახის აბანო – სენტო (Sentō – 銭湯 ) საერთო  აბანო , ონსენი (Onsen –  温泉) ბუნებრივი ცხელი  წყლის აბაზანა და  ოფურო (Ofuro風炉) –   ინდივიდუალური სახლის  აბანო.  სამივე ტრადიციული იაპონური აბანოა. Continue reading

აზიური სილამაზე


იაპონელების გარეგნობაზე და სილამაზეზე ყველას სხვადასხვა აზრი აქვს , ზოგს მოსწონს ზოგს არა სტანდარტული  იაპონელი ქალის  გარეგნობა , ყველანაირი სიმაღლის და პროპორციების გარეშე , პირადად მე ძალიან მომწონს აზიური ეკზოტიკური გარეგნობა  , წვრილი თვალები , დაბალი სიმაღლე , თთქმის  ერთნაირი ღიმილი .  თუმცა იაპონური სილამაზეს ჩინური სილამაზე მირჩევნია 🙂  Continue reading

კატანა – სამურაის ხმალი


ალბათ გინახავთ აზიურ ფილმებში რა სასწაულებს აკეთებენ  სამურაის ხმლით იგივე კატანით  (Katana) , ერთი ხმლის მოქნევით მოწინააღმდეგე მთლიანად ლიკვიდირებულია. გაგიკვირდებათ და არაფერი არ არის გადამეტებული. ერთი ხმლის მოქნევით ნამდვილად შესაძლებელია ადამიანი თავის გარეშე დავტოვოთ და უფრო მეტიც  სულ თავისუფლად ჭრის შუაზე  სხვა დანარჩენ ფოლადის ხმლებს.

Continue reading

იაპონური რეკლამა


იაპონურ რეკლამებს დავყოფ სამ კატეგორიად 😀  სასაცილო , კრეატიულ და სულელურ რეკლამებად !  ამასწინათ ვათვალიერებდი იაპონურ რეკლამებს და მინდა წარმოგიდგინოთ ერთ- ერთი  ძალიან , ძალიან  , ძალიან სულელური რეკლამა .  რეკლამა ეხება საღეჭ რეზინას Fits , რომელიც სერიებად არის გამოსული და მასში მონაწილეობის მისაღებად ჩატარდა მთელი რიგი  კონკურსი და ქასთინგი , კერძოდ პრეტენდენტებს  კარგად და სინქრონში უნდა შეესრულებინათ პეციალურად დადგმული სარეკლამო  ცეკვა … რეკლამაში  მთავარი სარეკლამო დატვირთვა არის მუსიკა და ცეკვა , რომელიც ძალიან სასაცილოა. Continue reading