იაპონია მე – 19 ს ბოლოს და მე – 20 ს დასაწყისში.


რუსეთ - იაპონიის ომი. (უკიოეს სტილი by Kyōkatsu, მაისი 1904 )

ვაგრძელებ იაპონიის  ისტორიის  მოკლე მიმოხილვას ამჯერად მე – 19 ს. ბოლო – 20 – ს. ის  დასაწყისზე  გავამახვილებ ყურადღებას.   ამერიკა – იაპონიის ერთობლივ  თანამშრომლობას იაპონიის მთელ ტერიტორიაზე მოჰყვა სტიქიური და ორგანიზებული გამოსვლები , ამის მიზეზი იყო ქვეყნის უეცარი და მოულოდნელი  დასავლური კურსის აღება. მთლიანად შეიცვალა სამხედრო რეფორმა , ქვეყანა გადავიდა თანამედროვე ცეცხლსასროლ იარაღებზე  , სამურაის ინსტიტუტი ძალაუფლებას კარგავდა. ხელისუფლება თავისთავად წარმატებით ახშობდა აჯანყებულთა გამოსვლებს და სულ უფრო მკვეთრ  დასავლურ  პოლიტიკურ გეზს იღებდა. Continue reading

Advertisements

ნაგავი იაპონიაში


იაპონია სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ყველაზე წარმატებულად და სასარგებლოდ  იყენებს ნაგვის ნედლეულს. ქვეყანაში 127 მილიონი კაცი ცხოვრობს  , ისედაც პატარა კუნძულოვან და მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში საერთოდ არარსებობს ადგილი სადაც მთელი ქვეყნის ნაგავი ერთად იყრიდეს თავს.  უფრო მეტიც ტერიტორიის გასაფართოებლად ნაგვისგან აკეთებენ ხელოვნურ ხმელეთს. Continue reading

გრძნობებში დაკარგულები


ორი ერთმანეთისგან უცნობი ადამიანი , საპირისპირო სქესით , განსხვავებული ასაკით , განსხვავებული სამოქალაქო სტატუსით , ერთი შეხედვით არაფერი საერთო, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთ მთავარი რამ მარტოობა და  ერთმანეთთან  ურთიერთობის ჟინი.  ეს გახლავთ სოფია კოპოლას ერთ-ერთი ბრწყინვალე სარეჟისორო ნაშრომი  Lost in Translation . სადაც ძალიან კარგად არის გადმოცემული  ორი ადამიანის ურთიერთობა , რომლებიც  ერთიდაიგივე ადგილას , ერთიდაიგივე დროს , ერთიდაიგივე პრობლემებით შეხვდებიან ერთმანეთს. Continue reading

იაპონური პოეზია


იაპონური  პოეზია – ერთ ერთი გამორჩეული და სპეციფიკური ხელოვნებაა მთელ მსოფლიოში. იგი  მთლიანად  დაფუძნებულია აღმოსავლურ კულტურაზე და ხელოვნებაზე. თავად პოეზიაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ძენ ბუდიზმმა. ეს გავლენა პოეზიაზე ბევრად ძლიერია , ვიდრე ფილოსოფიაზე. იაპონურ  პოეზიას სხვადასხვა ჟანრობრივი მიმართულება აქვს , მაგრამ ყველაზე მთავარი განშტოება არის – ჰაიკუ. Continue reading

ჰაიაო მიაძაკი


თუ ანიმე არ გიყვართ ან უბრალოდ ვერ უდებთ გულს , ან  თვლით რომ თქვენი ასაკისთვის შეუფერებელია , ან არ გხიბლავთ ანიმეს დიდი თვალები და მარტივი ანიმაცია  , მაინც  თვალი შეავლეთ მიაძაკის შედევრებს. შესაძლოა თქვენ სხვა სამყარო აღმოაჩინოთ იაპონურ ანიმაციაში. მისი ანიმე  იმდენად ღრმაა , იმდენად მრავლისმთქმელი , იმდენად შინაარსიანი , რომ არარსებობს მისი მნახველი უემოციოდ დარჩეს. აბსოლიტურად მისმა  ყველა ნამუშევარმა წარმატება მოუტანა შემქმნელს იაპონიაში და მთელ მსოფლიოში , ხოლო 2002 წელს უმაღლესი კინო აკადემიიის ჯილდო – ოსკარიც  დაიმსახურა. Continue reading

იაპონური ზღაპრები


წარმოგიდგენთ იაპონურ ზღაპრებს რომელიც გამოცემულია 1978 წელს  , არის ქართულ ენაზე და კითხულობენ ქართული თეატრის მსახიობები. ამისათვის მადლობას ვუხდით : ERMONIA – ს , რომელმაც გადააციფრულა ეს განძეული. Continue reading

ჰარუკი მურაკამი


ჰარუკი მურაკამი

მისი წიგნები გამოსვლიდან რამოდენიმე თვეში ხდებიან ბესტსელები , მათ არ აჩერებენ მაღაზიის დახლებზე , მათ ყიდულობენ  და  ჩუქნიან საყვარელ ადამიანებს , არარსებობს ადამიანი რომელსაც არ წაეკითხოს მისი თუნდაც რომელიმე ნაწარმოები , მისი პროზა უთანაბრდება მუსიკას  და ფოტოკოლაჟს  იაპონური ბუნების , ამ ნაწარმოების კითხვით აჟიტირებული  მკითხველიც კი   ვერ გადმოგცემთ თუ რას გრძნობს და რა იზიდავ მას ამ მწერლის შემოქმედებასთან.   მისი სახელი ცნობილია მთელ მსოფლიოში.  ეს არის ცნობილი იაპონელი  მწერალი და ნოველისტი  – ჰარუკი მურაკამი.  Continue reading

MIURO – მელომანი რობოტი


Miuro

თქვენ მელომანი ხართ ? დაიღალეთ თქვენი სტერეოს ერთი ადგილიდან მოსმენით და გინდათ ხმა სხვადასხვა კუთხიდან გესმოდეთ ? მაშინ MIURO – ზუსტად თქვენთვის არის შექმნილი.  ეს მუსიკალური რობოტი დაგანახებთ ახალ ხედვას მუსიკალურ სამყაროში და დააკმაყოფილებს თქვენ მუსიკალურ პრეტენზიებს…  Continue reading

ფუჯისანი


ფუჯისანი

იაპონიის მთავარი სავიზიტო ბარათი გახლავთ მთა ფუჯისანი. იგი ვულკანური წარმოშობის ყველზე დიდი მთაა , რომელიც უხსოვარი დროიდან არსებობს იაპონიაში. სეზონის ნებისმიერ დროს , ნებისმიერ ამინდში , ნებისმიერი ხედით ის შეუდარებლად ლამაზია. ფუჯისანი ყოველთვის იყო შთაგონების წყარო მხატვრებისთვის , პოეტებისთვის , მწერლებისთვის ფოტოხელოვანთათვის და საერთოდ იაპონელებისთვის. სიმეტრიულად ზუსტი აგებულების მთა მრავალი ხნის მანძილზე ითველება იაპონიის მთავარ სილამაზის სიმბოლოდ. იაპონელებს მიაჩნიათ , რომ მას მსოფლიოში არ ჰყავს შემცვლელი. Continue reading

Asimo – იაპონური საოცრება


asimo1

იაპონია ტექნოლოგიური განვითარებით მსოფლიოში  პირველ ადგილზე , რომ არის ეს ყველასთვის  ცნობილია.  სწორედ იაპონიაში  80 – იანი წლებიდან კორპორაცია  «Honda Research Institute Japan» ცდილობს შექმნას რობოტი ადამიანი  , მსგავსად ადამიანისა მასაც , რომ შეეძლოს სიარული , სირბილი  და უფრო მეტიც – დამოუკიდებლად აზროვნება.  ეს უკანასკნელი იაპონელი მეცნიერებებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირველესია ,  რათა ტექნოლოგიური გარღვევა მოახდინონ მთელ მსოფლიოში. Continue reading