იაპონია მე – 19 ს ბოლოს და მე – 20 ს დასაწყისში.


რუსეთ - იაპონიის ომი. (უკიოეს სტილი by Kyōkatsu, მაისი 1904 )

ვაგრძელებ იაპონიის  ისტორიის  მოკლე მიმოხილვას ამჯერად მე – 19 ს. ბოლო – 20 – ს. ის  დასაწყისზე  გავამახვილებ ყურადღებას.   ამერიკა – იაპონიის ერთობლივ  თანამშრომლობას იაპონიის მთელ ტერიტორიაზე მოჰყვა სტიქიური და ორგანიზებული გამოსვლები , ამის მიზეზი იყო ქვეყნის უეცარი და მოულოდნელი  დასავლური კურსის აღება. მთლიანად შეიცვალა სამხედრო რეფორმა , ქვეყანა გადავიდა თანამედროვე ცეცხლსასროლ იარაღებზე  , სამურაის ინსტიტუტი ძალაუფლებას კარგავდა. ხელისუფლება თავისთავად წარმატებით ახშობდა აჯანყებულთა გამოსვლებს და სულ უფრო მკვეთრ  დასავლურ  პოლიტიკურ გეზს იღებდა. Continue reading

Advertisements

იაპონია იზოლაციის ეპოქაში


ვინც იცის გადაკვრით ან კარგად იაპონიის ისტორია  დამეთანხმებით რომ ერთ-ერთი  ყველაზე საინტერესო ეპოქაა იზოლაციის ხანა , როდესაც 1635 წელს  იაპონიამ  გამოაცხადა  ნაციონალური იზოლაციის პოლიტიკა და თითქმის 2 საუკუნე ნახევარი  ჩაკეტილი იყო გარესამყაროსთან. ეს ეპოქა მთლიანად პასუხებს გასცემს იმ კითხვებს  თუ რატომ იბრძოდა იაპონია 20 – საუკუნეში ამერიკის წინააღმდეგ ,  რატომ  გამოიყენა ამერიკამ  ბირთვული იარაღი იაპონიის წინააღმდეგ  და რატომ ქონდა იაპონელ ხალხს  ამერიკელების მიმართ ეროვნული ზიზღი.    მოდით დეტალურად განვიხილოთ თუ რატომ მოუხდა ქვეყანას ამ ნაბიჯის გადადგმა და რა იყო ამ საქციელში  დადებითი და ურაყოფითი მხარე. Continue reading

იაპონური ქორწილი


ქორწილი იაპონიაში ყოველთვის იგეგმება ზაფხულში , როცა ყველაფერი ყვავის , მზეა  და ამინდიც შესაბამისად საზეიმოა. უმრავლესობა იაპონელი ქორწილს აღნიშნავს შინტოისტური რელიგიის პრინციპების დაცვით , მაგრამ არსებობს სხვა რელიგიის კანონებით ქორწილის აღნიშვნაც.  რათქმაუნდა ნებისმიერი იაპონური ქორწილის  ცერემონიალი  არის ულამაზესი და   ქვეყნის ტრადიციების დაცვის  საუკეთესო მაგალითი. Continue reading

ჰაჩიკო – ერთგულების სიმბოლო


სევდიანი  ისტორია რომელიც რეალურად მოხდა იაპონიაში , დღემდე აღრფთოვანებაში  ჰყავს მთელი მსოფლიო.   ყველაფერი დაიწყო  1924 წელს .  ჰიდესაბურო უენო ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორს სახლში ჰყავდა 8 ძაღლი , მათ შორის ყველაზე პატარა ლეკვს სახელად  დაარქვა ჰაჩი , რაც იაპონურ ენაზე ითარგმნება როგორც მერვე.  ყოველ დილით ჰაჩიკო თავის პატრონს აცილებდა სამსახურში ხოლო , საღამოს ხვდებოდა  სიბუიას – მატარებლის სადგურზე , 1925 წელს  ჩვეულებრივ  ჰაჩიკომ  გააცილა პატრონი უნივერსიტეტში , მაგრამ საღამოს უენო აღარ გამოჩნდა . ძაღლი კი ელოდა , როგორც გაირკვა უენო გარდაიცვალა გულის ინფაქტით. Continue reading

გეიშები და მაიკოები


წარმოგიდგენთ გეიშების და მაიკოების სურათებს , რომლებიც გადაღებულია 1896 – 1897  წლებში იაპონიაში უცხოელი ფოტოგრაფების მიერ.  Continue reading

ფუჯისანი


ფუჯისანი

იაპონიის მთავარი სავიზიტო ბარათი გახლავთ მთა ფუჯისანი. იგი ვულკანური წარმოშობის ყველზე დიდი მთაა , რომელიც უხსოვარი დროიდან არსებობს იაპონიაში. სეზონის ნებისმიერ დროს , ნებისმიერ ამინდში , ნებისმიერი ხედით ის შეუდარებლად ლამაზია. ფუჯისანი ყოველთვის იყო შთაგონების წყარო მხატვრებისთვის , პოეტებისთვის , მწერლებისთვის ფოტოხელოვანთათვის და საერთოდ იაპონელებისთვის. სიმეტრიულად ზუსტი აგებულების მთა მრავალი ხნის მანძილზე ითველება იაპონიის მთავარ სილამაზის სიმბოლოდ. იაპონელებს მიაჩნიათ , რომ მას მსოფლიოში არ ჰყავს შემცვლელი. Continue reading